ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან

access_time2020-05-24 18:00:45

წლების განმავლობაში საქართველოში მრეწველობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგიც განადგურდა, როგორიც ეთერზეთების წარმოებაა, არადა, ევროპის ბაზარზე ამ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. მას იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში, კულინარიასა თუ ქიმიურ მრეწველობაში. თავის დროზე საბჭოთა კავშირი რამდენიმე სახეობის ეთერზეთს სწორედ საქართველოდან გზავნიდა. ჩვენთან დღესაც იზრდება ეთერზეთოვანი კულტურები, რომლებიც სხვაგან შედარებით იშვიათია, მაგალითად: რეჰანი, ნემსიწვერა ("გერანი"), ევკალიპტი... ცნობისთვის: წარსულში ჩვენს ქვეყანაში 660 ტონა ვარდის ზეთი მზადდებოდა, ეთერზეთებად გადამუშავდებოდა 1600 ტონა ევკალიპტი. ბალახოვანი ეთერზეთების კულტურები, მაგალითად, ქინძი ან კამა, დაახლოებით 3 000 ჰექტარზე მოჰყავდათ.

საბედნიეროდ, ბოლო წლებში კვლავ გაჩნდა ეთერზეთებისადმი ინტერესი და ამ საქმეს ახმეტაში ზურაბ ნაცვლიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. მართალია, ბევრ სირთულეს უპირისპირდება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მისი საქმე წინ მიიწევს და ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც გზავნის.

- ეთერზეთების წარმოებაზე მაშინ ვმუშაობდი, როცა საქართველოში ეს საქმე ზენიტში იყო, 28 ქარხანა მუშაობდა და ეთერზეთოვანი მეურნეობაც რამდენიმე ათას ჰექტარზე გვქონდა. როდესაც წარმოება შეწყდა, ეს საქმე რუსეთში განვაგრძე. მერე, როდესაც ჩემს ქვეყანაში დავბრუნდი, თან ჩემი საქმე, გამოცდილება და ნედლეულის რეალიზაციისთვის საჭირო კავშირები გამოვიყოლე. ოთხი წლის წინ ავიღე იაფი კრედიტი პროექტის - "აწარმოე საქართველოში" - დახმარებით, საწარმო ავაშენე, ქინძისა და კამის პლანტაციებისთვის რამდენიმე ჰექტარი მიწა იჯარით ავიღე და ორ წელიწადში პროდუქცია გამოვუშვი, რომელიც ევროპის ეთერზეთების ლაბორატორიებმა იყიდეს. ამ ლაბორატორიებიდან უკვე დანიშნულების მიხედვით ხდება ეთერზეთების რეალიზაცია კვების მრეწველობისთვის, კულინარიისა თუ მედიცინისთვის.

- თითქოს იოლად კი თქვით, მაგრამ ახალი საქმის აწყობა არსად არ არის იოლი, მით უფრო - ჩვენს ქვეყანაში. თან აღმოჩნდა, რომ კამის ეთერზეთებთან ერთად, ქინძის ეთერზეთებსაც აწარმოებთ. ეს სიახლეა - ქინძის ეთერზეთზე თითქოს არცთუ დიდი მოთხოვნა უნდა ყოფილიყო.

- მოთხოვნა დიდია. ამის გამოცდილება იმ დროიდან მაქვს, როდესაც საბჭოთა მრეწველობა საქართველოში 10-მდე კულტურის ეთერზეთს მაინც აწარმოებდა. ქინძიც მათ შორის იყო. ეთერზეთების გამოსავლიანობა სხვადასხვაა. მაგალითად, ვარდის ეთერზეთს გამოსავლიანობა აქვს 0,15%, ქინძისას კი - 2%. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ეთერზეთის წარმოებისთვის მცენარის ძალიან დიდი რაოდენობა და ფართობია საჭირო. ამიტომაც შეძლებისდაგვარად რამდენიმე ჰექტარი მიწა ავიღე იჯარით. კულტურა, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, წელიწადში ერთხელ მოგვყავს, თუმცა უფრო უკეთ რომ იყოს აწყობილი სოფლის მეურნეობა, ორჯერ მოყვანაც შეიძლებოდა.


ეთერზეთებს სათბურში ვერ მოიყვან და, შესაძლოა, კლიმატმა გაგიფუჭოს. სხვათა შორის, ქინძიდან და კამიდან ეთერზეთების წარმოება სწორედ ამაზეა გათვლილი - თუ კლიმატმა ან გარემო პირობებმა­ დამაზიანა, ზარალი შედარებით ნაკლები იქნება. ვთქვათ, ვარდის ეთერზეთების წარმოება რომ დამეწყო და, ღმერთმა დაიფაროს, პლანტაცია გამფუჭებოდა, ზარალი აუნაზღაურებელი იქნებოდა, არადა, წარმოიდგინეთ, კახეთში ახალგაზრდა უცხოელმა ქალბატონმა ვარდის ეთერზეთების წარმოება გარისკა. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანს მართლაც ქება ეკუთვნის ამ გაბედულებისთვის. რაც შემეხება მე, მეტ პროდუქციას ვაწარმოებდი, ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის თითოეული რგოლი უფრო ორგანიზებულად და გეგმაზომიერად რომ იყოს აწყობილი, მაგრამ ირგვლივ ისეთი არაორგანიზებულობაა, საქმე მხოლოდ სანახევროდ თუ კეთდება.

- რას გულისხმობთ?

- უპირველესად - ტექნიკას. სახელმწიფომ რეგიონებში სასოფლო ტექნიკა ჩამოიტანა. მსურველს შეუძლია დაიქირავოს და მიწა დაამუშაოს, თუმცა ასე იოლადაც არ არის საქმე. ჯერ ერთი, ტექნიკის დაქირავებისთვის იმდენ ხანს უნდა იდგე რიგში, რომ ლამის ხვნა-თესვის დრო გადადის. თუ გაგიმართლა და ტექნიკა დროულად მოიყვანე, სამუშაო დაწყებული არ აქვთ ჯერ, რომ უფუჭდებათ. ამ ჯახირში კი წვიმები წამოგეწევა, ხვნა-თესვა გვიანდება და მოსავალიც აღარ მოვა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მცდელობაც წყალში იყრება და მეწარმისაც. მეწარმემ რომ მოსავალი მოიყვანოს, ან საკუთარი ავტოპარკი უნდა ჰქონდეს, ან სახელმწიფო დაუდგეს გვერდით, რომ როგორმე ეს საკითხი მოუგვაროს

BPN


თეგები:
ევროპა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up