ქართულ სოფლებს  ყველაზე მეტად ინტელექტუალური მხარდაჭერა სჭირდება

ქართულ სოფლებს ყველაზე მეტად ინტელექტუალური მხარდაჭერა სჭირდება

access_time2021-10-14 11:00:33

სასურსათო თვითუზრუნველყოფა, ხარისხი და ტექნოლოგიური განვითარება მთავარი პრობლემებია, რაც აგროსექტორის გამოწვევებს შორისაა. ამ ჩამორჩენის მიზეზად სპეციალისტები ინოვაციების სიმცირეს მიიჩნევენ. აჭარის რეგიონში მცხოვრები ექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე სოფლის მეურნეობის საჭიროებებს კარგად იცნობს. ამბობს, რომ  ინტერელექტუალური მხარდაჭერა არსებულ  პრობლემას მნიშვნელოვნად მოაგვარებს. შესაბამისად, აგროექსპერტის მთავარი რეკომენდაციაა,  ევროკავშირის ფინანსური დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ინოვაციების დანერგვას და ტექნოლოგიურ წინსვლას მოხმარდეს.

 

„სოფლებისთვის, ამ შემთხვევაში, აჭარისთვის, მნიშვნელოვანია ინტელექტუალური დახმარება, ყველაზე მეტ დაბრკოლებას ცოდნის დეფიციტი გვიქმნის. ევროკავშირის პროგრამები  აგროსექტორის განვითარებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ამ ეტაპზე სასურველი იქნება, თუკი  დარგის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს მოხმარდება.

ფერმერებს სისტემატურად უნდა უტარდებოდეთ ტრენინგები, რაც  მათ საქმიანობაზე  დადებითად აისახება.  ამიტომ თუ რეალურად დაინტერესდებიან, სარგებელს მიიღებენ.  ევროკავშირის  საქმიანობა ამ მიმართულებით კარგია, თუმცა ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა, საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს. ჩვენ არაერთი შემთხვევა გვაქვს, როცა პროექტის დაფინანსება დასრულდა და მისი არსებობაც მალე შეწყდა, რადგან შესაბამისი განათლება არ იყო, ამიტომ ვამბობ ასე დაჟინებით, რომ სწავლებაში ჩადებული თანხა  უფრო მეტ შედეგს გამოიღებს“, - ამბობს აროშიძე.



მისი თქმით, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს ამა თუ იმ სოფლის საჭიროებებს და ადგილობრივ თვითმმართველობებთან კომუნიკაცია გაძლიერდეს.

 


აგროექსპერტის შეფასებით, მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა, როგორიცაა ისრაელი, ჰოლანდია, გერმანია და აშშ, დიდ წარმატებას მიაღწიეს სწორედ ტექნოლოგიური განვითარებით, რაც საქართველოსთვის ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.




„სოფლის მეურნეობაში ინოვაციები ახალი თემა არ არის, მაგრამ მთავარია საქართველოს ეკონომიკა მთლიანად ინოვაციური ხაზით წავიდეს, მათ შორის სოფლის მეურნეობა. 30 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით ტექნოლოგიურად ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა. დარგი ისევ ძველი ტექნოლოგიებით ვითარდება. ზუსტად ისე ხდება მიწის დამუშავება, მოსავლის მიღება და შემდეგში გადამუშავება, როგორც ვთქვათ, 40 წლის წინ ხდებოდა. ამ დროს აგრარული სფერო გაცილებით წინ წავიდა ინოვაციების თვალსაზრისით მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. გერმანია რომ ავიღოთ, აშშ, ჰოლანდია და კანადა, მათ ამ გამოწვევას კარგად გაართვეს თავი სწორედ ინოვაციური პროექტების მხარდაჭერით. ამას თუ მივაღწევთ, არსებული პრობლემის დაძლევა არ გაგვიჭირდება. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ  სწორედ ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მიმართულებით, ნებისმიერი ევროპული ქვეყანა ამ მხრივ ძალიან წინ წავიდა. ისრაელი ამ თვალსაზრისით, 50 წლის წინაც შორს იყო და, მით უმეტეს ახლა, მაღალ დონეზე დგას. დარგი მეცნიერულად ვითარდება, საქართველოში კი მოსავლიანობას მიწის ხარისხის მიხედვით ვზომავთ, რაც არასწორი მიდგომაა. რეალურად თუ განვითარდება დარგი, სახელმწიფოს დიდი სარგებელს მოუტანს, თორემ ფული იხარჯება, 2 მილიარდზე მეტია სუბსიდირების ხარჯი და შედეგი რეალურად არ არის. ამის მიზია ის, რომ დღესაც ტრადიციული გაგებით ვითარდება დარგი, რასაც ჩვენი მამა-პაპანი აკეთებდნენ“, - აცხადებს პაატა აროშიძე. 



შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის ფარგლებში 40 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება, - ამის შესახებ მთავრობის 12 ოქტომბრის სხდომის შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.



მისი თქმით, 2021-22 წლებში 20 მილიონი ლარის მიმართვა მოხდება სოფლის განვითარების სააგენტოში.



პროგრამა ითვალისწინებს როგორც ახალი საწარმოების შექმნას, ასევე არსებული საწარმოების განვითარებას, მოდერნიზაციას, გაფართოებას.



ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით,  დაფინანსების ფარგლებში შესაძლებელი იქნება მანქანა-დანადგარების, ინვენტარის შეძენა, შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების დაფინანსება და განხორციელება და ა.შ. 


მარი ჩიტაია





თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს
access_time2021-10-16 18:00:12
პანდემიის პირველმა წელმა იტალია და, მათ შორის, ვენეცია, უცხოელი ტურისტების გარეშე დატოვა. დღეს ვიზიტორები ბრუნდებიან. რა თქმა უნდა, მასშტაბები ჯერ ისეთი არაა, როგორც 2019 წელს. უქმეებზე ვენეცია ტურისტებით სავსეა, მაგრამ სამუშაო დღეებში ქალაქში შედარებითი სიმშვიდეა. ბოლო მონაცემებით ვენეციაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელი პერიოდის 60%-ს მიაღწია, თუმცა, ვიზიტორების სტრუქტურა შეიცვალა. უცხოელების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 70%-ით შემცირდა, მაგრამ ამავე დროს იტალიელების 50%-ით...

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა
access_time2021-10-16 10:00:43
ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული ახალი სახეობის გაყინული ფოთლების ჩაი უკვე გაყიდვაშია, მისი შეძენა კი მომხმარებელს გუდვილის (საბურთალოს და დიღმის) ჰიპერმარკეტებში...

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს
access_time2021-10-16 16:00:04
ქართველი დიზაინერი, ავთანდილ ცქვიტინიძე ავეჯის დიზაინით დაინტერესდა. როგორც სამოდელო სახლ „ავთანდილის“ დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, ის ჯერჯერობით ძიებაშია და სამომავლო გეგმებზე დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მისმა გატაცებამ მომავალში...

რა რისკებს შეიცავს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები

რა რისკებს შეიცავს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები
access_time2021-10-16 14:00:40
ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტები,...


მსგავსი სიახლეები

up