„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

access_time2020-02-17 18:00:43

„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის ზღვარზეა.


„დღეს, 20 000 აუთვისებელი ჭარბი ადგილია სასტუმროებში. ხალხმა ბინების გაქირავება დაიწყო, რამაც  ტურისტების მხრიდან მოთხოვნა შეამცირა.სწრაფად თუ არ ვუშველეთ კოლაფსს ტურისტულ სექტორში, ადამიანები,რომლებმაც ინვესტიციები ჩადეს სასტუმროების მშენებლობაში, გაბანკროტდებიან და კიდევ ერთი დიდი კლასტერი შეემატება გაჭირვებულ ადამიანებს. 


„სტრატეგია აღმაშენებელში“ გაწერილი გვაქვს ამ მიმართულებით ცვლილებები. გვინდა,რომ ათასი ახალი ტურისტული მარშრუტი გაჩნდეს, განსაკუთრებით, აგრო ტურიზმის მიმართულებით. უნდა ვიმუშაოთ ნაკადების მოზიდვაზე,“- აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.



„ახალი საქართველოს“ ლიდერი  „თბილისობისა“ და „არტ-გენის“ ფესტივალების ბაზაზე, ღვინისა და ეთნო-კულტურული მსოფლიო ფესტივალების დაარსებაზეც საუბრობს. 


„თბილისობა შეგვიძლია ვაქციოთ ღვინის მსოფლიო ფესტივალად. თბილისობა ადგილობრივი ღრეობა არ უნდა იყოს. იგი პირველ რიგში უკავშირდება შემოდგომას, ვაზს და ღვინოს. ასევე გვინდა, ივნისში მსოფლიო ეთნო-კულტურული ფესტივალის დაარსება არტ-გენის ბაზაზე. ტურისტების რაოდენობა 4-5 წელიწადში 25 მილიონამდე უნდა ავიდეს, ოღონდ ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ. არ უნდა გვქონდეს ჩავარდნები.


ამათი უუნარობისა და კორუმპირებულობის გამო, სექტორი კატასტროფულ დღეშია. ასობით მილიონია ტურისტულ პრომოუშენში დახარჯული, მაგრამ შედეგი არ გვაქვს. ტუირზმი არის ის სფერო, რომელსაც უნდა ვუშველოთ. იგი გადაბმულია წარმოების განვითარებაზე, ტექნოლოგიების განვითარებაზე და სხვა ლოჯისტიკურ კვანძებზე. ეს ჯაჭვი უნდა დავინახოთ. ამოგლეჯილად არ უნდა ვხედავდეთ სფეროებს. „ქართული ოცნების“ პრობლემა ის არის,რომ მათ არ აქვთ ცოდნა და არც ინტერესი, რომ სრული სურათი დაინახონ. „ქართულ ოცნებას“ არ უყვარს ეს ქვეყანა. რომ უყვარდეს ასე უდიერად არ მოექცეოდა სამშობლოს,“
- ამბობს გიორგი ვაშაძე.


ნათია კეკენაძე 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up