ქართული ატამი და ვაშლატამა ევროპულ ბაზარზე წელს პირველად გავიდა

ქართული ატამი და ვაშლატამა ევროპულ ბაზარზე წელს პირველად გავიდა

access_time2020-08-13 12:55:04

ხილისა და ბოსტნეულის საექსპორტო კომპანია Frutilia-მ ქართული ატამი და ვაშლატამა ევროპულ ბაზარზე გაიტანა.


როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა, ქართული ატამითა და ვაშლატამით დატვირთული, პირველი 20 ტონიანი კონტეინერი უკვე პოლონეთის საზღვარზეა. თუმცა, საქართველოს ფიტოსანიტარული სამსახურის მიერ გაცემულ დოკუმენტებში დაშვებული შეცდომების გამო, პოლონელმა იმპორტიორებმა პროდუქციის მიღება ჯერ ვერ შეძლეს.


კომპანიის მხრიდან დაშვებული უზუსტობები დაუყოვნებლივ გამოსწორდა და ამ ეტაპზე პოლონელი მებაჟეები შესწორებულ დოკუმენტს განიხილავენ.


„წლების განმავლობაში ვცდილობდით ევროპულ ბაზარზე პარტნიორების პოვნას, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ექსპორტზე ვერ გაგვქონდა. ამდენი წლის შემდეგ პირველი ტვირთი უკვე გავიდა. მართალია, 20 ტონა ბევრი არაა, თუმცა ამ ეტაპზე  მთავარი ევროპული ბაზრის ათვისებაა და ცდა არ უნდა შევწყვიტოთ. ჩვენ უკვე მოვამზადეთ მეორე კონტეინერი და პირველი ტვირთის დადასტურების შემდეგ, მზად ვართ მის გასაგზავნად“,- აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.



კომპანიის დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ ქართული პროდუქცია დანიშნულების ადგილამდე დროულად მივა და შექმნილი გაურკვევლობა ექსპორტირებული ხილის ხარისხზე უარყოფითად არ აისახება.


Frutilia-ს საექსპორტო ბაზარზე მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. მიუხედავად 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან  რამდენიმეწლიანი ღრმა და ნაყოფიერი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებისა, ამ დრომდე კომპანიას პროდუქცია ექსპორტზე მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გაჰქონდა. საბოლოოდ, 2020 წელს კომპანიისა და ფაქტობრივად,  ქვეყნის ისტორიაში პირველად ქართული ატამი და ვაშლატამა ევროპულ ბაზარზე, კერძოდ პოლონეთში გავიდა.


წყარო east-fruit.com

მოამზადა ანი ცარციძემ






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up