ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი  ისრაელში ფრენების დაწყებას გეგმავს

ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ისრაელში ფრენების დაწყებას გეგმავს

access_time2020-05-13 11:30:08

„პანდემიამდე ავიაკომპანია Myway რეგულარულ მიმოსვლებს  თელავივის მიმართულებით ასრულებდა, ასევე გვქონდა ჩარტერული რეისები სხვადასხვა ქვეყანაში. ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ტურისტულად საინტერესო ქვეყნებთან აღდგება საჰაერო მიმოსვლა, ამიტომაც იმედს ვიტოვებთ, რომ ისრაელი ამ ჩამონათვალში იქნება, რადგან ამ ქვეყნიდან  ტურისტების შემოდინების საკმაოდ მზარდი სტატისტიკა გვაქვს ბოლო წლებში.“- ამის შესახებ „კომერსანტს“ ავიაკომპანია Myway-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

 

ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი თელავივის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამჯერ ახორციელებდა. პანდემიის გამო შეჩერებული ფრენებით მიყენებული ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. Myway Airlines-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თამარ ქობულაშვილი აცხადებს, რომ მონაცემები ამ ეტაპზე მერყევია, რადგან არის გაუქმებული და ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჯავშნები, შესაბამისად ზარალის დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.  


ფრენების აღდგენის შემდეგ, კომპანია უახლოეს მომავალში ახალი მიმართულებების დამატებას და ტურისტების ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოყვანას გეგმავს, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.


„ფრენების აღდგენის შემდეგ ეტაპად განვიხილავთ ახალი მიმართულებების დამატებასაც. შემუშავებული გვაქვს გეგმა და  როგორც კი გვექნება შესაბამისი ნებართვები, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ საქართველოში ტურისტები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაც ჩამოვიყვანოთ.



რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, ავიაკომპანია მუშაობს ახლი  რეგულაციების დანერგვაზე. ამჟამად ველოდებით საავიაციო ხელისუფლებისგან შესაბამის გაიდლაინებს, რომელთაც გავითვალისწინებთ ავიარეისების შესრულებისას. თუმცა ვიცით, რომ მგზავრებისა და ეკიპაჟისთვის სავალდებულო გახდება ნიღბებისა და დამცავი საშუალებების ტარება (პირბადე, სათვალე / დამცავი ფარი, ხელთათმანი). ყოველი რეისის შესრულების შემდეგ ხომალდს ჩაუტარდება დეზინფექცია.ჩვენ უკვე გვაქვს რთულ პერიოდში ფრენის გამოცდილება, რადგან სამი სპეციალური რეისი შევასრულეთ  საქართველოს მოქალაქეების ჩინეთიდან, ბულგარეთიდან და ავსტრიიდან დასაბრუნებლად.“ - განმარტავს თამარ ქობულაშვილი.


რაც შეეხება ბილეთების ფასის გაძვირების შესახებ საყოველთაო პროგნოზებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია.


„ბილეთების ფასის გაძვირებისა თუ ფასის შენარჩუნების საკითხი კვლევის საგანია და გარკვეული მაშინ იქნება, როცა რეგულაციები დაწესდება, ამ ეტაპზე ნებისმიერი დასკვნა ნაადრევი იქნება. ბუნებრივია, გვინდა რომ ფასი შენარჩუნდეს და მუდმივი მომხმარებელი ჩვენთან დარჩეს. მთავრობის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ხელისუფლება აპირებს სუბსიდიის გამოყოფას ერთერთ ქართულ კერძო კომპანიაზე, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ერთ კოპანიაზე იზრუნებს სახელმწიფო, რადგანაც ქვეყანაში ორი ავიაკომპანია ოპერირებს და იმედია Myway-ც გათვალისწინებული იქნება ამ დახმარების პროგრამაში.“ - აღნიშნა თამარ ქობულაშვილმა.


მარიამ მორგოშია


თეგები:
myway airlines



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up