„ქართულ ოცნებაში“ ერთმანეთს ეჯიბრებიან ვიღაცისთვის თავის მოწონებაში“

„ქართულ ოცნებაში“ ერთმანეთს ეჯიბრებიან ვიღაცისთვის თავის მოწონებაში“

access_time2017-03-20 09:45:12

უკვე გადაწყვეტილია, რომ 7 აპრილს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება და, მართალია, "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "კონკრეტული შეტევა დაგეგმილი არ არის", მაგრამ ემზადებიან, საკონსტიტუციო ცვლილებების თემასა და პრეზიდენტის თუ მისი ადმინისტრაციის მხრიდან "დაპირისპირების პროვოცირებაზე" ისაუბრონ და გააკრიტიკონ ქვეყნის პირველი პირი. ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, მივლენ თუ არა მინისტრები პრეზიდენტის მოსასმენად პარლამენტში და ამით ღარიბაშვილის პრემიერობისას დაწესებულ ერთგვარ ბოიკოტს გააგრძელებენ თუ არა, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ არ დაირღვევა ფორმატი და, ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, დებატები არ შედგება, რაც ანალიტიკოსებშიც კი დიდ უკმაყოფილებას იწვევს.


პოლიტოლოგების თქმით, ასევე, დიდი ალბათობით, არ დაირღვევა ის ტრადიცია, რომ ვნახავთ პრეზიდენტის კრიტიკულ გამოსვლას და "ქართული ოცნების" დესტრუქციულ შეპასუხებას. გაჯიბრებას იმაზე, ვინ უფრო ხმამაღლა გააკრიტიკებს მარგველაშვილს და ამით თავს მოაწონებს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს. უკვე გაცხადდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო გამოსვლა 7 აპრილს გაიმართება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მარგველაშვილი საპარლამენტო გამოსვლაში საქართველოს მოსახლეობისათვის ყველა საჭირბოროტო თემას შეეხება; მათ შორის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალურ საკითხებს, უსაფრთხოებასა და საგარეო ურთიერთობის, ასევე მედიისა და სასამართლოს თემებს და ამ თემების გათვალისწინებით უკვე ნათელია, რომ გამოსვლა კრიტიკული იქნება. მარგველაშვილის კრიტიკას ელოდებიან "ქართულ ოცნებაშიც" და შესაბამისადაც აპირებენ პასუხის გაცემას.


როგორც "ქართული ოცნების" წევრი აკაკი ზოიძე ამბობს, პრობლემაა ის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან დაპირისპირება ხდება, თუნდაც ახლა კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებით და ამაზე მისი გუნდის წევრები ისაუბრებენ. "ვისურვებდი, უფრო მეტი თანამშრომლობა ყოფილიყო სახელისუფლებო შტოებს შორის და, შესაბამისად, ის მდგომარეობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოიხატება რაღაც დაპირისპირებით, რაშიც, ჩემი აზრით, ლომის წილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიუძღვის, ცოტა არ იყოს, არ მომწონს და უკეთეს თანამშრომლობას ვისურვებდი. თუმცა ამაზე საუბარს მე არ ვაპირებ, ამაზე ჩვენგან სხვები ისაუბრებენ", - აღნიშნავს ზოიძე.

 

ნუკრი ქანთარიას თქმით, არ იგეგმება "რაიმე კონკრეტული შეტევა" და მარგველაშვილის "ქარცეცხლში გატარება". ერთადერთი შეიძლება იკითხონ, საკონსტიტუციო კომისიაზე რატომ არ ესწრებიან პრეზიდენტის წარმომადგენლები და რა საჭირო იყო მოსახლეობასთან განხილვის ახლა წამოწყება, როდესაც ჯერ კონსტიტუციის პროექტი მზად არ არის. ქანთარიას მოლოდინი აქვს, რომ მარგველაშვილი კრიტიკულ განცხადებებს გააკეთებს და საპასუხო კომენტარებიც ამის შესაბამისი იქნება. "ვნახოთ, რას იტყვის და ამის შემდეგ იქნება ჩვენგან კომენტარებიც. შეიძლება გარკვეული კომენტარები შემდეგ გავაკეთოთ, იმის მიხედვით, სათქმელს როგორ ჩამოაყალიბებს, რა ასპექტებს შეეხება, რამდენად საფუძვლიანი და ნორმალური იქნება მისი გამოსვლა. არ მგონია, რომ რაიმე კონკრეტული შეტევა უნდა განვახორციელოთ. ერთადერთი, შეიძლება ვიკითხოთ, საკონსტიტუციო კომისიაზე რატომ არ ესწრებიან მისი წარმომადგენლები. არ ჯობდა, იქ ყოფილიყო განხილვა, ვიდრე ცალკე, პარალელურ რეჟიმში შეხვედრების დაგეგმვა და კონსტიტუციის ასე ცალკე განხილვა?" - აღნიშნავს ქანთარია, რომელსაც მიაჩნია, რომ მარგველაშვილმა ხალხში კონსტიტუციაზე განხილვის დაწყებით წინასწარი პიარკამპანია წამოიწყო, ამით ამოწმებს, დააყენოს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა და ამიტომ კონსტიტუციის განხილვას სჯობდა, "ბარემ დაერქმია თავისი სახელი.

 

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას "ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტი გიორგი მარგველაშვილს ბოიკოტს უცხადებდა და მისი ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტში არ მიდიოდა. როგორც "ოცნებაში" მაშინ ერთხმად აცხადებდნენ, მარგველაშვილი მთავრობის მეთაური არ არის და ამიტომ მთავრობამ მას რატომ უნდა მოუსმინოს. 2015 წელს მარგველაშვილის ანგარიშის მეორე დღეს ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის მიმართ აღშფოთება არ დამალა და განაცხადა, რომ "ჩვენ მოსახლეობამ არ აგვირჩია იმისთვის, რომ მოისმინოს პრეზიდენტის კრიტიკა მთავრობისადმი". მას პრეზიდენტის კრიტიკაში მხარი სხვა მინისტრებმაც აუბეს. 2016 წლის ანგარიშისას პრემიერი უკვე გიორგი კვირიკაშვილი იყო და მაშინ მინისტრები პარლამენტში მივიდნენ, ისე, რომ არავის გახსენებია არგუმენტი, რომ მარგველაშვილი მთავრობის მეთაური არ იყო... პოლიტოლოგები მთავრობის წევრებისგან რაიმე დესტრუქციულ კრიტიკას არ ელიან, მაგრამ ელიან პარლამენტარებისგან, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მისამართით მუქარანარევ კომენტარებსაც კი აკეთებს.

 

„ორი სცენარია. შეიძლება "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტოს, რომ იგნორი გაუკეთოს პრეზიდენტს და მისი გამოსვლის შემდეგ დებატებში არავინ შევიდეს. თუმცა, არის მეორე სცენარიც, რომ გამოვლენ კრიტიკით და ერთმანეთს შეეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტ ოპონირებას გაუწევს ქვეყნის მეთაურს, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის პირდაპირ წესთან დაკავშირებით, მათ შორის რატომ ხვდება პრეზიდენტი მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, როდესაც არსებობს კომისია და კიდევ ბევრ სხვა საკითხზე", - აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე.

 

„ქართულ ოცნებაში", როგორც წესი, ერთმანეთს ეჯიბრებიან ვიღაცისთვის თავის მოწონებაში - ვინ უფრო ხმამაღლა გალანძღავს პრეზიდენტს. ასე ხდებოდა ადრეც და არ ვისურვებდი, რომ ახლაც ასე განმეორდეს, თუმცა მოლოდინი მაქვს. ღარიბაშვილისგან განსხვავებით, გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის მიმართ კონფრონტაციული არ იქნება. შესაძლოა ურთიერთკრიტიკა იყოს, მაგრამ აგრესიული არანაირად. მაგრამ შემაშფოთებელია პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენლის, ძალიან გათამამებული თინეიჯერის ლექსიკა ამ ბოლო პერიოდში პრეზიდენტის მისამართით", - აღნიშნავს "საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" დამფუძნებელი გია ხუხაშვილი.


„ამიტომაც ზოგიერთი პარლამენტარის მხრიდან, "ახალი პოლიტიკური ელიტის" მხრიდან შესაძლებელია, რაღაც დესტრუქციული გამოსვლა მოვისმინოთ. თუმცა პრეზიდენტი ამას შეჩვეულია და ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. კონფრონტაციის ინიციატორი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, იქნება ისევ პარლამენტი. ჯერ შევლენ კონფრონტაციაში და მერე შეეცდებიან, ყველაფერი პრეზიდენტს გადააბრალონ. ამგვარი რამ არაერთხელ გვინახავს. ახლაც თუ ამავეს ვნახავთ, არ გამიკვირდება. რაც ყველაზე საინტერესოა, აქ განმეორდება იგივე სიტუაცია - ოპოზიცია მოითხოვს დებატებს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, რაზეც მმართველი პარტია უარს იტყვის. რატომ ეშინიათ ამ დებატების, ეს არ მესმის. დებატებზე თავის არიდება არის მახინჯი პრაქტიკა", - დასძენს ხუხაშვილი.

 

„რეზონანსი“

 



საერთაშორისო მისიების ღია წერილი საქართველოს მთავრობასა და ხალხს - „საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ“

საერთაშორისო მისიების ღია წერილი საქართველოს მთავრობასა და ხალხს - „საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ“
access_time2020-04-09 14:31:25
საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები და დიპლომატები საქართველოს მთავრობასა და ხალხს ღია წერილით მიმართავენ. ღია წერილი მსოფლიო ბანკმა გაავრცელა. წერილში პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად საქართველოს მზაობასა და ქვეყნის მხარდაჭერაზეა საუბარი. „COVID-19–ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ...

Bloomberg: კორონავირუსის ეპიდემიის გამო გლობალური ეკონომიკა 5 ტრილიონ დოლარს დაკარგავს

Bloomberg: კორონავირუსის ეპიდემიის გამო გლობალური ეკონომიკა 5 ტრილიონ დოლარს დაკარგავს
access_time2020-04-09 15:00:23
გლობალური ეკონომიკის მთლიანი ზიანი ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ორ წელიწადში 5 ტრილიონ დოლარზე მეტი იქნება, - წერს Bloomberg-ი. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ „მსოფლიო ღრმა რეცესიაში შედის, რადგან ხელისუფლებებმა ვირუსის გამო კერძო ბიზნესს უბრძანეს, შეწყვიტონ მუშაობა და ხალხი დარჩეს სახლში.“ თუმცა, პროგნოზის მიხედვით, ვარდნა შეჩერდება, ქვეყნების ეკონომიკებს დანაკარგების ანაზღაურებისთვის საკმაოდ დრო დასჭირდებათ , - აღნიშნულია...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1775 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2250 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1775 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2250 ლარი ღირს
access_time2020-04-09 12:30:56
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1825-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1775-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1794 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2250 ლარადაა...

ველნეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელმა პარტნიორებთან ერთად ულტრაიისფერი ნიღბების წარმოება დაიწყო-ნიღაბის თვითღირებულება 50 დოლარს შეადგენს

ველნეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელმა პარტნიორებთან ერთად ულტრაიისფერი ნიღბების წარმოება  დაიწყო-ნიღაბის თვითღირებულება  50 დოლარს შეადგენს
access_time2020-04-09 13:00:58
უახლოეს რამდენიმე კვირაში მსოფლიო ბაზარზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ულტრაიისფერი მრავალჯერადი ნიღბები გამოჩნდება. იდეა ველნეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელ თამაზ მჭედლიძესა და მის პარტნიორებს ეკუთვნით. ნიღბების წარმოება უკვე დაწყებულია უკრაინაში და ქართველი მომხმარებელი მათ შეძენას სააფთიაქო ქსელებში თვის ბოლოს შეძლებს. როგორ ებრძვის ულტრაიისფერი ნიღაბი კორონავირუსს, ამის შესახებ, „კომერსანტს“ თამაზ მჭედლიძე...

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა
access_time2020-04-09 00:50:17
StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა. მონაცემები საქართველოს მთავრობის...


მსგავსი სიახლეები

up