„ქართულ ოცნებაში“  დემპინგის აკრძალვასთან დაკავშირებით კონსენსუსი ისევ არ არის

„ქართულ ოცნებაში“ დემპინგის აკრძალვასთან დაკავშირებით კონსენსუსი ისევ არ არის

access_time2018-08-31 09:30:00

უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ შეიძლება ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღებამ საერთაშორისო რეიტინგებში  უკან დაგვწიოს.  ამის მაგალითად დეპუტატს ესტონეთი მოჰყავს, რომელსაც საქართველოზე კარგი რეიტინგი აქვს ამ ნაწილში და სადაც იდეალურად მოქმედებს ანტიდემპინგური კანონმდმებლობა.



„როგორც ესტონეთის  მაგალითი ავიღეთ მოგების  დაბეგვრასთან დაკავშირებით, ანალოგიური მაგალითი უნდა ავიღოთ ანტიდემპინგური კანონდმებლობის. შეგვიძლია გადმოვიღოთ  ფინეთის, სკანდინავიის ქვეყნების მოდელებიც.ამ ქვეყნებს საერთაშორსო ასპარეზზე ჩვენზე კარგი რეიტინგები აქვთ“-აცხადებს ოქრიაშვილი.



მისივე განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო ელოდება კანონპროექტის შესვლას და უკვე ამის შემდეგ  მისი განხილვა  დაიწყება.



 ფინანსთა მინისტრმა  ივანე მაჭავარიანმა რამდენიმე დღის წინ  ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბარში განაცხადა,რ ომ  საქართველოს მიერ დემპინგის აკრძალვა სავარაუდოდ, საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის პოზიციას გააუარესებს. მაგალითად, Heritage Foundation-ის ბიზნესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით 16-ე ადგილი უჭირავს. საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა სწორედ ვაჭრობის თავისუფლების კრიტერიუმში აქვს, რადგანაც ქვეყანაში არ არსებობს ვაჭრობის შემზღუდველი ნორმები. ბიზნესის თავისუფლების ინდექსის მეთოდლოგიის მიხედვით, ქვეყნების შეფასების ერთერთი კრიტერიუმია ანტიდემპინგური ნორმების არსებობა. ახალი რეგულაციის მიღების შემთხვევაში, მაღალი ალბათობით საქართველო ინდექსში ჩამოქვეითდება, რაც საერთაშორისო ინვესტორთა განწყობაზე ნეგატიურად აისახება.




აქვე მაჭავარიანმა განმარტა, რომ  ანტიდემპინგი ეს  არის იარაღი, რომელიც  საქართველოს არსენალში უნდა იყოს.



ანტიდემპინგი საგარეო ვაჭრობის შემზღუდველ ნორმებს მოიცავს, რომლებიც უცხოურ კომპანიებს ბარიერს უწესებს, რათა მათ ის პროდუქცია, რომელიც ქვეყნის შიგნითაც იწარმოება, სავარაუდო თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად არ გაყიდონ.



შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ანტიდემპინგურ კანონპროექტზე მუშაობა 2015 წელს დაასრულა. დაანონსებული იყო, რომ მისი ამოქმედება ამავე წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, დღემდე მისი მიღება არ მომხდარა. ქართულ ოცნებაში დემპინგის აკრძალვასთან დაკავშირებით წარსულში კონსენსუსი არ იყო. დემპინგის აკრძალვის აქტიური მხარდამჭერი იყო ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი. მის დროს ეკონომიკის სამინისტრომ კანონმდებლობის მონახაზი შეიმუშავა, თუმცა მისი ინიცირება არ მოუხდენია.



ავტორი: სოფო ქსოვრელი

 





საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ  ინფორმაციას არ ადასტურებენ
access_time2019-12-07 20:32:24
საპენსიო სააგენტოში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას. როგორც კომერსანტს უწყებაში განუცხადეს,  საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს. კურიერის ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. ლევან სურგულაძეს განცხადება გადადგომის შესახებ უკვე დაწერილი აქვს და ოფიციალურად ამის თაობაზე მალე საჯაროდ...

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ
access_time2019-12-07 20:00:18
  აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილია თავისი ანტიმიგრანტული განცხადებებით, თუმცა, როგორც ამბობს მისი ოჯახის 2 ყოფილი მოსამსახურე, ტრამპის სახლში და მისი კომპანიის გოლფ-კლუბებში ძირითადად მუშაობდნენ სწორედ არალეგალი-მიგრანტები,   ერთ-ერთი მათ შორის არის კოსტა-რიკელი  სანდრა დიასი.   ტრამპის სახლში შესვლის წინ მას უნდა დაეცვა რამდენიმე წესი - პირველი რიგში, ის უნდა ყოფილიყო უჩინარი. ტრამპის პირადი მოსამსახურე...

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზე ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი,...


მსგავსი სიახლეები

up