ქართული ავიაბაზრის ლიდერი Turkish Airlines-ია

ქართული ავიაბაზრის ლიდერი Turkish Airlines-ია

access_time2016-04-30 10:00:36

ქვეყნის ავიაციის ლიდერი კომპანია თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ია, რომელსაც 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ბაზრის 21 %-ი უკავია.


სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, იანვარ-მარტის მონაცემებით, რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით Turkish Airlines-ი საქართველოში ნომერ პირველია. საქართველოს ავიაციის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია ასევე უკრაინული ავიაგადამზიდავი FlyUIA, რომელიც გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 13 %-ს ფლობს. მესამე პოზიციაზე ქართული კომპანია Georgian Airways-ია, რომლის ბაზრის წილიც 9 %-ს შეადგენს.


2016 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Pegasus Airlines-ის წილი 8%-ია. რუსული ავიაკომპანია S7-ის წილი, რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით 7%-ია. ბაზრის 6-6 %-იანი წილს მფლობელები არიან რუსული ავიაგიგანტი Aeroflot-ი და არაბული ავიაკომპანია Flydubai. ბაზრის 4 %-იანი წილის მფლობელია უნგრული, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც საქართველოში მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაფრინავს.



2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ბაზრის 3-3%-ის მფლობელები არიან: Lufthansa, Air Arabia, QatarAirways, Atlasglobal, Belavia, AZAL. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის ავიაბაზრის 11 %-ის მფლობელი ეროვნული ავიაგადამზიდავი, ხოლო 89 %-ს უცხოური ავიაკომპანიები აკონტროლებენ. რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, აქაც გადაყვანილი მგზავრების მიხედვით ლიდერი Turkish Airlines-ია, რომელსაც ბაზრის 20 % უკავია.


თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ავიაკომპანიების „TOP-5“ ასეთია: 1. Turkish Airlines-ი – 20% , 2.FlyUIA- 11%, 3. Georgian Airways-ი – 10%, 4. S7- 8%, 5. Flydubai – 7%.

 

Bpi.ge




„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up