ქართული ავიაკომპანიები, რომლებიც, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ნორმებს არღვევენ

ქართული ავიაკომპანიები, რომლებიც, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ნორმებს არღვევენ

access_time2018-01-29 14:10:39

ავიახომალდების გადაადგილების ჩანაწერების მიხედვით, რომელიც ანონიმურმა წყარომ პოსტს სკრიპტუმს მიაწოდა, ირკვევა, რომ რამდენიმე ქართული ავიაკომპანია, სავარაუდოდ, უხეშად არღვევს უსაფრთხოების ნორმებს და მფრინავებს ზოგჯერ შეუსვენებლად და ზენორმატიული დატვირთვით ამუშავებს. ეს კი რისკის ქვეშ აყენებს ამ საჰაერო ხომალდების უსაფრთხოებასაც და მთლიანად ქვეყნის ავიაციის ბედს.


ერთ-ერთი პილოტის მიერ გამოგზავნილი ასობით ჩანაწერი, რომელიც 2015-16 წლების პერიოდს მოიცავს, HUB Georgia-ში გაანალიზეს, სადაც დაასკვნეს, რომ ქართული დროშით რეგისტრირებული ხომალდების არც ერთ დარღვევაზე მთავარ მაკონტროლებელ ორგანოს - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, რეაქცია არ ჰქონია.


როგორც ანონიმი წყარო ამტკიცებს, მან დარღვევების შესახებ 2017 წლის დეკემბერში თავადვე აცნობა სააგენტოს ხელმძღვანელს, თუმცა, პასუხი არ მიუღია.


სააგენტოს უფროსის, გურამ ჯალაღონიას, სახელი ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ხმაურიან საქმეს დაუკავშირდა. მათ შორის, არსებობს ეჭვი, რომ უწყების მაღალჩინოსნები საქმიანი შეხვედრების ორგანიზებაში ინვესტორებისგან ფულს ითხოვდნენ.



დასახელებული ავიაკომპანიებიდან, სადაც სავარაუდო დარღვევები იკვეთება, ერთ-ერთი AMS Airlines-ია, რომელიც 4 სატრანსპორტო ეარბასს ამუშავებს.


წყაროს ინფორმაციით, დოკუმენტების წარმოება ორმაგად ხდებოდა - ერთი რეალური იყო, შიდა მოხმარებისთვის, რომ ზედმეტად ნამუშევარი საათები პილოტებისთვის აენაზღაურებინათ, ხოლო მეორე - შეცვლილი დოკუმენტი სააგენტოში მიდიოდა, რომ არავის ზედმეტი კითხვები არ გასჩენოდა.


ავიაკომპანიაში წარმოდგენილ მასალას არ ენდობიან და ამბობენ, რომ ყველა წესის დაცვით მუშაობენ და არც ერთ მფრინავს მათთან ზედმეტი საათი არ უმუშავია.წყარო ამტკიცებს, რომ კონკრეტული მაღალჩინოსნები თბილისში, დუმილის სანაცვლოდ, ფულს იღებენ.


HUB Georgia-ს ინფორმაციით, სავარაუდო შუამავალი წარსულში ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მაღალჩინოსანი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციაში თვლიან, რომ სახეზეა კორუფცია.


უახლოეს დღეებში სავარაუდო დარღვევების შესახებ შეგროვებული დოკუმენტაცია საქართველოს პროკურატურაში გადაიგზავნება.


რუსთავი 2-ის გადაცემა P.S 




“დღეს ფაქტობრივად შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

“დღეს ფაქტობრივად  შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
access_time2021-01-22 16:00:04
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  თითქოს როგორც ინდიელები ჰყავდათ რეზერვაციაში, ასე ვართ  მოქცეული, ოღონდ  იქ  ყველანაირად სოციალურად უზრუნველყოფილები იყვნენ. დღეს  ფაქტობრივად  გაგვწირეს  შიმშილისთვის,...

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე
access_time2021-01-22 13:20:14
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.„ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული, გონივრული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მიერ ნავთობპროდუქტების სექტორში ინიცირებული და განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები უდაოდ არის...

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-22 15:10:00
1-ლი მარტიდან გახსნას აზრი აღარ ექნება, რადგან ბიზნესი ამ დროს უკვე აღარ იარსებებს - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მოქმედებები აბსოლუტურად ალოგიკურია. ,,ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ. დღეს გაირკვა, რომ ამაზე მსჯელობენ და დღეიდან ეს ჩემთვის მავნებლების საბჭოა და მხოლოდ ასე...

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება
access_time2021-01-22 13:50:33
ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ასევე პირბადის გამოყენება და სავაჭრო ცენტრებში დაწესებული მოთხოვნები ძალაში რჩება.„ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის...

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება
access_time2021-01-22 13:15:36
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, პირველი თებერვლიდან მუშაობას განახლებელნ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა...


მსგავსი სიახლეები

up