„ქართულ რეალობაში კომპანიის მმართველი და მფლობელი არ არის გამიჯნული“- „გრანთ თორთონი“

„ქართულ რეალობაში კომპანიის მმართველი და მფლობელი არ არის გამიჯნული“- „გრანთ თორთონი“

access_time2020-06-12 10:30:11

როგორია აუდიტორული საქმიანობის სპეციფიკა და რა უნდა გაითვალისწინონ კომპანიებმა სანამ აუდიტს ჩაატარებენ - რადიო „კომერსანტის“ და აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონის“ ერთობლივ გადაცემაში ჩემი აუდიტორი „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ ისაუბრა. მისი თქმით, კრიზისის პერიოდში კომპანიების მომართვიანობა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა.


„ამ კრიზისს,რომ ეკონომიკისთვის უარყოფითი გავლენა აქვს, ნათელია. რაც შეეხება, ჩვენს კლიენტებს, ძალიან მნიშვნელოვან შემცირებას ვერ ვხედავთ ამ მომენტისთვის. ჯერჯერობით ინერციით მიდის ზოგიერთი საქმიანობა და ბიზნესი. მიუხედავად იმისა,რომ იწყება ეკონომიკის აღდგენა, მგონია რომ შემოდგომა რთული იქნება. თუ უცბად არ აღმოვაჩენთ,რომ ვაქცინა გვაქვს.პირველი ივლისი ლოგიკური და კარგი თარიღი მგონია, უფრო ადრე რისკიანი იქნებოდა საზღვრების გახსნა, ხოლო უფრო გვიან, ზედმეტი თავშეკავება.


ჩვენი კომპანია 9 მარტის შემდეგ გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. პრობლემები სამუშაოს შესრულებისას არ გვქონია, ერთადერთი რისკი შეიძლება ყოფილიყო კომპანიის მართვასთან და სამუშაოს ორგაინზებასთან დაკავშირებული პრობლემები. გამოცდილებამ აჩვენა,რომ როგორც მინიმუმ არანაკლებ ეფექტურად მუშაობენ და ზოგ შემთხვევაში უფრო მეტად ეფექტურადაც,“
-აღნიშნავს ვახტანგ ცაბაძე.


მან გადაცემის მიმდინარეობისას ასევე ისაუბრა აუდიტის საჭიროების მნიშვნელობასა და იმ ეტაპებზე,რომლებიც კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ,სანამ აუდიტორულ კომპანიასთან თანამშრომლობას დაიწყებენ.


„აუდიტის საჭიროება მაშინ ჩნდება,როცა ბიზესის მფლობელი და მმართველი არიან სხვადასხვა და მფლობელს სჭირდება მესამე დამოუკიდებელი მხარე,რომელიც ეტყვის სწორად მართავენ თუ არა ბიზნესს დირექტორები. ქართულ რეალობაში კომპანიის მმართველი და მფლობელი არ არის გამიჯნული, ძირითადად, მფლობელები მართავენ ხოლმე კომპანიებს. ამ შემთხვევაში აუდიტის ბუნებრივი მოთხოვნა ნაკლებად ჩნდება. მიუხედავად იმისა,რომ აუდიტი შეიძლება ჩანდეს,როგორც თავს ზედმეტად მოხვეული, მისგან სარგებელს მაინც მივიღებთ, თუ სწორად გავითავისებთ აუდიტის მიზანს.



აუდიტირების ჩატარების სწორად დაგეგმვისთვის მნიშვნელოვანია,რომ აუდიტორის შერჩევა მოხდეს აუდიტირებადი წლის ბოლომდე და არა შემდეგ, იმიტომ,რომ აუდიტორები ვერ ასწრებენ წლის ბოლომდე საქმიანობას და შესაბამისად, აზრს ვერ გამოთქვამენ იმის შესახებ,თუ რამდენად სრულად და სწორად იყო მარაგები ასახული. ეს რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს აუდიტის დასკვნის ფორმაზე. ამასთანავე, ფინანსური კუთხითაც შეგვიძლია შევხედოთ ამ პროცესს, თუ ადრე მივმართავთ აუდიტორს, მასე ექნება უფრო მეტი საშუალება თავის გრაფიკში გაითვალისწინოს ჩვენი პროექტი და უკეთესი ფასიც შემოგვთავაზოს, ვიდრე მაშინ,როცა გადატვირთული იქნება.




მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ კომპანიის რეპუტაცია, ამისთვის მსოფლიო დონის რეიტინგები არსებობს; მეორე საგულისხმო საკითხია აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის ზედამხედველობის სამსახურის ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია,სადაც აუდიტის კომპანიები ხარისხის კონტროლის შედეგების მიხედვით არის რანჟირებული; ასევე მნიშვნელოვანია უშუალო შეხვედრები აუდიტორებთან, იმ გუნდის გაცნობა,ვინც განსაზღვრულია თქვენს პროექტზე სამუშაოდ, მათი გამოცდილებების გადახედვა და პროფესიული რეპუტაციის გაცნობა.


წინასწარ შეხვედრის საკითხი საინტერესოა იმ კონტექსტშიც,როცა გვინდა გავიგოთ,ხომ არ ფიქრობს აუდიტორი,რომ ჩვენს ფინანსურ ანგარიშგებაში არის ისეთი მუხლები,რაზეც თავიდანვე ცნობილია,რომ შენიშვნა ექნება აუდიტორს. აუდიტი არ არის 100%-იანი გარანტი იმისა,რომ ფინანსური ანგარიშგება სწორია ან არასწორი. არსებობს რისკები,რაც დამოკიდებულია ადამიანურ შეცდომებზე, აუდიტის გუნდშიც ადამიანები არიან და მათაც შეიძლება რაღაც გაეპაროთ; მეორე მომენტი დაკავშირებულია დროსთან. 100%-ით სიზუსტით დასკვნის გამოტანა გულისხმობს 100% სიზუსტით ყველაფრის ნახვას. რასაც წარმოუდგენელი დრო სჭირდება და აუდიტის ღირებულებაც გამომდინარეობს იმ დროიდან,რასაც ის ხარჯავს.


ასევე,არცერთი აუდიტი არ ტარდება იმ მიზნით,რომ ფინანსური ანგარიშგება ასახული იყოს ერთ თეთრამდე სიზუსტით. როცა ასობით მილიონიანი კომპანიის ანგარიშგებას ამოწმებ, იქ არც არის საინტერესო სამი თეთრის ან ლარის შეცდომა. შესაბამისად, არსებითია ინფორმაცია,რომელიც სავარაუდოა,რომ გავლენას მოახდენს ფინანსური ანგარიშგების წამკითხველის ეკონომიკურ გადაწყვეტილებაზე. ამიტომ აუდიცი ისე იგეგმება,რომ ყურადღება გამახვილდეს არსებით საკითხებზე.


აუდიტის ფინანსურ ანგარიშგებაში შეცდომა შეიძლება იყოს განპირობებული ორი მიზეზით, ერთი ეს არის უნებლიე შეცდომა ან ცოდნის ნაკლებობით გამოწვეული, ხოლო მეორე უზუსტობაა, რისი მიზეციც შეიძლება იყოს თაღლითობა. აუდიტს მოეთხოვება,რომ თაღლითობით გამოწვეული უზუსტობა აღმოაჩინოს და გაამახვილოს ყურადღება. საინტერესოა ასევე მენეჯმენტის წერილი,რომელიც სასარგებლოა და აღნიშნავს მემორანდუმს, ანგარიშს,სადაც აღნიშნულია კომპანიის შიდა კონტროლის სისტემაში არსებული სისუსტეები. აუდიტორს შეიძლება შეხვდეს პროცესში გარკვეული ხარვეზები და აქედან გამომდინარე და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჰქონდეთ რეკომენდაციები,“- აღნიშნავს ვახტანგ ცაბაძე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up