ქართულ ბაზარზე საავტომობილო ზეთების მწარმოებელი გერმანული ბრენდი შემოდის

ქართულ ბაზარზე საავტომობილო ზეთების მწარმოებელი გერმანული ბრენდი შემოდის

person access_time2016-08-15 16:14:29

2016 წლის 1 ნოემბერს, საქართველოში გერმანული კომპანია “ROWE”-ს ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნება. ქართულ ბაზარზე ცნობილი საავტომობილო ზეთების მწარმოებელი გერმანული ბრენდი შემოვა. კომპანიის ოფიციალური სახელწოდებაა „ROWE MINERALÖLWERK GMBH.“ აღნიშნული კომპანია 1995 წლიდან ფუნქციონირებს და იგი მალევე გახდა ხარისხის სიმბოლო. მაღალი ხარისხის პროდუქციამ, მიწოდების მოკლე დრომ და მიმზიდველმა ფასებმა შექმნა კომპანია, რომელიც სერტიფიცირებულია DIN EN ISO 9001:2008_ის, ISO/TS 16949:2009_ის და ISO 14001_ის საერთაშორისო სტანდარტების მიერ. კომპანია აღიარებული პარტნიორია როგორც სამშობლოში, ასევე საზღვარგარეთ და აგრეთვე მსხვილი მომხმარებლების მიერ. სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და სამხრეთ ამერიკა კომპანიის საექსპორტო ვაჭრობაში ძირითად ბაზრებს ქმნიან.


“ROWE”-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია “Betachi plus Georgia” იქნება. რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამჟამად საქართველოდან დევნილი ბიზნესმენი არჩილ ვეკუაა.


პროექტის პირველი ეტაპის საინვესიტიცო მოცულობა 500 000 ევროა, რაც ინფრასტრუქტურის შექმნას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას გულისხმობს.



„ჩვენ ამ პროექტს უცხოელ პარტნიორებთან ერთად ვუყურებთ, არა როგორც გასაღების ახალი ბაზრის მოძიებას, არამედ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას ქალაქ რუსთავში. ეს გულისხმობს სადისტრიბუციო ქსელთან ერთად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტოსერვისის მოწყობას. პირველ ეტაპზე 500 000 ევროს მოცულობის ინვესტიციას განვახორციელებთ და დავასაქმებთ 140 ადამიანს. მეორე ეტაპზე იგეგმება ქსელის გაფართოება და “ROWE”-ს ბრენდ მაღაზიისა და ავტოსერვისების გახსნა საქართველოს სხვა რეგიონებში, მაგალითად თელავში და დასავლეთ საქართველოში.“ROWE” ქართველ მომხმარებელს პროდუქციის მაღალ ხარისხს, კონკურენტულ ფასსა და მაღალი დონის მომსახურებას შესთავაზებს,“ – აცხადებს ბიზნესმენი.

 

არჩილ ვეკუა ამჟამად დევნილობაშია და, როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აქვს სარჩელი შეტანილი. ბიზნესმენი 2015 წელს მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდში ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, ხოლო მას შემდეგ რაც საქმეში შვეიცარიის ყოფილი ელჩი გიუნტერ ბეხლერი ღიად ჩაერია. ყოფილი პრემიერი მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის საჯარო განცხადებების ფონზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არჩილ ვეკუას გამამართლებელი განაჩენი ბრალდების სამივე ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენით შეცვალა. არჩილ ვეკუას მისი ყოფილი ბიზნეს პარტნიორი, შვეიცარიის რეზიდენტი ალი რიზა კიზილდაგი ერთობლივი საქმიანობისას თანხების მითვისებას ედავებოდა. დაცვის მხარის განცხადებით, არჩილ ვეკუამ ყველა სამოქალაქო დავა მოიგო, თუმცა ყოფილი პრემიერი მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებების შემდეგ, ზემდგომმა ინსტანციებმა არჩილ ვეკუას სასარგებლოდ გამოტანილი სამოქალაქო გადაწყვეტილებებიც გააუქმეს. არჩილ ვეკუა ამჟამად ევროპაში ცხოვრობს და საკუთარი ბიზნესს საქართველოში წარმომადგენლების მეშვეობით ახორციელებს. არჩილ ვეკუას საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უახლოეს პერიოდში განიხილავს.




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up