ქართულ ტურიზმს გადარჩენის წელი აქვს-შალვა ალავერდაშვილი

ქართულ ტურიზმს გადარჩენის წელი აქვს-შალვა ალავერდაშვილი

access_time2020-05-08 11:30:47

ტურიზმის სექტორი 2020 წელს ქონების გადახასახდისგან სრულად გათავისუფლდება,  სექტორში მომუშავე კომპანიებს კი საშემოსავლო გადასახადები 9 თვით წლის ბოლომდე გადაუვადდებათ“-ამის შესახებ  ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე განცხადებით, სასტუმრებს, რომელთა ბრუნვა 20 მლნ ლარია სესხის პროცენტის 80%-ს დაუსუბსიდირებს.

 

მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანად მიაჩნია „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელ შალვა ალავერდაშვილს. თუმცა, მისი თქმით, 2020 წელი ტურიზმის გადარჩენის წელი იქნება და შარშანდელთან შედარებით სექტორი 75%-იან წაგებას ნახავს.

 

„ის გადაწყვეტილება რაც მიიღეს, საკმაოდ დადებითია.ფაქტი, რომ ქონების გადასახადისგან განთავისუფლდა ობიექტი, ძალიან კარგია და შვებაა სექტორისთვის.გარდა ამისა, თანადაფინანსება მოხდება სესხის 80%-ით, ესეც ძალიან კარგი ამბავია ტურისზმისთვის.  წლევანდელ წელს დიდი მოლოდინი არ გვაქვს ტურისტების ჭარბი რაოდენობის მიღების. კარგია, რომ მთავარი მესიჯი, თუ როდიდან გაიხსნება საზღვარი და ამოქმედდება სტრატეგიული ობიექტები მივიღეთ. ეს არის  მნიშვნელოვანი,  რადგან უკვე დავიწყებთ მუშაობას საზღვარგარეთის პარტნიორებთან, რომ  სტუმრები მივიღოთ.“-განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

 

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს, რომ ტურისტულად აქტიური წელი არც ქვეყანაში იქნება, რადგან არც  შიდა ტურიზმისთვის განკუთვნილი ფინანსები აქვს მოსახლეობას.


 

„ადგილობრივების აქტიურობასაც არ ველოდებით, რადგან უამრავი ადამიანი დარჩა შემოსავლების გარეშე და მათი უპირატესობა იქნება თავიანთ სოფლებში ან კერძო სექტორში დასვენება, სადაც  ის სეგმენტი გადანაწილდება, რომელიც წელს საზღვარგარეთ მოგზაურობას გეგმავდა.“-აღნიშნა ალავერდაშვილმა.

 

შეგახსენებთ,  რომ ტურიზმის ამოქმედების მეორე ეტაპზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამაც ისაუბრა.


„კონკრეტულად კი  15 ივნისს შიდა ტურიზმისთვის ბაზრის გახსნა მოხდება. ამ დროისათვის, ჩვენ უკვე გვექნება დამუშავებული უსაფრთხო ტურისტული ზონების კონცეფცია და ასევე იმუშავებენ საპილოტე ზონები. 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურისტი უკვე შეძლებს, ესტუმროს საქართველოში მდებარე სასტუმროებს, რომლებიც აღჭურვილი და გადაწყობილი იქნება უსაფრთხოების წესების შესაბამისად“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე. გეგმის წარდგენა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გაიმართა.


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up