2019 წელს ქართულ პორტებს საკონტეინერო ტვირთბრუნვა 42.7%-ით გაეზარდა.ოფიციალური მონაცემებით, ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებმა 647,812 TEU კონტეინერი გადაამუშავეს.
ფოთის პორტმა გადაამუშავა 531,731 TEU, ზრდა +46.1% იყო, ბათუმის პორტში 29%-იანი ზრდა დაფიქსირდა, სულ ბათუმში 116,081 TEU კონტეინერი მიიღეს.
"ორივე პორტმა გადაამუშავა 167,795 TEU-თი მეტი ვიდრე 2018 წელს. ორივე პორტმა გაატარა კონტეინერების რეკორდული რაოდენობა, მათი გამტარუნარიანობა არის 650,000 TEU. გამტარუნარიანობის უტილიზაცია კი 99.6% შესაბამისად, ვერ შეძლებენ დააკმაყოფილონ ბაზრის მოთხოვნა 2020 წელს. ანაკლიის პორტი უნდა გაშვებულიყო 2020 წელს, - წერს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ფინანსური დირექტორი გიორგი ჩუგოშივილი Facebook-ში თავის გვერდზე.
gbc.ge