ქართულ ბიზნესს ახალი წამახალისებელი ფინანსური ინსტრუმენტები ექნება

ქართულ ბიზნესს ახალი წამახალისებელი ფინანსური ინსტრუმენტები ექნება

person access_time2016-03-21 10:58:59

უახლოეს პერიოდში ქართულ ბიზნესს ექნება ახალი წამახალისებელი ფინანსური ინსტრუმენტები, რომელიც მის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

 

მისი განმარტებით, ეს იქნება 15%–იანი საგრანტო კომპონენტი ნებისმიერი მიმართულებით.

 

„ჩვენ გვექნება ახალი ინსტრუმენტები, რომლებიც კეთდება EBRD-თან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად, ეს არის DCFTA–ს ხელშეწყობის ღრმა და ყოვლისმომცველი არეალის წამახალისებელი ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთაც უახლოეს მომავალში ხელი უნდა მოეწეროს და ხელმისაწდომი გახდეს კერძო სექტორისთვის. აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტი კომერციული ბანკების მეშვეობით იქნება ხელმისაწვდომი. ინსტრუმენტში ჩადებულ იქნება 15%–იანი საგრანტო კომპონენტი ნებისმიერი მიმართულებით რაც ხელს შეუწყობს ევროპასთან ვაჭრობას და წარმოებას,“ – განაცხადა მინისტრმა.



როგორც ცნობილია, აღნიშნულ პროგრამას, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ლარში დაბალპროცენტიანი სესხის აღების მიმართულებით დაეხმარება, ხელი წლის ბოლომდე მოეწერება. პროგრამა ასევე მოიცავს საგრანტო კომპონენტს 15 პროცენტს, რომელიც მთლიანი სესხზე დამატებით გაიცემა. საგრანტო 

კომპონენტი საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის 56 მილიონ ევროს შეადგენს. 


სესხის მაქსიმალური თანხა, რომელიც მცირე და საშუალო კომპანიებმა შეიძლება მიიღონ, 3 მლნ ევრო იქნება.


DCFTA-ის ხელშეწყობის პროგრამა საშუალებას მისცემს მცირე და საშუალო მეწარმეს აღნიშნული სესხის და გრანტის მეშვეობით მოახდინოს ადაპტაცია DCFTA-ის მოთხოვნებთან და შესაბამისად განავითაროს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება. 

 

მცირე და საშუალო ბიზნესი შეღავათიან სესხს მიიღებს ადგილობრივი კომერციული ბანკების მეშვეობით. მათთან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თანამშრომლობის შეთანხმებას გააფორმებს. რაც შეეხება საგრანტო კომპონენტს, მას კერძო სექტორი უშუალოდ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან მიიღებს.




თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up