ქართულ ბაზარზე სეზონის პირველი სატაცური გამოჩნდა - East Fruit

ქართულ ბაზარზე სეზონის პირველი სატაცური გამოჩნდა - East Fruit

access_time2023-03-18 18:30:39

ქართულ ბაზარზე ამ სეზონის პირველი სატაცური გამოჩნდა. ამ დროისთვის, ხილისა და ბოსტნეულის სპეციალიზებულ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში კილოგრამი სატაცურის ფასი დაახლოებით 55 ლარია (21,19 დოლარია), ამის შესახებ Eastfruit-ი წერს.


საქართველოში სათბურებში სატაცურის ერთ-ერთი მწარმოებელი კოოპერატივი „ოზაანია“, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 6 ჰექტარი ღია გრუნტის გარდა, 4000 კვ.მ. სათბური აქვს. წელს კოოპერატივი მხოლოდ სათბურიდან 1 ტონამდე სატაცურის მოსავალს ელის, რომელიც თბილისის სუპერმარკეტების ქსელებში, მათ შორის აგროჰაბში, ნიკორასა და კარფურში გაიყიდება. გაყიდვები უახლოეს დღეებში დაიწყება. ამ სეზონზე სუპერმარკეტების მიერ შემოთავაზებული ფასები სავარაუდოდ გასულ სეზონზე დაბალი იქნება. თუ შარშან კილო სატაცური 40 ლარი (15,41 დოლარი) ღირდა, წელს სავარაუდო ფასი 35 ლარი (13,48 დოლარი) იქნება, თუმცა საცალო ფასი სუპერმარკეტის მოგების ოდენობით გაიზრდება, წერს East Fruit-ი.


სატაცურის დაბალ ფასს „ოზაანის“ ხელმძღვანელი ჯაბა გიგოლაშვილი შარშანდელთან შედარებით ქართული ლარის დოლართან მიმართებაში გამყარებით ხსნის.


 

ღია გრუნტზე მოსავლის აღების სეზონი დაახლოებით სამ კვირაში დაიწყება და ფასები მნიშვნელოვნად დაიკლებს. ჯაბა გიგოლაშვილის თქმით, სეზონზე საბითუმო ფასები კილოგრამზე 10-12 ლარამდე დაიკლებს. კოოპერატივი ამ სეზონზე ღია გრუნტიდან 15-20 ტონა სატაცურის მოსავალს ელის.

 

გიგოლაშვილის თქმით, საქართველოში სატაცურზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, „ოზაანმა“ წლების განმავლობაში წარმოება გაზარდა. ამ სეზონზე კოოპერატივი არასეზონურ პერიოდში გაყინული სატაცურის გაყიდვას  გეგმავს. კოოპერატივს უკვე აქვს გამაგრილებელი საცავი, რომელიც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. სეზონის განმავლობაში „ოზაანი“ სატაცურს სხვა ფერმერებისგან შეისყიდის გაყინული პროდუქციის შესანახად. გიგოლაშვილის თქმით, მიმდინარე სეზონში ისინი ერთ ტონამდე სატაცურს შეიძენენ. სუპერმარკეტების ქსელებში „ოზაანის“ გაყინული სატაცური 1 კგ-იან შეფუთვაში გაიყიდება.



თეგები:
სატაცური



ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი

ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი
access_time2023-03-25 00:40:50
რა ეკონომიკური ტენდენციები იკვეთება წელს და რა მოლოდინებია ინვესტიციებისა თუ ინფლაციის თვალსაზრისით. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა. „ინფლაციის ტემპი მცირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასთა ზრდა არის შეჩერებული, უბრალოდ მისი პროცენტული მაჩვენებელი...

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი
access_time2023-03-24 22:30:13
საქართველოს პრეზიდენტი დიანა ტრაპაიძისთვის მიცემულ ექსკლუზურ იტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილ პრემიერს აქვს ფული და გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე: „ოლიგარქი არის ამ გაგებით რომ ფული აქვს და მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ, სად მიიღება...

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია
access_time2023-03-24 22:00:03
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში სოციალური მედია  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.   ყველა ასაკისა და პროფესიის მილიონობით ადამიანი  სხვადასხვა პლატფორმებს მეგობრებთან, ოჯახთან თუ კოლეგებთან დასაკავშირებლად იყენებს. დღეს თითქმის წარმოუდგენელია ისეთი ბიზნესი ან კომპანია, რომელიც  საკუთარ საქმიანობაშ სოციალური ქსელებს არ იყენებს.   სოციალურმა ქსელებმა ჩვენს კომუნიკაციაში რევოლუცია მოახდინა, თუმცა ასევე გაჩნდა სერიოზული შფოთვა მისი გავლენების...

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება
access_time2023-03-24 19:00:40
Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები — ამ სათაურით აქვეყნებს „ტაბულა“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის შესახებ სტატიას, რომლის ნაწილსაც „კომერსანტი“ გთავაზობთ: შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაში ედავება, გაიყიდა. Credit Suisse უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით იყიდა. ბოლო...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს
access_time2023-03-24 17:25:08
ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობა განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მიიღო მონაწილეობა.   როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ელექტრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოებისას და ელექტრომოწყობილობების მონტაჟისას, გადაუდებელ გადაჭრას საჭიროებს. მისი...


მსგავსი სიახლეები

up