ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ყაზახური კომპანიის შემოსვლამ, შესაძლოა, დაზღვევის ფასები შეამციროს

ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ყაზახური კომპანიის შემოსვლამ, შესაძლოა, დაზღვევის ფასები შეამციროს

person access_time2016-05-07 10:05:16

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე შესაძლოა ახალი კომპანია შემოვიდეს. საქართველოში საკუთარი კომპანიის გახსნის გეგმები ყაზახურ „ენ ეს კას" აქვს. რას შეცვლის ყაზახეთის ერთერთი მსხვილი კომპანიის ქართულ სადაზღვევო ბაზარზე შემოსვლა? ამ თემაზე „კომერსანტს“ სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი ესაუბრა.


მისი თქმით, საქართველოში ბოლო პერიოდში დაზღვევის არცერთი კომპანია არ შემოსულა, ბოლოს ახალი კომპანია „კოპენბურის“ სახით ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. ამიტომ, ექსპერტის შეფასებით ეს კარგი პრეცედენტი იქნება, რადგან უფრო მეტად გაიზრდება კონკურენცია, ამაღლდება სადაზღვევო პროდუქტების ხარისხი.


გიგოლაშვილის თქმით, საბოლოო ჯამში მომხმარებელი დარჩება მოგებული, რადგან მიიღებს დაბალ ფასს და მაღალ ხარისხს.


გიორგი გიგოლაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია რა მიმართულებებზე იქნება ორიენტირებული კომპანია. 

 

„საინტერესოა იქნება, ეს იქნება კლასიკური პროდუქტები თუ ინოვაციური პროდუქტები. როგორც ვიცი, გეგმავენ ონლაინ გაყიდვების მიმართულებით გააქტიურებას. საქართველოში სადაზღვევო კომპანიების დიდ ნაწილს აქვს თავისი ვებ-გვერდი, სადაც შესაძლებელია დაიანგარიშო რა ეღირება დაზღვევა, გამოიძახო აგენტი, თუმცა, პოლისის ყიდვა ამ საშუალებით მასობრივად არ ხდება. საქართველოში დაზღვევაზე ისედაც არ დგას რიგები და ახლა ადამიანი ოფისში იჯდეს და ონლაინ იყიდოს პროდუქტი, ნაკლებად მგონია. არ ვიცი ეს რამდენად იმუშავებს,"-აცხადებს გიგოლაშვილი.


მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ყაზახური სადაზღვევო კომპანია აგროდაზღვევის მიმართულებითაც დაინტერესდეს. თუმცა, გიგოლაშვილისთვის უცნობია როგორ და რა პირობებით გადაწყვეტს კომპანია ამ მიმართულებაში ჩართვას. „რადგან ისინი ბაზარზე შემოდიან, აქვთ ორი ვარიანტი, ან ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამაში ან თავად, დამოუკიდებლად დაიწყონ აგროსექტორში ჩართული იმ პირების ძებნა, ვისაც ენდომება სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად თავისი ფული გადაიხადოს. ეს საკითხი კი რთულია. სახელმწიფო დაზღვევა გვალვას არ ანაზღაურებს, შეიძლება ამ კომპანიამ შეიტანოს გვალვის დაზღვევის რისკი, ან მეცხოველოების დაზღვევა შეიტანოს პოლისში. ყველა შემთხვევაში ეს კონკურენციას გაზრდის და ბაზარზე დადებითად აისახება"-აცხადებს გიგოლაშვილი.


შეგახსენებთ, ყაზახური სადაზღვევო კომპანია „ენ ეს კა" საქართველოში საკუთარი კომპანიის დაარსებას გეგმავს. ამის შესახებ ყაზახურ მედიას კომპანიის მმართველობის თავმჯდომარემ ტლეკ ალჟანოვმა განუცხადა.


მისი შეფასებით, მსოფლიო სადაზღვევო ინდუსტრიის მთავარი ტრენდია ონლაინ-პოლისები. მეორე ტრენდად ის  აგროსექტორში სავალდებულო ინდექსირებულ დაზღვევას ასახელებს, მესამედ კი კატასტროფული რისკების შესახებ კანონის მიღებას.


სადაზღვევო კომპანია „ენ ეს კა" 1996 წელს შეიქმნა და დღეისათვის ყაზახეთის ერთერთ უმსხვილეს მზღვეველს წარმოადგენს.

 

ქართულ ბაზარზე კი დღეისათვის 14 სადაზღვევო კომპანიაა წარმოდგენილი.


 




ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს
access_time2020-05-30 17:00:54
გლობალურმა პანდემიამ მსოფლიოს დიდ ნაწილში მასშტაბური ნეგატიური ცვლილებები გამოიწვია, თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარეც. პანდემიის გამო, 2020 წლის Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის ახალი178 წევრიდან ნაწილმა დიდი სარგებელი ნახა. მათ შორის არიან: ლარი სიანდონ ჩენი ქონება: $4.5 მილიარდი ქვეყანა: ჩინეთი ლარი ჩენი GSX Techedu-ის დამფუძნებელი და...

"თვეში 200-ლარიან დახმარებას ვერ აიღებს პირი,ვისაც დამსაქმებელმა ანაზღაურება აპრილში ან მაისში ჩაურიცხა"-როგორ გაიცემა ფულადი დახმარებები

access_time2020-05-30 14:00:19
ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია მწვავედ აკრიტიკებს - უმუშევრად დარჩენილებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის მიზერულმა (200-300 ლარიანი) თანხებმაც უსაშველოდ დაიგვიანაო. დავა გაგრძელდა 29 მაისსაც, როცა ოპოზიციის მიერ დაბარებული პრემიერი პარლამენტში მივიდა. სწორედ 29 მაისს დაანონსდა - თვითდასაქმებულებისთვის 300-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დაიწყოო. ვინ მიიღო, ვინ არ მიიღო და ვინ საერთოდ ვერ მიიღებს? რა ეტაპზეა ფულადი დახმარებების...

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა
access_time2020-05-30 13:00:33
ფრანგ მეცნიერთა ერთი მცირე ჯგუფის ჰიპოთეზა, თითქოს თამბაქოს მოწევა შეიძლება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავდეს, მალევე გაბათილდა. მას თავისთავად ბევრი ლიმიტი გააჩნდა და კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა, ამ საკითხზე არცერთ სხვა კვლევას, ან პუბლიკაციას, რომელიც...


მსგავსი სიახლეები

up