ქართულ ხილ-ბოსტნეულზე ფასი თითქმის განახევრებულია -  “ფრუტილია“

ქართულ ხილ-ბოსტნეულზე ფასი თითქმის განახევრებულია - “ფრუტილია“

access_time2022-08-16 15:00:24

„ხილ-ბოსტნეულის ექსპორტში სხვადასხვა პოზიციების მიხედვით ყველა კუთხით რუსეთი დომინირებს, რაც შეეხება ახალ ბაზრებს ამაზე მხოლოდ  ჩვენ ვერ ვიმუშავებთ, ეს კომპლექსური საკითხია, რომელზეც სახელმწიფომ, ბიზნესმა და მწარმოებლებმა ერთად უნდა იმუშაონ. ასევე დამოკიდებულია პროდუქციის ხარისხზე და სერტიფიცირებაზე“, -  ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თანადამფუძნებელმა და კომპანია  „ფრუტულიას“ დამფუძნებელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა უთხრა.


„ეს საკმაოდ რთული და კომპლექსური საკითხია და მრავალი კომპონენტისგან შედგება, შესაბამისად ეს თემა მალე ვერ დალაგდება. თუმცა ახლა რუსეთის ბაზარზე გარკვეული პრობლემებიც შეიქმნა და შედარებით ნაკლები პროდუქცია გაგვაქვს, რუსული ბაზარი ხილ-ბოსტნეულით უკვე  გაჯერებულია და შესაბამისად ნაკლებად გადამხდელუნარიანია. ამიტომ, სავარაუდოდ,  სამომავლოდ  ექსპორტიორები ამ მდგომარეობას გაითვალისწინებენ და გარკვეული მიმართულებით დივერსიფიკაციაზე იფიქრებენ“, -  აღნიშნა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

 

ბეჟიტაშვილის თქმით,  წინა წლებთან შედარებით ხილ-ბოსტნეულის საექსპორტო ფასი 30%-ით, ზოგ შემთხვევაში კი 50%-ით შემცირებულია.



„წინა წლებთან შედარებით ფასი დაახლოებით 30%-ით თუ მეტით არა შემცირებულია, ზოგადად კლების ტენდენცია შეინიშნება, ბაზარს  ჭარბი პროდუქცია მიეწოდება და მოთხოვნა აღარ არის, შესაბამისად ღია კონკურენციის პირობებში ფასი დავარდა, ჩვენი პროდუქციაც მაღალი ხარისხით არ გამოირჩევა“ - აღნიშნა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

 

ხილ-ბოსტნეულის ექსპორტის ხელშეწყობისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაცია მიმდინარე წლის აპრილში დაფუძნდა.  ასოციაციის ძირითადი მიზანი საქართველოდან ხილის ექსპორტის ხელშეწყობა და თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ ბაზრების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით ერთობლივი მუშაობაა , ასოციაცია 20 წევრ კომპანიას აერთიანებს.

 

 თაკო კვაჭანტირაძე






სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული
access_time2022-09-24 23:00:00
თბილისში კოსტავას 68-ში მდებარე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა მორიგ აუქციონზე იყიდება. მიმდინარე აუქციონზე, რომელიც 30 სექტემბერსაა ჩანიშნული, ობიექტის საწყისი ღირებულება დღგ-ს გარეშე 65 000 000 ლარს, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 76 700 000 ლარს შეადგენს, რომელიც მყიდველს შემდეგი გრაფიკით უნდა გადაიხადოს: 45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში; 20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31...

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა
access_time2022-09-25 11:00:20
აგვისტოს თვეში, ევროპაში ავტომობილების გაყიდვები 4,4%-ით გაიზარდა, რაც 650,305 მანქანას შეადგენს.    ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ASEA) მონაცემებით, ეს პირველი დადებითი შედეგი იყო 13 თვიანი ვარდნის...

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა
access_time2022-09-24 21:01:27
ბელარუსის მინისტრთა საბჭომ ქვეყნიდან ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა, კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა. ამავდროულად, რეზოლუციის მოქმედება არ ვრცელდება ბელარუსის რესპუბლიკის გარეთ ექსპორტირებულ საქონელზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყნებში. ბელარუსიდან დროებითი ექსპორტისთვის აკრძალული საქონლის სიაშია ხორბალი, ჭვავი, ქერი, სიმინდი, ფეტვი, წიწიბურა, შვრია და სხვა...

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა
access_time2022-09-24 18:00:05
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე. ამასთან, კანონი დეზერტირობისთვის, ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის...

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კახა კალაძე

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კახა კალაძე
access_time2022-09-24 17:20:47
საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა, ეს გამოწვეულია ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე მიმდინარე მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოების გამო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რაც შეეხება წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების რეაბილიტაციას, პროცესი ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება. „ეს სამუშაოები დაიწყება მას...


მსგავსი სიახლეები

up