„ქართულ ბანკებს დოლარში სესხების გაცემა უნდა აეკრძალოს“

„ქართულ ბანკებს დოლარში სესხების გაცემა უნდა აეკრძალოს“

person access_time2016-02-04 11:00:33

ეკონომიკის ექსპერტმა თემურ ბასილიამ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საინტერესო ინიციატივა გააჟღერა – სავალუტო ფონდის რეკომენდაციიდან გამომდინარე, რომელიც ქართულ საბანკო სექტორში დოლარიზაციის მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება, ბასილიამ განაცხადა, რომ ქართულ ბანკებს უნდა აეკრძალოს ოპერაციების, მათ შორის კრედიტების დოლარში გაცემა, როგორც ეს 2008 წლამდე იყო. 

 

მისი თქმით, მსგავსი პრინციპი მოქმედებს მთელ განვითარებულ სამყაროში. 

 

აქედან გამომდინარე, „კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორი პრაქტიკაა ევროპაში და გერმანიის ერთერთი საფინანსო ინსტიტუტის თანამშრომელს გაესაუბრა. მისი თქმით, გერმანიაში უცხოურ ვალუტაში სესხის აღება აკრძალული არ არის, შესაძლებელია მოქალაქე მივიდეს ბანკში, გაესაუბროს მრჩეველს და უცხოურ ვალუტაში აიღოს სესხი, თუმცა მისი თქმით, გერმანიაში ამას ძალიან ცოტა მომხმარებელი აკეთებს და ევროს გარდა სესხის სხვა ვალუტაში გამოტანა იშვიათ შემთხვევებშია შესაძლებელი. 



„კრედიტის აღებისას მოვალეს აქვს საპროცენტო განაკვეთის რისკი, მაგალითად შესაძლოა ბანკში კრედიტი 10%–ად აიღო და 1 თვეში ბაზარზე განაკვეთები 5%–მდე დაეცეს,  გამოვა, რომ შენ ბანკს  ბაზართან შედარებით 5%–ით მეტს გადაუხდი. იმ შემთხვევაში კი როცა უცხოურ ვალუტაში ხდება კრედიტის აღება, საპროცენტო განაკვეთის რისკს გაცვლითი კურსის რისკი ემატება, რაც ბევრად დიდია ვიდრე საპროცენტო განაკვეთის რისკი".  ირკვევა, რომ გარკვეული პერიოდის წინ გერმანიის ცენტრალურმა ბანკმა გასცა გაფრთხილება, რომ მოსახლეობა უცხოურ ვალუტაში კრედიტების აღებას მოერიდოს.


მისი თქმით, საქართველოში  შესაძლოა ბანკები დოლარში ცოტათი დაბალ პროცენტს სთავაზობენ  ლართან შედარებით, არადა გაცვლითი კურსის რისკი რომ ძალიან მაღალია, ამას მომხმარებლის დიდი ნაწილი ვერ ხვდება.


რაც შეეხება ევროპას -  გარკვეული პერიოდის წინ  ევროპაში შვეიცარიული ვალუტა იყო ძალიან პოპულარული, საპროცენტო განაკვეთი თითქმის ნულს უტოლდებოდა და შედარებით ბევრს  შვეიცარიულ ფრანკში ჰქონდა კრედიტი, თუმცა 1 წლის წინ შვეიცარიამ ეგრეთ წოდებული „cap" მოხსნა და ვალუტა გაძვირდა, შედეგად კომპანიებმაც და ხალხმაც დიდი ზარალი ნახა.  


ფინანსისტი განმარტავს, რომ გერმანიაში ბანკებს არაპირდაპირ მაინც აქვთ შეზღუდვა  უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემასთან დაკავშირებით, იმის გამო რომ მაღალი რისკი არ ჰქონდეთ. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს- გერმანიაში საშუალოდ 6-7% ის ფარგლებშია, თუმცა არის სესხები სადაც განაკვეთი შესაძლო 0% იყოს. ევროპის ცენტრალურ  ბანკს ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს დაწესებული იმისთვის, რომ ეკონომიკას დაეხმაროს, ამიტომ ბანკებში ჭარბი თანხებია. თავად სესხის გაცემის პროცედურები მკაცრია, თუმცა  ძირითადი არის შემოსავალი, რომელიც უნდა ჰქონდეს მოქალაქეს, ბინა და მანქანა, უძრავი ქონება ნაკლებად აინტერესებთ.



ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up