ქართულ ბირჟებზე ოქროს ფასი 25 ლარით გაიზარდა

ქართულ ბირჟებზე ოქროს ფასი 25 ლარით გაიზარდა

access_time2020-07-28 18:00:10

„პანდემიის შემდეგ, საქართველოს საცალო ბაზარზე ოქროს ფასი 25 ლარით არის გაზრდილი. თუმცა, ფასის ცვლილებამ ოქროს ყიდვის მსურველებზე გავლენა ვერ მოახდინა და მათი რაოდენობა არ შემცირებულა.“ ამის შესახებ, კომერსანტს „ოქროს კიდობანის“ ძვირფასი ლითონების ექსპერტმა ირინა მოსიაშვილმა განუცხადა. 


იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასმა იმატა და აზიაში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, კომერსანტი დაინტერესდა ქართულ ბაზარზე რა ფასად შეუძლიათ ოქროს ყიდვით დაინტერესებულებს ძვირფასი ლითონის შეძენა ბირჟებზე. გაიზარდა თუ შემცირდა ოქროს რეალიზაცია და რა პროგნოზები აქვთ ოქროს სპეციალისტებს ამ ბაზრის განვითარებაზე.


ირინა მოსიაშვილი განმარტავს, რომ  მომხმარებლებს ოქროს მიმართ ინტერესი არ დაუკარგავთ და მისი შეძენის მსურველების რაოდენობა სტანდარტულია.


 მაგალითად, პანდემიამდე 20 მარტის მონაცემებით, ერთი გრამი დაუმუშავებელი 585 სინჯიანი ოქროს ფასი 80 ლარი იყო. დღევანდელი მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 105 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ჩასაბარებელი ოქროს ღირებულებას - 20 მარტის მონაცემებით 78 ლარი იყო, ხოლო ახლა 102 ლარი ღირს.“ - განმარტავს ირინა მოსიაშვილი.



დღევანდელი მონაცემების მიხედვით ერთი გრამი დაუმუშავებელი ოქროს ფასი ქართულ ოქროს ბირჟებზე სინჯების მიხედვით ასეთია -

 585 სინჯის ოქროს ფასი   80 ლარიდან 105 ლარამდე გაიზარდა

 

750 სინჯის ოქროს ფასმა  – 109 ლარიდან 134 ლარამდე იმატა

 

რაც შეეხება ჩასაბარებელი ოქროს ღირებულებას (ანუ ბირჟაზე მისვლისა და ოქროს გაყიდვის შემთხვევაში) 

 

585 სინჯის ოქრო – 102 ლარად ბარდება, 750 სინჯისა კი – 130 ლარი.


ანი ცარციძე


თეგები:
ოქრო covid19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up