„ქართულ ოცნებას“ სრული მობილიზება აქვს გამოცხადებული გამარჯვებისთვის - პრემიერი

„ქართულ ოცნებას“ სრული მობილიზება აქვს გამოცხადებული გამარჯვებისთვის - პრემიერი

access_time2021-10-23 12:31:27

"ცაგერი არის კლასიკური ნიმუში, მაგალითი, მტკიცებულება იმისა, თუ როგორ სუფთად და გამჭვირვალედ ატარებს „ქართული ოცნება“ არჩევნებს. „ქართული ოცნების“ კანდიდატს პირველ ტურში გამარჯვებისთვის სულ რაღაც 45 ხმა დააკლდა," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ცაგერში, საარჩევნო შტაბთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართულ ოცნებას“ სრული მობილიზება აქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვოს.

„ჩვენ შეხვედრა გვქონდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბთან, ჩვენს პარტიასთან. ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი, გიორგი ნემსაძე,რომელიც გაიმარჯვებს დიდი უპირატესობით. სულ რაღაც 45 ხმა დააკლდა პირველ ტურში. ეს არის კლასიკური ნიმუში, მაგალითი, მტკიცებულება იმისა, თუ როგორ სუფთად და გამჭვირვალედ ატარებს „ქართული ოცნება“ არჩევნებს. გავიხსენოთ, როგორ არჩევნებს ატარებდა „ნაციონალური მოძრაობა“ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს - პირდაპირ ტერაქტებს უწყობდა საკუთარ ამომრჩეველს. გაგახსენებთ ხურჩის ე.წ. ტერაქტს, რომელიც თვითონ დადგეს და ჩვენი ამომრჩეველი, ერთ-ერთი ქალბატონი დაზიანდა, დაიჭრა. ასეთი ხელწერით მართავდნენ ისინი არჩევნებს. 45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს. წარმოიდგინეთ, როგორი გამჭვირვალე და ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ ჩვენ მართლაც სანიმუშო, ნამდვილად ევროპული სტანდარტების. აქედან გამომდინარე, ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და მჯერა, რომ ცაგერის მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს. სრული მობილიზება გვაქვს იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვოთ და არ მივცეთ საშუალება არცერთ პროვოკატორს ქვეყნის დაძაბვის და ქაოსის შემოტანის“, - ამბობს პრემიერი. 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up