2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორის აქტივებმა 60,568,300,000 ლარს მიაღწია. აქტივები წინა თვესთან შედარებით დაახლოებით 1 მლრდ ლარით გაიზარდა.
სებ-ის მონაცემებით, რაც შეეხება საბანკო სისტემაში არსებულ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, 37,161,246,000 ლარს შეადგენდა, რაც 2021 წლის 1-ელ დეკემბერთან შედარებით, 3.92%-ით (1.4 მლრდ ლარით) მეტია.
ქართულ ბანკებს ეკონომიკაზე 41,038,598,000 ლარის წმინდა სესხი აქვთ გაცემული. 2021 წლის ნოემბერთან შედარებით, ეს თანხა დეკემბერში 1,6 მლრდ ლარით გაიზარდა.
2021 წლის დეკემბერის წინასწარი მონაცემებით, კომერციული ბანკების კაპიტალის რეზერვების მოცულობამ 1,240,895,000 ლარი შეადგინა, ხოლო გაუნაწილებელმა მოგებამ 5,462,450,000 ლარი.