„ქართულ ბაზარზე რუსულ წიწიბურას საკმაოდ დიდი წილი ჰქონდა, მისი შევსება შეუძლებელია, ამიტომ ფასი მოიმატებს“

„ქართულ ბაზარზე რუსულ წიწიბურას საკმაოდ დიდი წილი ჰქონდა, მისი შევსება შეუძლებელია, ამიტომ ფასი მოიმატებს“

access_time2021-05-08 12:00:49

ქვეყანაში პროდუქტებსა და მომსახურებებზე ფასები რეკორდულად გაიზარდა. ფასების ზრდა დაადასტურა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმაც და განსაზღვრა, რომ აპრილში წლიური ინფლაცია 7,2% იყო, ხოლო წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9% შეადგინა.


ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ცვლილებაზე გავლენა იქონია პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდამ. 2020 წელთან შედარებით ფასები გაზრდილია სამომხმარებლო კალათაში შემავალ თითქმის ყველა კომპონენტზე. ფასები, განსაკუთრებით, ბოლო ერთ თვეში გაიზარდა, რასაც “საქსტატის” მონაცემებიც აჩვენებს.


რატომ ძვირდება ცხოვრება, რა ფაქტორებით აიხსნება გაზრდილი ფასები და რა ბერკეტები გააჩნია მთავრობას ფასების დასარეგულირებლად, - ამ საკითხზე, „ჯორიან თამსს“ ეკონომისტი, პროფესორი ლადო პაპავა ესაუბრა:


- რას უკავშირდება სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ყოველდღიური ზრდა? (განსაკუთრებით, ბოლო ერთ თვეში, რაც, საქსტატის მონაცემებმაც აჩვენა).


ეს ძალიან მარტივად ახსნადია. საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, არის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც გამოწვეულია Covid-19-ის გავრცელებით. კრიზისის დროს, პროდუქციის მიწოდება მცირდება, მიწოდების შემცირების კვალობაზე კი ფასები იზრდება. ახლა რუსეთმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ სამი თვით, წიწიბურას ექსპორტი აკრძალოს. ბუნებრივია, რომ საერთაშორისო ბაზარზე წიწიბურას მიწოდება შემცირდება და ფასები გაიზრდება. ეს მარტო წიწიბურასთან კი არაა დაკავშირებული, ეს ყველა საქონელზე ასეა. ნახეთ როგორი სიტუაციაა: როცა კრიზისული ვითარებაა, მოსახლეობის შემოსავლები მცირდება. შემცირებული შემოსავლებით ძირითად აქცენტს აკეთებენ კვების პროდუქტებზე, მათ მომარაგებაზე. ამიტომ, ბუნებრივია, მოთხოვნა იზრდება და კრიზისის გამო მიწოდება მცირდება და შესაბამისად, ფასები ძვირდება. ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ. სწორედ ამან გამოიწვია ჩვენს სურსათზე ფასების ზრდა და ეს ჩვეულებრივი ახსნადი მოვლენაა.


- როგორ აფასებთ რუსეთი მხრიდან წიწიბურას ექსპორტის შეწყვეტის ფაქტს და არსებობს თუ არა საქართველოში მისი იმპორტის ალტერნატიული გზები?



რუსეთმა იმიტომ გადაწყვიტა ექსპორტზე აკრძალვა დაეწესებინა, რომ მას თვითონ აქვს კრიზისული ვითარება. პანდემია გლობალურია, ეკონომიკური კრიზისი გლობალურია, ამიტომ, რუსეთს საკუთარი მოსახლეობის გამოკვების პრობლემა თავად აქვს. როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, მათ იმ რაოდენობის წიწიბურა არ აქვთ, რომ ექსპორტზეც გაუშვან. ამიტომ, ისინი ქვეყნის შიგა მოხმარებისთვის ბაზარს ხურავენ. ბუნებრივია, რომ ყველა ქვეყნის მთავრობა საკუთარ მოსახლეობასა და ამომრჩეველზე ფიქრობს. რაც შეეხება საქართველოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სხვადასხვა ქვეყნის ჩართულობით იმპორტის დივერსიფიკაცია მოხდება. ვნახოთ, რამდენად ადეკვატურად მოხდება რუსეთის ჩანაცვლება. რუსეთს წიწიბურასთან დაკავშირებით, ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდი წილი ჰქონდა. შესაბამისად, მისი შევსება შეუძლებელი იქნება, ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ უახლოეს ხანებში წიწიბურაზე ფასი მოიმატებს. რაც უკვე შემოტანილია საქართველში, ხომ აქვთ უკვე ინფორმაცია, რომ მეტი ვერ შემოვა, ამიტომ, რაც არის, იმის ფასიც გაიზრდება.


- რა ბერკეტები გააჩნია მთავრობას ფასების დასარეგულირებლად და რამდენად სწორად მუშაობს ამ მიმართულებით?


მთავრობას აუცილებლად სასურსათო უსაფრთხოების თემაზე აქცენტების გაკეთება სჭირდება. სადაც ეკონომიკური უსაფრთხოება კოვიდპანდემიის პირობებში გახდა პრიორიტეტული, ერთ-ერთი არის სასურსათო უსაფრთხოება. იმ ათწლიან გეგმაში, რომელზეც მთავრობა მუშაობს, ვიმედოვნებ, რომ შემუშავებული იქნება ძალიან მოკლევადიანი ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც, უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობაში ერთწლიანი მარცვლოვანი კულტურების წარმოების განვითარებას.


- ინფლაციის მაღალი დონის არდაშვებაზე პასუხისმგებელი საქართველოს ეროვნული ბანკია, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მან ამ მიმართულებით?


ეროვნულ ბანკს არაფერი შეუძლია, ამიტომ, სწორედ ეს პასუხისმგებლობა არასწორადაა ფორმულირებული. მე დიდი ხანია ვიძახი, რომ ეროვნული ბანკი არ უნდა იყოს მარტო ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე დამოკიდებული, ეს შეცდომაა... ეროვნულ ბანკს რა შეუძლია, ქვეყანაში წიწიბურას იმპორტს განახორციელებს? არც არაფერი შეუძლია… ამიტომ, ეს მიდგომა, რომელიც ეროვნული ბანკის საქმიანობისთვისაა განსაზღვრული, მცდარია. ამას მსოფლიო წამყვანი ეკონომისტები იძახიან და საქართველო ამის დადასტურების კონკრეტული მაგალითია.


- მინდა შევეხოთ მთავრობის ინიციატივას, რომელიც, ვაქცინაციის პროცესში ტურიზმის სფეროშო დასაქმებული პირების ჩართვას გულისხმობს. როგორ ფიქრობთ, ეს ინიციატივა იმუშავებს ქვეყნის ეკონომიკაზე?


ეს ძალიან კარგი ინიციატივაა თუნდაც იმიტომ, რომ რაც მეტი ადამიანი იქნება ქვეყანაში ვაქცინირებული, ვირუსის გავრცელების მით ნაკლები საფრთხე იქნება. შესაბამისად, მაღალი ალბათობა იქნება, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდეს. რაც შეეხება ტურიზმის სფეროს, აქ ბევრი რამე დამოკიდებულია იმ ქვეყნებზე, საიდანაც პოტენციური ტურისტი უნდა წამოვიდეს. იქაც ხომ კრიზისია, ექნებათ იმის ფული, რომ სხვაგან წავიდნენ დასასვენებლად?! ამაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული, თუმცა, იმ ნაბიჯს, რაც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ტურისტულ სეგმენტში ვაქცინაციის დონის ამაღლებასთან დაკავშირებით, მივესალმები. მაგრამ არ უნდა ვიყოთ იმი ილუზიით, რომ ეს გადაწყვეტს ყველაფერს. ამან შესაძლოა ვერ გადაწყვიტოს, ვინაიდან, ბევრი რამ დამოკიდებულია იმ ქვეყნების მდგომარეობაზე, საიდანაც პოტენციური ტურისტი უნდა შემოვიდეს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, - მთავარია, ეპიდემიის გავრცელება შეიზღუდოს. ამიტომ, რაც მეტი აიცრება,მით უკეთესი...


- სწორედ ამიტომ, ჩაკეტილი საზღვრების, დაკეტილი გასართობი დაწესებულებებისა და რესტორნების ფონზე, რამდენად სწორია, რომ მთავრობა ტურიზმის სექტორის გახსნაზე ამყარებდეს იმედს?


რაც შეეხება რესტორნების საქმიანობას, ეს ყველაფერი გონივრულ ჩარჩოებშია მოქცეული, იმისათვის, რომ ეპიდვითარება დარეგულირდეს. ხომ ხედავთ, როგორ იზრდება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი?! ახლა ტურიზმის განვითარებაზეა ფიქრი საჭირო, თუ იმაზე, რომ ხალხს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ?! საერთოდ, ვიდრე პანდემია არ დასრულდება, ტურიზმის განვითარებაზე ფიქრი ილუზიურია. როგორ შეიძლება, პანდემიის პირობებში ტურიზმი განვითარდეს?! ეს ინიციატივა არის ნაბიჯი, რომ იქნებ რამე მოძრაობა დაიწყოს, თორემ ახლა პანდემიის დროს თქვენ სადმე აპირებთ ტურისტულად წასვლას? მე არ ვაპირებ, არა მარტო იმიტომ, რომ ფული არ მაქვს, არამედ, არ მინდა გავრისკო. მაგრამ, მეორეს მხრივ, თუკი ვინმეს მაინც აქვს მოგზაურობის სურვილი და ფული, ამის შესაძლებლობა ექნება. ეს ინიციატივა კი, არ არის ტურიზმის აღორძინებისკენ გადადგმული ნაბიჯი, ეს ემსახურება იმას, რომ ტურისტს ჰქონდეს რაღაც მცირედი ამოსუნთქვის შესაძლებლობა, მეტი არაფერი.


geotimes.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up