ქართულ-თურქულ ეკონომიკას რყევები არ ემუქრება - გიორგი მუჩაიძე თურქეთის მიმართ ტრამპის მუქარას აფასებს

ქართულ-თურქულ ეკონომიკას რყევები არ ემუქრება - გიორგი მუჩაიძე თურქეთის მიმართ ტრამპის მუქარას აფასებს

access_time2019-10-15 10:00:32

„თურქეთის ეკონომიკის ჩამოშლის მუქარა ტრამპის მხრიდან არ მგონია  სერიოზული სანქციების მაუწყებელი იყოს, შესაბამისად ქართულ-თურქულ ეკონომიკას რყევები არ ემუქრება,“ - ასე აფასებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელვან  ნატოს ორ მოკავშირე ქვეყანას აშშ-სა და თურქეთს შორის ბოლო დროს გაღვივებულ დაპირისპირებას.


ორი დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტი თურქეთს ეკონომიკის ჩამოშლით დაემუქრა, თუკი ანკარა დაშვებულ ზღვარს გადააბიჯებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.


თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჯარების გაყვანის ბრძანებაც გასცა.


ერთ მხარეს დგას თურქეთი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი საქართველოსთვის, ხოლო მეორე მხარეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ.  როგორია საქართველოს როლი ამ მნიშვნელოვან დინამიკაში და რას მოუტანს თურქული ეკონომიკის „ჩამოშლა“ საქართველოს ეკონომიკას?



საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტს გიორგი მუჩაიძეს მიაჩნია, რომ მსგავსი განცხადებები აშშ-ს ლიდერის მხრიდან მწვავე და დამანგრეველ შედეგებს თურქეთის ეკონომიკას ვერ მოუტანს, შესაბამისად, ქართულ-თურქული ეკონომიკური პარტნიორობის ზიანიც ნაკლებ სავარაუდოა.


„ჩემი სუბიექტური აზრით, იმდენად იკვეთება ორმხრივი ინტერესი, თანამშრომლობის და ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნების ინტერესი,  ნაკლებად სავარაუდოა მძაფრ ყოვლისმომცველ სანქციები აშშ-ს მხრიდან. თუ მაინც და მაინც შესაბამის პერსპექტივას განვიხილავთ და სანქციები დაეკისრა თურქეთს აშშ-ს მხრიდან, ეს იქნება სანქციები ტექნოლოგიებზე, სამხედრო ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებული და ა.შ. მითუმეტეს, როდესაც ირანისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებისას იყო გარკვეულწილად ევროკავშირის მხრიდან თანხმობაც და ჩართულობაც საერთაშორისო დონეზე.  თურქეთის შემთხვევაში ევროკავშირის ჩართულობის იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეს ამერიკას. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ არა მგონია ამან სერიოზული გავლენა მოახდინოს ქართულ ეკონომიკაზე, რადგანაც წნეხი თურქულ ეკონომიკას არ ექნება ისეთი, რომ ჩამოიშალოს.


თურქეთისთვის ევროკავშირი მნიშვნელოვანი გასაღების ბაზარია და არამგონია ამერიკამ ისეთი სანქციები  მიიღოს, რომ თურქული პროდუქციის შემტან ქვეყანას თავის ბაზარზე სანქციები დაუწესოს.“- ამბობს  გიორგი მუჩაიძე

 

 მარიამ მორგოშია





საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up