ქართულ ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ

ქართულ ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ

access_time2022-07-06 14:40:00

გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობდა. სააგენტოს ინფორმაციით, ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ სომელიეები, მათ შორის 3 ღვინის მაგისტრი, ასევე, ღვინის ჟურნალისტები, რომლებიც ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო.


ამასთან ერთად, ტურის ფარგლებში, თბილისში მოეწყო სპეციალური დეგუსტაცია (Speed Tasting), სადაც შეფასებისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით, ღვინის პროფესიონალებს საკუთარი პროდუქცია ქართული ღვინის მწარმოებელმა 20 კომპანიამ წარუდგინა.


„ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული ღვინის გასაცნობად, ჩვენ ვეწვიეთ საქართველოს სომელიეებისა და ღვინის მაგისტრების ჯგუფთან ერთად. ჩვენი მიზანია, ვიზიტორთა ჯგუფს წარვუდგინოთ ქართული ღვინის მრავალფეროვნება, ქართული ტრადიციები და კულტურა, რათა გერმანული და საერთაშორისო ღვინის სამყაროს პროფესიონალებს შემდგომში ქართულ ღვინის მხარდაჭერის საშუალება მივცეთ“, - აღნიშნა „ff.k Public Relations“-ს მარკეტინგის მენეჯერმა, ლარა ბერენდსენმა (Lara Behrendsen).



ღვინის მაგისტრისა და სომელიეს, კონსტანტინ ბაუმის (Konstantin Baum) თქმით, მისასალმებელია ღვინის წარმოების პროცესში ახალგაზრდა თაობის ჩართვა.


„საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, თუმცა, ბევრი მსმენია საქართველოს და ქართული ღვინის შესახებ. პირველი, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ყველას ახსენდება არის ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი და ქვეყნის ისტორია. ჩემთვის გასაოცარი და საინტერესო ფაქტია, რომ ღვინის მწარმოებლების ახალგაზრდა თაობა ტრადიციული მეთოდის გარდა, თანამედროვე ტექნოლოგიებსაც იყენებს, მათ აქვთ ახალი იდეები და კონცეფციები, ასევე აღსანიშნავია ადგილწარმოშობის არაჩვეულებრივი ჯიშები. კიდევ უფრო მეტის ხილვის იმედი მაქვს და მინდა ქართული ღვინისა და საქართველოში მოგზაურობის გამოცდილება მომავალშიც გავიმეორო“. - აღნიშნა კონსტანტინ ბაუმმა.


ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations" ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება.



თეგები:
ღვინო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up