ბაზარზე ახალი ქართული სასმელი თაფლიანი წყალი შემოდის

ბაზარზე ახალი ქართული სასმელი თაფლიანი წყალი შემოდის

access_time2020-09-11 18:00:18

სტარტაპი, რომლის წამოწყების ერთ-ერთი მიზეზიც ქართველი მეფუტკრეების ხელშეწყობაა, ბაზარზე ორშაბათიდან გამოჩნდება. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ზიპის“ დამფუძნებელმა ლუკა სულაბერიძემ აღნიშნა, ბოთლის ვიზუალიც თაფლის დადებითი თვისებების შესანარჩუნებლად შეარჩიეს.


„თაფლიანი წყალი უნიკალური პროდუქტია. თაფლის წყალში გახსნიდან გარკვეული დროის შემდეგ პროდუქტის დადებითი თვისებები იკარგება და მას ორგანიზმისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა. იმისათვის, რომ პროდუქტი არ გაფუჭდეს თავსახურში მოვათავსეთ თაფლი, ქვემოთ კი - წყალი. ერთი გადატრიალებით და თავსახურზე თითის დაჭერით კი თაფლი წყალში ჩაიღვინთება.


ორშაბათიდან უკვე ვიქნებით "სმარტის" ქსელებში. ახლა ბაზრის კვლევას ვაკეთებთ და თუ სტარტაპი გაამართლებს ნელ-ნელა გავფართოვდებით“, - განმარტავს ლუკა სულაბერიძე.


როგორც კომპანიაში აცხადებენ საზოგადოებისგან საკმაოდ მაღალი დაინტერესება წამოვიდა. ამასთან, პროდუქტის უნიკალურობიდან გამომდინარე, ბაზარზე მათ პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავთ.


„ბაზარზე პირდაპირი კონკურენტი არ გვყავს, ჩვენს პროდუქტს არანაირი ქიმიური დანამატი არ  აქვს და 100%-ით ჯანსაღია. ჯერ-ჯერობით ვერც პირდაპირი და ვერც ირიბი სახით კონკურენტებს ვერ ვხედავთ.



ხალხის აზრს როგორც დავაკვირდი ახალი პროდუქტის გამოჩენა ძალიან გაუხარდათ, რადგან ასეთი კონცეფციით თაფლიანი წყალი წარმოდგენილი არ ჰქონდათ. რადგან თაფლიანი წყლის დაყენებას დრო სჭირდება მისი სხვადასხვა ადგილზე მიღების პრობლემა ბევრს ჰქონდა. ჩვენი პროდუქტი კი მათ საშუალებას მისცემს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე  თან ჰქონდეთ თაფლიანი წყალი და თავსახურზე თითის დაჭერით მოახერხებენ მის დამზადებას“, - განმარტავს ლუკა სულაბერიძე.


ქართული ბაზრის ათვისების შემდეგ კომპანია „ზიპი“ პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.


„ჯერ მხოლოდ ქართულ ბაზარს ვაკვირდებით. ეს იდეა იყო იმის გათვალისწინებით რომ ქართველ მეფუტკრეებს თავიანთი თაფლის კარგად გაყიდვისა და რეალიზების საშუალება ჰქონოდათ. მაგრამ ისეთი გამოხმაურება მოჰყვა პროდუქტის ექსპორტზე გატანითაც დავინტერესდით.


ჩვენ თაფლს გლეხებისგან ვყიდულობთ. ჩავდივართ სოფლებში, ვიღებთ სინჯებს და ვლუქავთ სკას, საიდანაც სინჯს ავიღებთ. შემდეგ თბილისში ლაბორატორიულად მოწმდება, ვბრუნდებით სოფელში და თუ დავრწმუნდით, რომ სკა ისევ დალუქულია და არავინ შეხებია მთლიანად მოგვაქვს ქარხანაში. ბოლოს კი ვასხამთ თაფლიან წყალს.


მინდა აღვნიშნო, რომ თაფლი, როგორც პროდუქტი ექსპორტზე რთულად გასატანია, რადგან სჭირდება ბევრი დამტკიცება და დოკუმენტები. რომელ თაფლსაც ჩვენ მოვიხმართ ევროკავშირის მიერ არის დამტკიცებული, ანუ სერთიფიცირებული თაფლია და მხოლოდ რამდენიმე კომპანიას აქვს ასეთი პროდუქტი. შესაბამისად, ჩვენს პროდუქციასაც არ გაუჭირდება ექსპორტზე გასვლა.„ - ამბობს ლუკა სულაბერიძე


ლუკა სულაბერიძის თქმით, პროექტის საბოლოო საინვესტიციო ბიუჯეტი ჯერ დაზუსტებული არაა, რადგან ბოთლში ჩამოსხმა ახლაც მიმდინარეობს. თუმცა, ბიზნესში რამდენიმე ათასი ერთეული ლარი უკვე ჩადებულია, ხოლო კომპანიაში 20 ადამიანი დაასაქმეს.

 

ანი ცარციძე

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up