ქართულ ბაზარზე Coca-Cola ფორთოხლისა და ვანილის არომატით ორ კვირაში გამოჩნდება

ქართულ ბაზარზე Coca-Cola ფორთოხლისა და ვანილის არომატით ორ კვირაში გამოჩნდება

access_time2019-02-11 15:44:58

უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ Coca-Cola პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში ამავე სახელწოდების სასმელისთვის ახალი გემოს შექმნა გადაწყვიტა.


მალე ბაზარზე გამოჩნდება Coca-Cola ფორთოხლისა და ვანილის გემოთი – წერია კომპანიის ოფიციალურ ბლოგში. მომხმარებლები შეძლებენ შეიძინონ ორი ფორმატის სასმელი – შაქრით (Orange Vanilla Coke) და უშაქროდ (Vanilla Coke Zero Sugar). ახალი სასმელი მაღაზიებში 25 თებერვალს უნდა გამოჩნდეს, თუმცა რომელ ქვეყნებში იქნება ის ხელმისაწვდომი, კომპანია არ აკონკრეტებს.


როგორც კომპანიაში აცხადებენ, განიხილებოდა სხვადასხვა ვარიანტები, მათ შორის ჟოლოს, ლიმონის ან ჯანჯაფილის გემოთ. თუმცა ვანილისა და ფორთოხლის კომბინაციამ უფრო მეტი გამოხმაურება ჰპოვა ფოკუს ჯგუფებში, რომლებიც სასმელის დეგუსტაციას ახდენდნენ. ცნობისათვის, სტანდარტული გემოს გარდა Coca-Cola-ს ჰქონდა სხვა გემოებიც, ვანილის 2007 წლიდან და ბალის 1985 წლიდან.



„ბიზნესპრენიუსი” დაინტერესდა, თუ როდის გამოჩნდება ქართულ ბაზარზე Coca-Cola ახალი გემოთი. როგორც ჩვენთან საუბრისას, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განაცხადა, ახალი სასმელი სავაჭრო ქსელებში ორ კვირაში გამოჩნდება.



BPN.GE



თეგები:
Coca-Cola



ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე

 ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე
access_time2019-07-17 20:30:58
16 ივლისს, თბილისში მშენებლობაზე  16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა. ის თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩამოსული. მიმდინარე კვირს  კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა, შემთხვევა თუშეთი-ომალოს გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მოხდა. მომხდარ ფაქტებზე, ისევე როგორც მანამდე სამუშაო პროცსის დროს გარდაცვლილ ათობით მუშის საქმეზე,  გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზად...

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ
access_time2019-07-17 19:30:46
აშშ-ს ხელისუფლების უკმაყოფილება Facebook-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის - ლიბრას - გამო,  ახალ დონეზე ავიდა- ამჯერად მის წინააღმდეგ აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი გამოვიდა. მისი თქმით,...

Euronews - შილდა მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის მსოფლიოში საუკეთესოა

Euronews - შილდა მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის მსოფლიოში საუკეთესოა
access_time2019-07-17 18:20:46
შილდა მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის მსოფლიოში საუკეთესოა. ევრონიუსმა შილდა მსოფლიოს 5 საუკეთესო მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის დაასახელა. „შილდა“ ისეთ არქიტექტურულ ნიმუშებ შორის მოხვდა, როგორებიც არიან WOHA-ს არქიტექტურა, ტორონტოს ხის კოშკი გერმანიაში და სხვები. “ჯერჯერობით შილდა უდავოდ ჩვენი ფავორიტია, - წერს ევრონიუსი. შილდას ღვინის ქარხანა კახეთში მდებარეობს. ის ბრიტანული X-architecture-ის...

ლახვარი ზურგში - ყაზახეთმა „გაზპრომ-ნეფტი“ უკრაინაზე გაცვალა

ლახვარი ზურგში - ყაზახეთმა  „გაზპრომ-ნეფტი“ უკრაინაზე გაცვალა
access_time2019-07-17 20:00:52
ანტირუსული სანქციების ექო გაისმა ამჯერად მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე ახლო მეგობარ ქვეყანაში - ყაზახეთში.  ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო ერთ-ერთმა მსხვილმა ყაზახურმა კომპანიამ ურთიერთობები გაწყვიტა  „გაზპრომის“ შვილობილ კომპანია  „გაზპრომ-ნეფტ“-თან. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულ კომპანიას შეეზღუდა საქმიანობა ამ ქვეყანაში. ექსპერტების აღნიშნავენ. რომ ამ ისტორიამ შექმნა საშიში პრეცედენტი და მსოფლიოში სულ უფრო ნაკლები...

დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 16-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის ოცნების მაჟორიტარმაც

დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 16-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის ოცნების მაჟორიტარმაც
access_time2019-07-17 17:30:58
2019 წლის 11 ივლისის მონაცემებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა 40 წელს ზემოთ მყოფმა პარლამენტის 16-მა დეპუტატმა დატოვა. მათ შორისაა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილიც. მონაცემები On.ge-ს საჯარო ინფორმაციის სახით მიაწოდეს.   40 წლამდე პირებისთვის დაგროვებითი საპენსიო სისტემა სავალდებულოა, 40 წლამდე მყოფ პირებს კი შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში სისტემა დატოვონ.   დეპუტატები, რომლებმაც საპენსიო სქემა დატოვეს ქართული...


მსგავსი სიახლეები

up