ქართულ ბაზარზე „ლევისის,“ „ვრანგლერის“ და სხვა ბრენდების ტანსაცმლის განვადება ამოქმედდა

ქართულ ბაზარზე „ლევისის,“ „ვრანგლერის“ და სხვა ბრენდების ტანსაცმლის განვადება ამოქმედდა

person access_time2016-01-04 11:00:15

“დრესაპ ჯგუფში“ შემავალ ბრენდულ მაღაზიებში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გაყიდვა განვადებით დაიწყო. შესაბამისი გადაწყვეტილება ჯგუფმა ნოემბერში მიიღო.

 

ერთ თვეზე მეტია, რაც ჯგუფში შემავალ, თბილისში არსებულ ყველა მაღაზიაში შესაბამისი აქცია მოქმედებს. ეს მაღაზიებია: LEVIS, LEE & WRANGLER, MAVI, JEANS GALLERY, FACTORY და ATRIO. 

 

რატომ დაიწყო აქცია კომპანიამ, იყო თუ არა მოთხოვნა მსგავს სერვისზე და გაამართლა თუ არა შეთავაზებამ?

 

“დრესაპ ჯგუფში“ „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ მათი მიზანი მომხმარებლებისთვის  მაქსიმალური კომფორტის შექმნაა,  შესაბამისად, ჩათვალეს, რომ განვადების სერვისი, შესაძლოა, საინტერესო შეთავაზება ყოფილიყო.

 

„ასევე გვქონდა საინტერესო პირობები ბანკების მხრიდანაც. ამ ყოველივემ გამოიწვია ის, რომ დღეისათვის „დრესაპ ჯგუფში“ შემავალ, თბილისში არსებულ ყველა მაღაზიაში შესაძლებელია რამდენიმე ბანკის განვადებით სარგებლობა“,- აცხადებენ კომპანიაში.


 

რაც შეეხება მოთხოვნას განვადებით ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენაზე, კომპანიაში აცხადებენ, რომ განვადების სერვისი ჯერჯერობით სიახლეა და მომხმარებლის ინფორმირებულობის დონეც დაბალია, შესაბამისად, აქტივობაც ნაკლებია,  თუმცა კომპანიაში, იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში ეს რიცხვი მოიმატებს.

 

„დრესაპ ჯგუფში“ ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, გაგრძელდება თუ არა განვადების აქცია მომავალში და აღნიშნავენ, რომ დაკვირვების პროცესში იმყოფებიან.  გარკვეული პერიოდის შემდეგ კი შედეგებს შეაჯამებენ და ამის მიხედვით მიიღებენ  გადაწყვეტილებას გაგრძელდება თუ არა აქცია.

 

ამ ეტაპზე „დრესაპ ჯგუფში“ შემავალ მაღაზიებში განვადებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ თბილისში მდებარე მაღაზიებში. კომპანიის ინფორმაციით, ასევე მუშაობენ, რომ მომავალი წლიდან განვადების სერვისით სარგებლობა  მაღაზია JEANS GALLERY-ის ბათუმის ფილიალშიც იყოს შესაძლებელი.


ამ ეტაპზე სამოსისა და ფეხსაცმლის შესაძენად მომხმარებელს შეუძლია რამდენიმე ბანკის განვადებით ისარგებლოს. თითოეულ ბანკს შეთავაზების განსხვავებული პირობები აქვს.

 

სამომავლოდ კომპანია მომხმარებლისთვის სახლიდან გაუსვლელად ონლაინ-განვადების შეთავაზებასაც აპირებს. 

 

„„დრესაპ ჯგუფმა“  შექმნა ონლაინ კატალოგი www.dressup.ge, რომელიც საშუალებას იძლევა სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით დაათვალიეროთ მაღაზიაში არსებული პროდუქცია ბრენდების, ზომების და ა.შ. მიხედვით. ამ ნაბიჯით ვეცადეთ, რომ ჩვენი მომხმარებლებისათვის, რომელთა უმეტესობაც დასაქმებულია და დროის მუდმივ დეფიციტს განიცდის, შეგვექმნა დროის დაზოგვის კომფორტი. უკვე უახლოეს მომავალში იგეგმება ამ კატალოგზე ონლაინ გაყიდვების ფუნქციის ამუშავება, სადაც ასევე ვფიქრობთ და უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ ონლაინ განვადების სერვისი“,- აცხადებენ კომპანიაში.


 




დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-07 21:00:01
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი...

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა
access_time2021-12-07 18:00:05
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე...

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
access_time2021-12-07 15:55:02
დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას.   საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50%...

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ
access_time2021-12-07 14:50:03
დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.   როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო...

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
access_time2021-12-07 13:50:40
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე...


მსგავსი სიახლეები

up