„ქართულ ეკონომიკაში ყველაფერი საუკეთესო ისმის, თუმცა ქვეყანა „გრძელვადიან გაჭირვებაშია“

„ქართულ ეკონომიკაში ყველაფერი საუკეთესო ისმის, თუმცა ქვეყანა „გრძელვადიან გაჭირვებაშია“

access_time2019-09-21 14:00:00

თანამედროვე გეოპოლიტიკური ტენდენციებია: მსოფლიო წესრიგის ცვლილება.  ტრანსნაციონალური საფრთხეების ზრდა, ლტოლვილების კრიზისი, გლობალური სტატუს კვოს საფრთხის შემცვლელი ქვეყნების ზრდა, ენერგეტიკული რესურსების დეფიციტი, ფინანსური ბაზრის არამდგრადობა, პოპულიზმის გლობალური ტალღა, სავაჭრო კონფლიქტები და  შეთანხმებების ცვლილება. აღსანიშნია, რომ თითოეული რისკი იზოლირებულია ერთმანეთისგან. თუმცა თითოეული ფაქტორის პირდაპირ თუ ირიბ გავლენას ყველა ქვეყანა გრძნობს. მათ შორის საქართველოც.

ბოლო პერიოდში, მსოფლიო ბაზრის ფსიქოლოგიაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საუდის არაბეთში, ნავთობრპოდუქტის ქარხანაზე უპილოტო მოწყობილობის თავდასხმამ, რომლის წილად მსოფლიო ნავთობის მიწოდების 5 % მოდის. აღნიშნულმა ინციდენტმა დაადასტურა ნავთობპროდუქტების გადამამუშავებლების დაუცველობა. შესაბამისად ასახვა ჰპოვა სიმძლავრებიის დაკარგვასა და ფასების ზრდაზე. მსოფლიო ეკონომიკის შენელების მოლოდინის ფონზე,  ბაზარზე აღინიშნა ნავთობის გლობალური მარაგებით შევსების მზაობა. დღეს, აშშ და სხვა სახელმწიფოები მზადაა არ დაუშვან ნავთობრპოდუქტების დიფიციტი და შესაბამისად ფასების ზრდა.  

სამწუხაროდ, მსოფლიოში ეკონომისტთა ნაწილი გლობალურ ეკონომიკურ აპოკალიფსა და მდგომარეობის გართულებას პროგნოზირებს. საუბრობს გლობალური რეცესიის სიმკაცრეზე. აღნიშნავს მსოფლიოს რეკორდულ ვალებს, აქტივებზე გაბერილს ფასებს და საკრედიტო ბაზრის არასწორ შეფასებას.  

არსებული მოცემულობის ფონზე, უნდა აღინიშნოს საქართველოს მოწყვლადობა გლობალური კრიზისების მიმართ. აღნიშნულის მიზეზია ის, რომ სუსტია ქვეყნის მზაობა და დაბალია წინმსწრები მუშაობა. მართალია ქართულ ეკონომიკაში ყველაფერი საუკეთესო ისმის, თუმცა ქვეყანა „გრძელვადიან გაჭირვებაშია“. აღსანიშნია ისიც, რომ ქვეყანაში გვაქვს მცირე ეკონომიკა და ღია ბაზარი სუსტი მართვით, სოციალური რისკები, ძველი პოლიტიკური კლასი და გაღარიბებული ინტელექტუალური საზოგადოება.

დასასრულს დავძენ, რომ მოსალოდნელი საფრთხეების ფონზე საქართველო ვალდებულია აამაღლოს კრიზისებისადმი მზაობა, გაზარდოს საკუთარ რესურსებზე დამოკიდებულება, მდგრადი გახადოს პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო.


 

ეკონომიკის დოქტორი

რატი აბულაძე





რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-02 21:30:11
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე...

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...


მსგავსი სიახლეები

up