ქართული ბანკების მოგება შემცირდა

ქართული ბანკების მოგება შემცირდა

access_time2019-08-28 14:00:01

2019 წლის პირველ შვიდ თვეში, ქართული კომერციული ბანკების უმეტესობაში მოგების მაჩვენებელი შემცირდა. ჯამურად, ფინანსური სექტორის მიერ მიღებულმა წმინდა მოგებამ იანვარ-თებერვლის განმავლობაში 443,4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 21 მილიონი ლარით, ანუ 5%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მაჩვენებელთან შედარებით.


რატომ შემცირდა ბანკების მოგება


საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული სტატისტიკის მიხედვით, ბანკებში მოგების შემცირება შემოსავლების შემცირებით არ არის გამოწვეული, არამედ მისი მიზეზი ბანკების მიერ გაწეული ხარჯების მაღალი ზრდის ტემპია.


2019 პირველ 6 თვეში ქართული ბანკების მთლიანი შემოსავლები 7.5%-ით გაიზარდა და მან 2,485,807,000 ლარი შეადგინა. მათ შორის ზრდა დაფიქსირდა როგორც - ფიზიკური, ასევე იურიდული პირების მიმართულებით.



ფიზიკური პირების სესხებიდან ბანკებმა 1,115,930,000 ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღეს (2.9%-ით მეტი 2018 წელთან შედარებით). ხოლო, იურიდიული პირებიდან მიღებულმა საპროცენტო შემოსავალმა კი 644,106,000 ლარი შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით მეტია.


ამასთანავე, ზრდა ფიქსირდება ჯარიმების და საურავების აკრეფით მიღებულ შემოსავლებში. სულ ბანკებმა 55,188,000 ლარის ჯარიმები აკრიფეს (ზრდა 18%). ვალუტის კონვერტაციის ოპერაციებით კი ბანკებმა 206,658,000 ლარი დააგენერირეს, რაც 2018 წელთან შედარებით 69%-ით მეტია.


თუმცა, ქართულ ბანკებს შემოსავლებზე უფრო მაღალი ტემპით ხარჯები გაეზარდათ. მათ შორის მოქალაქეთა მიერ განთავსებულ დეპოზიტებზე 484,382,000 ლარის საპროცენტო სარგებელი დაარიცხეს, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.5%-ით მეტია.


ადმინისტრაციული, საოფისე და საექსპლოატაციო, ასევე სხვა სახის არასაპროცენტო ხარჯებისთვის ბანკებმა 744,169,000 ლარი გაიღეს, რაც 2018 წელთან შედარებით 11%-ით მეტია.


აქტივების დანაკარგით გამოწვეული შესაძლო ზარალის სახით, ქართულმა ბანკებმა 302,336,000 ლარი აღრიცხეს რაც წინა წელთან შედარებით 30%-ით მეტია. მთლიანობაში მოგებამ დაბეგვრამდე - 498 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი, 443 მილიონი ლარი შეადგინა. მოგების გადასახადის სახით გადახდილი თანხა - 44.9 მილიონს, ხოლო გაუთვალისწინებელი ხარჯები კი, 9.9 მილიონ ლარს შეადგენდა.

BMG



თეგები:
ბანკები



მაჟორიტარი დეპუტატები NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია

მაჟორიტარი დეპუტატები  NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ  ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია
access_time2019-09-17 19:00:57
გამოკითხულთა 49 % ფიქრობს,  რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 63% ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია; 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას უმთავრესად მთავრობას აკისრებს. 54% ამბობს, რომ გასულ წელს მკურნალობა გადადო, რადგან ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა. 48% -ის თქმით,...

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს
access_time2019-09-17 17:00:35
„ომეგა ჯგუფი“ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ომეგა ჯგუფის” განმარტებით, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ 2016 წლის 21 და 22 აპრილს ადგილი არ ჰქონია „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების კუთვნილი 4 მილიონი ლარის “თიბისი ბანკიდან” უკანონოდ გაცემას, რასაც შედეგად მოჰყვა აღნიშნული თანხის გამოძალვა, სინამდვილეს არ შეესაბამება და აღნიშნული თანხა არასამუშაო საათებში, საბანკო...

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ
access_time2019-09-17 18:00:54
ოსი ავტომფლობელები, რომლებსაც ავტომობილები ჰყავთ ე.წ. „სამრეთ ოსეთის“ ნომრებით, უკვე რამდენიმე დღეა რუსეთში ავტომობილების დროებით შემოყვანის ახალ წესებს აპროტესტებენ. რადენიმე აქცია უკვე ჩატარდა სასაზღვრო პუნქტ ზარამაგთან და ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს ოფისთან. რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, ჩრდილოეთ ოსებმა მოიფიქრეს ქვეყანაში მოქმედი ავტომობილების განბაჟების უკიდურესად მაღალი განაკვეთის თავიდან არიდების სქემა - კერძოდ, ისინი...

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება
access_time2019-09-17 16:00:04
მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღება აუცილებელი და გარდაუვალი იყო, – ამის შესახებ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა. ნადარაიას შეფასებით, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება 50 პროცენტიან ეფექტურ საპროცენტო ლიმიტს, რადგან განსაკუთრებით არასაბანკო სექტორში, ამან პრობლემური სესხების წილი გაზარდა. „შესაბამისად, ეს გამკაცრება ვფიქრობ, აუცილებელი იყო და ეს საერთო აზრია. გამოიწვია თუ არა ამან საცალო...

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს
access_time2019-09-17 20:00:45
სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო-სომხეთის საზღვრის დამდგენმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი (ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი) და მის ირგვლივ მდებარე არპის ნაციონალური ტყე-პარკი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოფიციალურად 1 სექტემბრიდან აღმოჩნდა. ინფორმაციას სოციალური ქსელების მომხმარებლების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებული ინფორაცია ან ოფიციალური დოკუმენტი არ...


მსგავსი სიახლეები

up