ქართულ კიბერსპორტში ახალი ერა იწყება!

ქართულ კიბერსპორტში ახალი ერა იწყება!

access_time2021-10-16 11:25:25

ევროპაბეთისა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, კიბერსპორტში უპრეცედენტო ტურნირი იწყება, რომლის საპრიზო ფონდი 100 000 ლარი იქნება. მსგავსი მასშტაბის ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა, რაც ქართული კიბერსპორტის განვითარებასა და მოთამაშეების დონის ამაღლებაში უდიდეს წვლილს შეიტანს.


EUROPEBET WINTER CUP - ასე ერქმევა ტურნირის ფინალურ ეტაპს, რომელიც ლანში ჩატარდება. მასში მოსახვედრად ერთთვიანი ონლაინ ეროვნული ლიგის წარმატებით გავლა იქნება საჭირო. კომპიუტერული სპორტის ფედერაცია ტურნირებს შვიდ სახეობაში ჩაატარებს, ესენია: DOTA 2, CS:GO, League of Legends, PUBG Mobile, FIFA 22, eFootball 2022 და TEKKEN 7. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ჩოგოვაძემ განაცხადა, სახეობები მათი პოპულარობით, პრესტიჟითა და მნიშვნელობით შეირჩა. გარდა ამისა, ამ სახეობებში ქართველ მოთამაშეებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შეეძლებათ.


სარეგისტრაციო ბმული საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის ფეისბუკგვერდზე  დაიდება. საქართველოს ეროვნულ ლიგაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბერს დაიწყება და 3 ნოემბრამდე გაგრძელდება. ტურნირი სტარტს 8 ნოემბერს აიღებს. გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირდაპირ ტრანსლაციას ფედერაციის იუთუბ არხზე მიადევნონ თვალყური. თითოეულ სახეობას ერთი დღე დაეთმობა და მაყურებლებს ტურნირის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიღება და სახეობების უკეთ გაცნობა შეეძლებათ. ყველა სახეობაში ფინალური მატჩები დეკემბრის ბოლოს სპორტის სასახლეში ჩატარდება.


კომპიუტერული სპორტის ფედერაცია ტურნირებს შვიდ სახეობაში ჩაატარებს, ესენია: DOTA 2, CS:GO, League of Legends, PUBG Mobile, FIFA 22, eFootball 2022 და TEKKEN 7.


საქართველოს ეროვნული ლიგა წლის განმავლობაში ორჯერ ჩატარდება და მასზე ასაკობრივი შეზღუდვა იმოქმედებს: მონაწილეობის მიღება 18 წლამდე მოთამაშეებს არ შეეძლებათ, ხოლო ახალგაზრდა გეიმერებისთვის ფედერაცია ახლო მომავალში სასკოლო ჩემპიონატის ჩატარებას აპირებს.


საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ჩოგოვაძემ დაანონსებული ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრა.





დავით ჩოგოვაძე: საქართველოს კიბერსპორტის ისტორიაში ეროვნული ლიგა და ევროპაბეთის ზამთრის თასის ჩატარება უპრეცედენტო შემთხვევაა. ფედერაციის 20-წლიანი არსებობის განმავლობაში, მსგავსი საპრიზო თანხა არასდროს გათამაშებულა. ეს ძალიან დიდი სტიმული იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებსაც კიბერსპორტში ჩართვა სურთ. ტურნირი განაწილდება სამ ეტაპად, რომლებიც ონლაინ ეროვნული ლიგით დაიწყება და კიბერარენაზე ლან ტურნირით გაგრძელდება, ხოლო რაც შეეხება ფინალებს, ის სპორტის სასახლეში მაყურებლების თანდასწრებით დაგვირგვინდება.


რას მისცემს ეს ტურნირი ქართულ კიბერსპორტს?


ჩოგოვაძე: ქართული კიბერსპორტის განვითარებისთვის ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია. მისი ჩატარება ქვეყანაში კიბერსპორტული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს, აიწევს ფედერაციის დონე, დაიხვეწება ტრანსლირებები. ეს შესაძლებლობას მოგვცემს მივუახლოვდეთ იმ სტანდარტს, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობას გულისხმობს.


რა არის ფედერაციის მთავარი მიზანი?


დავით ჩოგოვაძე: ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს ძლიერი ნაკრების ჩამოყალიბებაა, რომელიც საერთაშორისო ტურნირებზე მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. გარდა ამისა, გვინდა, ხალხს გავაცნოთ კიბერსპორტის არსი და ქვეყანაში შევქმნათ კონკურენტუნარიანი გარემო. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ევროპაბეთს, რომელმაც ამ ყველაფრის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. ეს არ არის ერთჯერადი თანამშრომლობა. ერთად დიდ გეგმებს ვისახავთ, რომლებსაც მომავალში გავაჟღერებთ.


შეგახსენებთ, ევროპაბეთი და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია პარტნიორები ივლისში გახდნენ. ევროპაბეთის მხარდაჭერით, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ოთხ სახეობაში ჩატარდა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ორმა ქართველმა გეიმერმა - რატი ნანავამ და დავით კასრაძემ მოიპოვა.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up