ქართული ანბანით მოხატული ჭურჭელი პანდემიის დროს ამერიკასა და კანადაში გაიყიდა - რა პოტენციალი აქვს საქართველოში არტ-ბიზნესებს?

ქართული ანბანით მოხატული ჭურჭელი პანდემიის დროს ამერიკასა და კანადაში გაიყიდა - რა პოტენციალი აქვს საქართველოში არტ-ბიზნესებს?

access_time2020-08-19 15:00:42

ჭურჭლის მწარმოებელი კომპანია "საინის" პროდუქცია პანდემიის პერიოდში ამერიკასა და კანადაში ექსპორტზე გავიდა. 


როგორც „კომერსანტთან“  „საინის“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ნინო სლეპჩენკომ აღნიშნა, მიუხედავად იმისა რომ პანდემიის პერიოდში  შოურუმის დროებით დახურვა მოუწიათ და გაყიდვები შეუმცირდათ, პანდემიამ თავისი დადებითი შედეგებიც მოუტანა კომპანიას და ონლაინ-კომერციაზე უფრო სწრაფად გადავიდნენ.


„იმის გამო რომ ყველაფერი შეჩერდა, ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ თავის მხრივ რაღაც პლუსებიც მივიღეთ. დაგეგმილ ონლაინ კომერციის მხარეზე უფრო სწრაფად გადავედით, რომელსაც  ეხლა ძალიან  აქტიურად და სწრაფად ვაკეთებთ. გაიხსნა  ჩვენი  გვერდი საერთაშორისო პლატფორმაზე და  ამჟამად სატზე ვმუშაობთ. 


პანდემიის დროს მოვახერხეთ და კანადაში და აშშ-ში გვქონდა გაყიდვები, ჩვენი  ნივთები განთავსებული იყო სხვადასხვა თემატურ მაღაზიაში და ტოპ 10 სთორში, ასევე  ვაკეში ბერძენიშვილის ქუჩაზე გვაქვს შოუ რუმი, რომელმაც პანდემიის  დასრულების მერე მალევე განაახლა  მუშაობა ეხლა ველოდებით, რომ ონლაინ კომერცია  შემოგვეშველება, რადგან უფრო  მარტივად მოხდება , მისვლის  გარეშე, მიტანის  სერვისით

ძირითადი დაინტერესება  უმეტესწილად არის  აშშ-დან კანადიდან და გერმანიიდან.“  განმარტა ნინო სლეპჩენკომ.


ნინო სლეპჩენკომ  „კომერსანტთან“ ასევე იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელსაც მცირე და არტ ბიზნესები დაფინანსების მოძიებისას აწყდებიან. მისი განცხადებით  მთავარი პრობლემა არის ის, რომ მათზე ცოტა რამეა მორგებული და გამოცხადებულ კონკურსებსა თუ  ტენდერებში კონკურენციას ვერ უწევენ ისეთ პროდუქტებს როგორიცაა ტურისტული ბიზნესი, ხელოვნური ინტელექტი თუ აპლიკაცია


 „არტ და სახელოვნებო ბიზნესების ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ძალიან  ცოტა  რამეა ჩვენზე  მორგებული, კონკურენციას ვერ ვუწევთ ხოლმე  გამოცხადებულ კონკურსებსა თუ ტენდერებში ისეთ პროდუქტებს როგორიც  არის აპლიკაციები , ხელოვნური ინტელექტი თუ ტურისტული ბიზნესი.


ყურადღება  მსგავსი ბიზნესის მიმართ ნაკლებია, თუმცა ეხლა იწყებენ  ცოტა დაფიქრებას და  ხელის  შეწყობას, იმიტომ რომ  ბევრი  არტისტია,  ბევრი  ნიჭიერი დამწყები ბიზნესის მფლობელები არიან და საინტერესო და  გემოვნებიან  ნივთებს ქმნიან და უჭირთ რადგან არც ბანკი ენდობათ, რომ სესხი მისცენ და  ბრუნვის არასასურველი რაოდენობის გამო და შეიძლება აპლიკაცია  ან  სასტუმრო ბიზნესი ერჩივნოთ დასაფინანსებლად,  ვიდრე  ჩვენნაირი.“  აღნიშნავს ნინო სლეპჩენკო. 

კომპანია საინი მომხმარებელს ანბანის ასო-ნიშანთა ორნამენტებით შემკულ, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებულ ფაიფურის ჭურჭელს, კერამიკულ ფილებს,  სამკაულს, სანათებს, სუვენირებს, ინტერიერის საავტორო ნივთებს და ექსკლუზიურ საჩუქრებს სთავაზობს.


ჩვენ ბევრ რამეს ვაწარმოებთ, დიდი ნაწილი მზადდება შეკვეთით და იწყება  ფაიფურის ჭურჭლით, ეს არის ფაიფურის და დეკოლის ტექნოლოგია, რომელიც იშვიათია და საქართველოში თითქმის არ არის, ჩვენ  ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი შემოვიტანოთ და აღვადგინოთ.ეს არის პირველი პროდუქტი რითაც დავიწყეთ შემდგომ უკვე 20 დასახელების პროდუქტს ვაწარმოებთ , ესენი  შეიძლება  იყოს  სასუვენირო  ნივთები, ხის  დაფები, სამზარეულოს  ნივთები,  საავტორო ინტერიერის ნივთები.“  განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი. 


შპს „საინი“ 2015 წელს  ოფიციალურად დარეგისტრირდა და ინვესტიცია დაახლოებით 40 000 ლარს  შეადგენდა.


„ინვესტიცია  ძირითადად  იყო  თვითდაფინანსებით და პატარ-პატარა  ნაბიჯებით. დიზაინერები  ვართ და სხვადასხვა მხრიდან ვახმარდით თანხებს. ერთადერთი რაც იყო creative business cup Georgia კონკურსში  გავიმარჯვეთ და  პირველი  პრიზის  ჯილდო მივიღეთ 5 000 ლარი, შემდეგ კოპენჰაგენში გავემგზავრეთ და გლობალურ ფინალზე.

გარდა ამისა თიბისის ბიზნეს სესხის აღება დაგვჭირდა , შეიძლება ითქვას, რომ 40 000 ლარამდე  ჩავდეთ.“ — აღნიშნავს ნინო სლეპჩენკო. 


კომპანიაში ამ ეტაპზე მუდმივად 5 ადამიანია დასაქმებული , ასევე 3 არტისტი ყავთ რეზერვში და დიდი შეკვეთების დროს შტატგარეშე თანამშრომლებსაც ქირაობენ.

 

 

თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
საინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up