ქართულ ბაზარზე ქარხნულად წარმოებული ტყლაპი გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე ქარხნულად წარმოებული ტყლაპი გამოჩნდა

person access_time2016-03-05 12:15:53

 საქართველოში ქართული ტრადიციული ნუგბარის, ტყლაპის ქარხნული წარმოება დაიწყო. ქარხნული წესით დამუშავებული შეფუთული ტყლაპი ბაზარზე რამდენიმე კვირაა, რაც გამოჩნდა. ტყლაპს კომპანია Fruit Factory აწარმოებს.


რა პრობლემებს წააწყდა მწარმოებელი პროცესში და რატომ გადაწყვიტა ტყლაპის წარმოება. „კომერსანტის“ კითხვებს Fruit Factory-ს ხელმძღვანელი ტიმოთე გვაზავაპასუხობს:


-  როდის დაარსდა თქვენი კომპანია, რა პროდუქციას აწარმოებთ ამ ეტაპისთვის და რატომ გადაწყვიტეთ ტყლაპის ქარხნულად წარმოება?


-  კომპანია დაფუძნდა შარშან, თუმცა, წარმოება ერთი თვეა,რაც დავიწყეთ, რადგან სხვადასხვა პრობლემა გვქონდა.

 

ამ ეტაპზე ვაწარმოებთ 4 სახის ტყლაპს. ვაშლის, ტყემლის, ფეიხოას და ტყემლის. ფეიხოას მარაგები გავაკეთეთ, ტყემალს ვიღებთ აბსოლუტურად ნატურალურს, ყოველგვარი დანამატების გარეშე. ვაშლს პერიოდულად ვიღებთ მოსახლეობისგან, გვიმზადებენ პიურეს და შემდეგ ჩვენ ვაშრობთ.

 

ბიზნეს პროექტის იდეა მომხმარებლისთვის ნატურალური პროდუქტის შეთავაზებაა. პროდუქტის, რომლის ყიდვა არ შეგეშინდება, რომელიც არ არის მტვერში ნადები, ანტისანიტარულ პირობებში დამზადებული, არ არის შეღებილი და არ შეიცავს გაურკვეველ ნივთიერებებს.

 

-  როგორც აღნიშნეთ თქვენი კომპანია გასულ წელს დაარსდა, თუმცა,  წარმოება ახლახან დაიწყეთ.  რა იყო ამის მიზეზი?


-    პრობლემა იყო ის, რომ ტექნოლოგიის მცოდნე ადამიანი ვერ ვნახეთ. ტყლაპის შრობა საქართველოში ძირითადად ხორციელდება ბუნებრივი მეთოდით, მზეზე. ჩვენ არ გვინდოდა, რომ შრობა მზეზე მომხდარიყო, გვინდოდა, რომ ყოფილიყო დახურული, „იძულებითი“ შრობა კომპიუტერიზებულ საშრობში და ამიტომ პირველ ეტაპზე გავაკეთეთ კუსტარული საშრობი, რომელმაც არ გაამართლა. შემდეგ გარკვეული დრო დასჭირდა ახალი ტექნოლოგიის დანერგვას, ამ ტექნოლოგიის მცოდნე ადამიანის მოძიებას. ამ ყველაფერმა ძალიან დიდი დრო წაიღო. ასევე იყო ბანკების პრობლემაც, რადგანაც ჩვენი თანხებით გავაკეთეთ წარმოება, მერე სესხი დავამატეთ ბანკიდან და დაახლოებით ერთი თვის წინ დავიწყეთ წარმოება.


-  სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებით ხომ არ გისარგებლიათ? მაგალითად როგორიცაა „აწარმოე საქართველოში?



- ამ მიმართულებით არ წავსულვართ, მაგრამ მომავალში ვგეგმავთ. პირველ ეტაპზე არ ველოდით, რომ თანხების მოცულობა იქნებოდა ძალიან დიდი, თუმცა, მაინც გავედით საკმაოდ დიდ თანხებზე. დღემდე ჩადებულია დაახლოებით 150 ათას ლარამდე. დასაქმებული გვყავს 12 ადამიანი.

 

-  ქსელურ მარკეტებში თუ არის წარმოდგენილი თქვენი პროდუქცია?


- ქსელური მარკეტებიდან ახლა შევალთ „ფრესკოში“, მოლაპარაკება უკვე დავასრულეთ. სხვა ქსელურ მარკეტებთან გვქონდა მოლაპარაკება, თუმცა, ამ ეტაპზე ვერ შევდივართ, რადგანაც პირობებზე ვერ შევთანხმდით. „ფრესკოსგან“ ძალიან კარგი დამოკიდებულება იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ვართ ქართული, ადგილობრივი წარმოება. სიმართლე რომ გითხრათ, სხვებთანაც გვეგონა, რომ ეს გათვალისწინებული იქნებოდა, მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს. სხვა მარკეტებში დავინახეთ მათი წმინდად კომერციული მიდგომა, მაღალი მარჟები. თუ წარმოება გაქვს 15%-იანი მოგების მარჟით, რომელიც ისედაც ძალიან დაბალია, მათ აქვთ 30%-იანი და ამის გადახედვა არ უნდათ. ისეთ თანხას გვთავაზობდნენ, რომ პრაქტიკულად ჩამოვიდოდოთ თვითღირებულებამდე, მაშინ რეინვესტიციისთვის აღარ გვრჩებოდა ფული და აზრი ეკარგებოდა მთლიანად ამ ყველაფერს.


-  თქვენ ჯერ შიდა ბაზარზე მუშაობთ, თუ შედის თქვენს გეგმებში ექსპორტზე გასვლა?


- რა თქმა უნდა. გვაქვს სურვილი, გვაქვს მოლაპარაკებები. ბალტიისპირეთიდან იყო რამდენიმე შემოთავაზება, იყო რუსეთიდანაც, პოლონეთიდანაც. ახლა ვმუშაობთ, გვაინტერესებს, რა პირობები იქნება მათი მხრიდან შემოთავაზებული, რადგან ვიცით, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შეიძლება განსხვავებული პირობები და მოთხოვნები ჰქონდეთ.


-  თქვენს გარდა თუ არის დღეს ბაზარზე ქარხნულად წარმოებული ტყლაპი წარმოდგენილი?


- ქარხნულად დამზადებული ტყლაპი წარმოდგენილი არ არის. ერთი მწარმოებელი ოპერირებს, მაგრამ ისინიც ყიდიან მზეზე გამომშრალ პროდუქციას. ზამთარში რომ იწარმოებოდეს ახალი პროდუქცია, ასეთი დღეს ქართულ ბაზარზე არ არსებობს. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, რომ ზამთარშიც გამოგვეშვა ტყლაპი და არამხოლოდ ზაფხულში.


-  მიუხედავად იმისა, რომ მოკლე დროა გასული ბაზარზე თქვენი შემოსვლიდან,  რამდენად ფიქსირდება მოთხოვნა თქვენს პროდუქციაზე?


-  მოთხოვნა ასე თუ ისე ფიქსირდება, რადგანაც ტყლაპი, რომელიც დღეს ბაზარზეა წარმოდგენილი, ყველა არის კუსტარულად, გაურკვეველ პირობებში დამზადებული. მომხმარებლის მოთხოვნაა, იცოდეს, რომ პროდუქცია არის შემოწმებული, სუფთად გაკეთებული. პირველ ეტაპზე ვართ და უკვე ჩანს, რომ დაიწყო გაყიდვები. გასაგებია, რომ პურივით მოთხოვნადი ვერ იქნება ჩვენი პროდუქცია, მაგრამ გამოხმაურებებიდან ჩანს, რომ დაინტერესება დიდია.  ბევრი ასეთი შეფუთვით არ ელოდება ტყლაპს, ამიტომაც ვმუშაობთ იმაზე, რომ უფრო იოლად მივახვედროთ მომხმარებელი, თუ რა პროდუქტია.  დღეს მომხმარებელს უჭირს აღქმა რა დევს შეფუთვაში - კანფეტი თუ ტყლაპი.


- ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც ბიზნესი წამოიწყეთ, რა პრობლემებს გამოყოფდით, რომელსაც პირადად წააწყდით?


-  ყველაზე მეტად პრობლემური იყო კადრების არარსებობა ქვეყანაში. დეფიციტია იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენ შემთხვევაში იცნობენ ტყლაპის წარმოების, შრობის პროცესს. დაფინანსების პრობლემაც იყო, თუმცა, ნაწილობრივ. სხვა მხრივ, სხვა შეფერხება ადმინისტრაციული მიმართულებით არ ყოფილა.


-  ამჟამად რა ოდენობის პროდუქციის წარმოების შესაძლებლობა გაქვთ და რამდენს აწარმოებთ?


-  თვეში 40-50 ათასის წარმოების საშუალება გვაქვს. თუმცა, ამ ეტაპზე ვაწარმოებთ 10-15 ათასს და ვფიქრობთ, რომ ერთ-ორ თვეში ავალთ სრულ წარმოებაზეც.


-  ახსენეთ, რომ აპირებთ სამთავრობო დაფინანსების პროგრამით სარგებლობას, კონკრეტულად როგორია სამომავლო გეგმები?


-   გვინდა, რომ გავზარდოთ წარმადობა. ავიღოთ ISO სერთიფიკატი და ევროპის ქვეყნებთან გვქონდეს გამარტივებული ურთიერთობა. გვინდა, რომ გამოვუშვათ სხვა სახეობის ხილის ტყლაპიც, ასევე გვინდა, რომ ხილის მარაგები გავაკეთოთ, ამას სჭირდება გარკვეული დანადგარები, რომლის შეძენის საშუალებაც ახლა არ გვაქვს. ასევე გვინდა გამოვუშვათ სხვადასხვა სახეობის ჩირი.

 




„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
access_time2019-11-18 20:15:51
გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.   ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის...

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი
access_time2019-11-18 20:00:53
„დღეს ეს დემონსტრანტები თუ გაიყვანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხვალ ისევ დადგებიან და ეს პროცესი არასდროს დასრულდება, შესაბამისად, გაგრძელდება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და აზრი შეიცვალა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ის ერთადერთია ვისაც უნდა ვადანაშაულებდეთ. ივანიშვილი ამბობს,  რომ მისმა პარლამენტარებმა უღალატეს, მაგრამ ამას ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს.  ჩვენ...

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...


მსგავსი სიახლეები

up