„ქართულ კომპანიებს ექსპორტის დროს მიწოდების სტაბილურობის პრობლემა აქვთ“

„ქართულ კომპანიებს ექსპორტის დროს მიწოდების სტაბილურობის პრობლემა აქვთ“

access_time2017-10-30 15:30:51

„მთავრობამ ადგილობრივ მწარმოებლებს ხელი უნდა შეუწყოს, რომ საკუთარი პროუდუქცია ქვეყნის შიგნით გამოფენა-გაყიდვებზე გაიტანოს“, - ამის შესახებ საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან სილაგავამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ ისაუბრა.


მისი თქმით, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ექსპორტზე პროდუქცის მიწოდება სტაბილური იყოს.


„ჩვენს ადგილობრივ წარმოებებში, მწარმოებლებს აქვთ იმის ველი, რომ პროდუქცია, რომელიც შექმნილია, ისეთი სტანდარტებით არის, ექსპორტზეც წავა და ადგილობრივ ბაზარზეც  განთსავდება. თუმცა არის ხელისშემშლელი პირობებიც, რომლებიც უნდა დაიძლიოს. ის კრიტიკული მასა, რომელიც ქართულ წარმოებაში შეიქმნა, სადღაც უნდა წავიდეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტზე გავიდეს, რადგან ვალუტა შემოდის, ეკონომიკა ძლიერდება და ადგილობრივ ბაზარი ვითარდება. ბევრი კომპანია ექსპორტზე გავიდა, ბევრი აპირებს სამომავლოდ გასვლას, მაგრამ დგას პრობლემა - მიწოდების სტაბილურობა. ჩვენ გვაქვს პროდუქციები, რომლებიც ხარისხობრივი მაჩვენებლით მაღალ დონეზეა, თუმცა ერთჯერადად შეიძლება ექსპორტზე გავიდეს და შედგომი მიწოდება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, - აღნიშნა სილაგავამ.


მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიებს სტანდარტი  დაუწესდეთ, რათა ისეთი პროდუქცია აწარმოონ, რომელსაც ევროპული ბაზარი ითხოვს და ამასთანავე ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება: „უნდა მოხდეს კომპანიების კოპერირება, რომ ერთნაირი სტანდარტით, მაღალი ხარისხის პროდუქციით ევროკავშირის ბაზარზე, ჩინეთის ბაზარზე გავიდნენ. მათთვის შესაძლებლობები დიდია, მაგრამ შემდგომი ნაბიჯებია გადასადგმელი.“



ამასთან, ლევან სილაგავა საუბრობს კიდევ ერთ პრობლემაზე, რომელიც ასევე ქართული წარმოების წინაშე დგას, როდესაც საქმე პროდუქციის ექსპორტზე გატანას ეხება. მისი თქმით, მცირე წარმოებებს უჭირთ საერთაშორისო ქსელურ მარკეტინგამდე მისვლა და ამას ხელი სახელმწიფომ  უნდა შეუწყოს.


„ხშირად მცირე წარმოებებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ევროპულ ბაზარზე გავიდნენ და ქსელურ მარკეტინს დაუკავშირდნენ, რომელიც პროდუქციას გაუყიდის. ყველა მწარმოებელს, მითუმეტეს თუ ის მცირეა, არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა გამოფენებზე იაროს. ამიტომ აქ უკვე სახემწიფოს როლი იქნება მნივშნელოვანი. უმჯობესია ქვეყნის შიგნით ქართული ადგილობრივი წარმოების მუდმივი გამოფენა-გაყიდვა მოეწყოს, რომელზეც ადგილობრივი პროდუქცია მუდმივად იქნება წარმოდგენილი, რომ ქვეყანაში ჩამოსულმა უცხოურმა დელეგაციებმა, ქსელური მარკეტინგის წარმომადგენლებმა და ა.შ., ქართული ნაწარმი დაათვალიერონ და მათ ექსპორტზე გასვლაში დაეხმარონ“, - აღნიშნავს ლევან სილაგავა.


მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ის, რომ სახელმწიფო საექსპორტო ქართულ პროდუქციას სუბსიდირებით დაეხმაროს: „სახელმწიფოს მხრიდან მეტი მასტიმულირებელი მექანიზმის არსებობაა საჭირო, მათ შორის მწარმოებლებისთვის სუბსიდირების ფორმების შეთავაზება. მაგალითად, ამ მეთოდს თურქეთის ხელისუფლება აქტიურად იყენებს. ფქვილი ექსპორტზე რომ გავიდეს, 30%-იან სუბსიდირებას უკეთებენ. სწორი კონკურენციის, ხარისხის კონტროლის და სტიმულირების პირობებში უფრო მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქცია გვექნება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და ქვეყნის ეკონომიკას გააუმჯობესებს.“


კომერსანტი



თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up