ქართულ პროდუქტზე არნახული მოთხოვნაა

ქართულ პროდუქტზე არნახული მოთხოვნაა

access_time2021-09-03 10:00:31

პანდემიისგან შესუსტებული ეკონომიკის აღდგენის პროცესში ექსპორტი, შეიძლება ითქვას, მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებს. მარტო სოფლის მეურნეობაში წელს 1,2 მილიარდი დოლარის ექსპორტი დაიგეგმა, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია.


სოფლის მეურნეობის ექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე ,,კომერსანტთან“ განმარტავს, რომ პანდემიურ პერიოდში მწარმოებელი ქვეყნების ნაწილმა უარი თქვა პროდუქციის დიდი რაოდენობით გატანაზე, რამაც რიგ ბაზრებზე დეფიციტი შექმნა.


იმისთვის, რომ საქართველომ ეს შესაძლებლობა კარგად გამოიყენოს, ერთ-ერთი მთავარი პირობაა უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა, რასაც აროშიძე ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევს.


,,სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნა ქმნის შესაძლებლობას, რომ ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზოთ ბაზრებს, მაგრამ მთავარია, მიწოდებაში წყვეტა არ გქონდეს. ჩვენთვის ეს ჯერჯერობით რთულია, რადგან წარმოება მცირეა და მოთხოვნას ვერ უზრუნველვყოფთ. ამ მხრივ თუ შევძლებთ პრობლემის მოგვარებას, დიდ სარგებელს მივიღებთ, მაგრამ ეს ტენდენცია ჯერჯერობით არ იკვეთება. ჯერჯერობით არსებული ვითარება კი არ იძლევა იმედს, რომ იმპორტის კლების შესაძლებლობა გვქონდეს ადგილობრივი წარმოების ხარჯზე. მართალია, იმპორტი იკლებს, მაგრამ ამას განაპირობებს სხვა ფაქტორი, მთავარი მოთხოვნის შემცირებაა, რაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის კლებას უკავშირდება. ჩვენ წარმოებაში დიდი პრობლემა გვაქვს, სხვა პროდუქტებზე რომ არაფერი ვთქვათ, საქართველო ყურძნის ქვეყანაა, მაგრამ სუფრის ყურძენი არ გვაქვს საკმარისი რაოდენობით და შემოდის. სოფლის მეურნეობის განვითარება ნიშნავს, რომ წლის ყველა პერიოდში გვქონდეს პროდუქცია - სეზონური და სასათბურე. ტრადიციული შემთხვევაა საახალწლოდ, როცა არასეზონურ პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება, ადგილობრივი წარმოება უცხოურს უთმობს ადგილს, რაც ცუდია. ამიტომ, დიდი რაოდენობით უნდა ვაწარმოოთ პროდუქცია და სასათბურე მეურნეობები დავიხმაროთ“, - აცხადებს პაატა აროშიძე.


მეცნიერი ექსპორტის ზრდის ერთ-ერთ გარემოებას კაკლოვანი კულტურების მაღალ მოსავლიანობას და ხარისხს მიიჩნევს, რამაც, მისი თქმით, გლობალურ ბაზრებზეც მიიქცია ყურადღება.



,,თხილისა და კაკლოვანი კულტურების ექსპორტი ყოველთვის მეტნაკლებად მაღალ დონეზე იყო და წელს დაემატა საზამთროს ექსპორტი, პროდუქტი ძირითადად ახლომდებარე ბაზრებზე გადის. გარდა კაკლოვანი კულტურებისა, დიდ იმედს იძლევა ღვინის წარმოება და ციტრუსები, რომელიც მოთხოვნადი პროდუქციაა ქვეყნის გარეთ და ხარისხითაც იქცევს ყურადღებას. ცხადია, ექსპორტის ზრდა არ ნიშნავს, რომ ჩვენს მოთხოვნას ვიკმაყოფილებთ და სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით სერიოზული გამოწვევებია. აგრარული პროდუქტის ექსპორტიც და იმპორტიც ხორციელდება, თუმცა სურსათით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი მაინც დაბალია“, - ამბობს აროშიძე.


ქართულ პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნა გაცილებით მაღალმომგებიანი იქნებოდა ქვეყნისთვის, რომ მზა ნედლეული არ გადიოდეს და ყურადღება გადამამუშავებელი მრეწველობისთვის დაეთმოთ. ასე ფიქრობს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე, რომლის შეფასებითაც, მეტი შედეგი მიიღწევა, ადგილზე რომ მოხდეს გადამუშავება და ნედლეული არ გავიდეს, რაც შრომის ბაზარს დაეტყობა და ეკონომიკურ ზრდასაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს.


,,მდგომარეობა რომ რეალურად გაუმჯობესდეს, უნდა განვავითაროთ ადგილობრივი მრეწველობა, რომ საქართველოშივე მოხდეს გადამუშავება, როგორც პროდუქტის, ასევე ხე-ტყის შემთხვევაში. ცხადია, უფრო მეტი ხილი და ბოსტნეული უნდა გადამუშავდეს და მზა სახით გავიდეს ქვეყნიდან, ასევე უნდა დაიტვირთოს მეტალურგიული საწარმო და პროდუქცია აქვე დამზადდეს. ამის გარეშე ვერც ეკონომიკას დავქოქავთ და ვერც სამუშაო ადგილებს გავზრდით მნიშვნელოვნად, ერთიც და მეორეც სწორედ რეალური სექტორის განვითარებით მიიღწევა“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ ავთო სილაგაძე.


ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის ექსპორტი წელს $1,2 მლრდ იქნება, ხოლო 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი $3 მლრდ–ს მიაღწევს.


საექსპორტო ბაზრებზე საქართველოს მიღწევები დასტურდება ოფიციალური სტატისტიკითაც, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის ივლისში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 42.4 პროცენტით გაიზარდა.


აღნიშნულ პერიოდში ძირითადი საექსპორტო ქვეყნები იყო: ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი და აშშ. ჯამურად, 7 ძირითადი სავაჭრო პარტნიორის წილმა მთლიანი ექსპორტის 69% შეადგინა.

მარი ჩიტაია


თეგები:
ექსპორტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up