ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი "ქართული ზეთისხილი" შემოდის

ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი "ქართული ზეთისხილი" შემოდის

person access_time2017-04-05 16:30:03

სავაჭრო ქსელებში ქართული წარმოების ზეთისხილის ზეთი რამდენიმე კვირაში გამოჩნდება. ამის შესახებ დიასპორული კაპიტალით შექმნილი კომპანია „ჯეოლაივის" ხელმძღვანელმა გიორგი სვანიძემ „კომერსანტს " განუცხადა. მისი თქმით, აპრილის ბოლოდან პირველი პარტია სუპერმარკეტების ქსელ „კარფურში" შევა. „სხვა კომპანიებიც გვთხოვენ, მაგალითად, „სმარტი" და ალბათ, მათაც მივაწვდით"-აცხადებს სვანიძე.


მისი განმარტებით, პროდუქცია ბაზარზე „ქართული ზეთისხილის" ბრენდით გაიყიდება. როგორც სვანიძე განმარტავს, ზეთი 250 გრამიან, 500 გრამიან და 750 გრამიან მინის ქილებში გაიყიდება. რაც შეეხება ფასს, სვანიძის განმარტებით, ქართული წარმოების ზეთისხილი იმპორტირებულთან შედარებით ფასითაც და ხარისხითაც კონკურენტული იქნება. მისი განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს კალკულაცია და პროდუქციის სარეალიზაიცო ფასი უახლოეს მომავალში დაზუსტდება.


სვანიძის განმარტებით, საწყის ეტაპზე 25 ტონის პროდუციაა გამოშვებული. სამომავლოდ დაგეგმილია რაოდენობების გაზრდა. მისივე განმარტებით, მაისის პირველ კვირაში ბაზარზე ქართული წარმოების ზეთისხილიც გამოვა, რომელიც ასევე მინის ქილებში (250 გრამიანი, 500 გრამიანი, 750 გრამიანი) იქნება.



„კონკურენტი არ გვეყოლება, რადგან პროდუქტის ხარისხი იმ დონეზე მაღალი და საუკეთესოა, რომ არ მგონია, ვინმემ ეს შესძლოს. ამ დროისთვის ბაზარზე იმპორტული პროდუქცია იყიდება,სამომავლოდაც ასე იქნება, თუმცა, ჩვენი ყველას ჩვენი კლიენტი გვეყოლება"-აცხადებს სვანიძე.



ამ დროისთვის კომპანიას ზეთისხილის ნერგები 50 ჰექტარზე აქვს გაშენებული. კომპანია „ჯეოლაივი", რამდენიმე წელია საქართველოში ზეთისხილის პლანტაციების გაშენებით არის დაკავებული. კომპანიას ძირითადი პლანტაციები კახეთში აქვს. ქარხანა კი სიღნაღის რაიონში აქვს. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 5 მილიონი ლარია.


 




22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up