BANKFACTS - პორტალი  საბანკო სექტორის მიმართულებით დამხმარე პლატფორმა იქნება

BANKFACTS - პორტალი საბანკო სექტორის მიმართულებით დამხმარე პლატფორმა იქნება

access_time2018-04-27 13:00:03


ქართულ ოლნაინ სივრცეში ახალი  პლატფორმა BANKFACTS http://www.bankfacts.ge გამოჩნდა, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული პირი  საბანკო სექტორის შესახებ ანალიტიკური ინფორმაციის მიღებას შეძლებს. 

 

ოლლაინპორტალი თიბისი ბანკის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანია არგუმენტირებული პასუხი გასცეს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც დაინტერესებულ პირებს საბანკო სექტორთან დაკავშირებით შესაძლოა გაუჩნდეთ. ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები ეროვნული ბანკის, მსოფლიო ბანკისა და სხვა სანდოდ აღიარებული ფინანსური ინსტიტუტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა და ის მუდმივად განახლდება საბანკო სექტორში მიმდინარე მოვლენების შესაბამისად.

 

Bankfacts.ge -ზე განთავსებული ინფორმაცია საჯაროა. დაინტერსებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ,  გაეცნონ  საქართველოში ბანკების  სესხების, დეპოზიტების, საპროცენტო განაკვეთების, მოზიდული სახსრების დინამიკას და იხილონ შესაბამისი გრაფიკული ვიზუალები.

 

ახალი ონლაინპლატფორმა საფინანსო და საბანკო სფეროს ექსპერტებისთვისსაც ძალიან მნიშვნელოვანია. მათ მუდმივად შეუძლიათ ითანამშრომლონ პლატფორმასთან და სექტორთან დაკავშირებულ საინტერესო თემებზე მოამზადონ სხვადასხვა ტიპის ობიექტური მასალა.

 


ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ  ახალი პორტალი Bankfacts.ge საფინანსო სექტორის მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეა და მისასალმებელია, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ის როგორც სპეციალისტებს, ასევე რიგით მოქალაქეს სხვადასხვა საკითხების გარკვევაში დაეხმარება.

 

“ბოლოდროინდელი მღელვარება, რაც დღეს ჩვენ გარშემოა ყველაფერს ფინანსური გაუნათლებლობის პრობლემამდე მივყავართ. რა თქმა უნდა, ფინანსური განათლების საკითხი ყველა ასპექტში მნიშვნელოვანია.


დღეს მოქალაქე ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგას და ისინი ბევრ ფინანსურ საკითხს რთულად აღიქვამენ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკითხი თვალსაჩინო იყოს და სრული ინფორმაციის ხილვა შევძლოთ,“ - განაცხადა ჯგერენაიამ.

 

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში სხვადასხვა სახის საბანკო ინსტიტუტია შექმნილი და ეს მომხმარებელს ერთგვარ გაუგებრობაში აყენებს. ეკონომისტის განცხადებით,  აღნიშნული საიტი ყველასთვის გარკვეული სახით დამხმარე პლატფორმაა.  

 

„როდესაც სხვადასხვა საბანკო ინსტიტუტია წარმოდგენილი და ისინი ბაზარზე ფუნქციონირებენ. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს  გარკვეული სახის დეტალის გარკვევა გაუჭირდება ეს საიტი მას გზამკვლევად გამოადგება. ამასთან ის მომხმარებლისთვის სერიოზული დამხმარე იქნება სხვადასხვა სახის ინსტიტუტებთან ურთიერთობის დროს.


ვფიქრობ, ეს პირადად ჩემთვისაც ძლაიან საინტერესოა და მის გამოყენებას აქტიურად დავიწყებ. საიტს დეტალურად გავეცნობი და შესაძლოა ბლოგების დაწერა თავადაც დავიწყო,“ - განმარტა ემზარ ჯგერენაიამ.

 

„კომერსანტი“





Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...


მსგავსი სიახლეები

up