ქართულ ბანკებს მოსახლეობის მიმართ სოლიდარობა არც აგვისტოს ომის დროს გამოუხატავთ და არც დღევანდელ ვითარებაში

ქართულ ბანკებს მოსახლეობის მიმართ სოლიდარობა არც აგვისტოს ომის დროს გამოუხატავთ და არც დღევანდელ ვითარებაში

access_time2020-03-17 17:30:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა. საბანკო სექტორმა კოორდინირებულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და მსესხებლებისთვის საშეღავათო პერიოდის შეთავაზება აქტიურად დაიწყო.


ბანკები სესხების რესტრუქტურიზაციას 3 თვის მანძილზე უზრუნველყოფენ, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში სესხზე პროცენტის დარიცხვა მაინც მოხდება, რომელიც  დარჩენილ პერიოდზე გადანაწილდება და მომხმარებელს სესხის მომსახურება უფრო ძვირი დაუჯდება. გარდა ამისა, პანდემია, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა, ფორსმაჟორული სიტუაციაა და ასეთ დროს პროცენტების გადახდის შეჩერება მომხმარებელს კანონმდებლობითაც შეუძლია მოითხოვოს, ამ შემთხვევაში კი სესხის გაპრობლემების უფლება პანდეემიის გადავლამდე არავის აქვს.


ლიდერ ქართულ ბანკებს მოსახლეობის მიმართ რეალური სოლიდარობა და თანადგომა არც აგვისტოს ომის დროს გამოუხატავთ და არც დღევანდელ ვითარებაში გამოხატავენ. აღსანიშნავია, რომ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა საბანკო სექტორი აგვისტოს ომის დროსაც, როდესაც 5-დღიანი ომის შემდეგ კრიზისი საერთაშორისო დახმარებების შედეგად დაძლია. საქართველოსთვის გამოყოფილი 4,5 მლრდ. დოლარიდან 850 მილიონი დოლარი სწორედ ქართულ ბანკებს მოხმარდა. ბანკები ფეხზე დადგნენ და მოსახლეობისთვის რეალური შეღავათების დაწესების ნაცვლად, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო კიდევ უფრო დაზარალებული ბიზნესის და მოსახლეობის ქონების მასიური დასაკუთრებაც.  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ  ბანკების მოვალეთა რაოდენობა და დასაკუთრებული ქონების მოცულობაც განუხრელად იზრდებოდა. მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა 2008-2012 წლებში.



საბანკო სექტორის მხრიდან რეალური თანადგომა იქნებოდა, თუ გარკვეული ტიპის სესხებზე 2-3 თვით არ დაარიცხავდნენ პროცენტებს ან მოახდენდნენ საპროცენტო განაკვეთების დაწევას ანუ ისეთ ნაბიჯს, რომელიც გადასახადის მოცულობაზე მოახდენდა გავლენას და რეალურად შეუმსუბუქებდა მსესხებელს ტვირთს.


„კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა რეალურად ბანკების მიერ გადადგმული ასეთი ნაბიჯი კეთილი ნების გამოხატულება და სოციალური პასუხისმგებლობის გაცნობიერება. საბანკო ექსპერტი გოჩა თუთბერიძე აცხადებს, რომ კომერციული ბანკების მიერ გადადგმული ნაბიჯი განსაკუთრებულ შედეგს არ მოიტანს, რადგან  მსესხებელს რეალურად საპროცენტო ხარჯი გაეზრდება.


ბანკების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი დიდი შედეგების მომტანი არ არის, რადგან რეალურად ეს ნიშნავს იმას, რომ მსესხებელს გაეზრდება საპროცენტო ხარჯი, ბანკები კი ბევრს არაფერს კარგავენ, უბრალოდ ფულადი ნაკადები ოდნავ შეუმცირდებათ. ამ ინიციატივით, სესხის ძირი თანხების დაფარვის ნაწილში კლიენტებს შეღავათი ექნებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ 3 თვის შემდეგ მეტი ექნებათ სესხის თანხა და შესაბამისად, მეტი პროცენტი დაერიცხებათ. ამით მომხმარებლებს საპროცენტო ხარჯი გაეზრდებათ. მეორე მომენტი არის ის, რომ ამ ეტაპზე შეიძლება ნაღდი ფულის პრობლემა შეიქმნას და შესაბამისად, მომხმარებლებს ნაკლები ნაღდი ფული დასჭირდებათ საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად. ბანკებისთვის ეს არაფერს ცვლის, ისინი შემოსავალს სრულად იღებენ, რაც შეეხება მომხმარებლებს, მათ საპროცენტო ხარჯი გაეზრდებათ ანუ ამ 3 თვის განმავლობაში დარიცხული პროცენტი დარჩენილ პერიოდზე გადანაწილდება,  უბრალოდ, საურავებს და ჯარიმებს არ გადაიხდიან. ვინც კარგად დათვლის, მიხვდება, რომ თუ შესაბამისი რესურსი აქვს ჯობია, რომ გრაფიკით გააგრძელოს  სესხის გადახდა და ამით ნაკლები ხარჯი ექნება, ვინც ამას ვერ მიხვდება გამოიყენებს და სესხის მომსახურების  თანხა გაეზრდება. უფრო რეალური იქნებოდა, მთავრობას საშემოსავლო გადასახადი შეემცირებინა ან 2-3 თვე უარი ეთქვა მასზე, ეს იქნებოდა ყველაზე კარგი, რადგან იმ ადამიანებს ვინც მუშაობენ გაეზრდებოდათ შემოსავლები და საბანკო გადავადებების გარეშეც შეძლებენ სესხის მომსახურებას. ყველაზე სწორი ნაბიჯი თბილისის მერმა გადადგა, როცა დაწესებულებებს იჯარის გადასახადი გაუუქმა, დანარჩენი პლიუსი ჩასაწერად არის გაკეთებული, რადგან არ არის რეალურად მოსახლეობისთვის ყოფის შემამსუბუქებელი“, - განაცხადა გოჩა თუთბერიძემ.



თეგები:
ბანკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up