„ქართუ ჯგუფი“ სათავო ოფისს აახლებს

„ქართუ ჯგუფი“ სათავო ოფისს აახლებს

access_time2021-09-14 11:00:26

„ქართუ ჯგუფი“ სათავო ოფისს აახლებს – შენობის რეაბილიტაცია კომპანიამ უკვე დაიწყო. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, ფასადისა და სახურავის სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოების ნებართვის მოთხოვნით „ქართუ ჯგუფმა“ დედაქალაქის მთავრობას მიმდინარე წლის მარტში მიმართა.



არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 14–სართულიანი საოფისე შენობა მოპირკეთებულია ეკლარის ქვით, რომელიც სიძველის გამო დროდადრო ცვივა, რის გამოც შენობის ფასადებს ესაჭიროება სასწრაფო რეაბილიტაცია. დოკუმენტში ასევე, ვკითხულობთ, რომ მთავარი ფასადის მოაჯირების გამჭვირვალე მინის პანელების უმეტესობა დაბზარულია და საჭიროებს გამოცვლას.




მათი ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს მოძველებული ეკლარის ქვის მოპირკეთების თანამედროვე ალუმინის კომპოზიტური პანელებით ჩანაცვლებას, ხოლო მოაჯირების გამჭვირვალე მინა შეიცვლება ლურჯი ფერის მინით. ფასადის ნაწილი შეილესება და შეიღებება მაღალი ხარისხის თეთრი საღებავით.



ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ კომპანია 2020 წლის დეკემბერში დარეგისტრირდა, აღმასრულებელი დირექტორი გოჩა ჩიკვილაძე. 100% წილის მფლობელი კი არასამეწარმეო იურიდიული პირი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუა“.


ბაჩო ადამია






სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია

სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია
access_time2021-10-24 12:00:04
მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა...

რუსეთიდან მეცნიერები გარბიან

რუსეთიდან მეცნიერები გარბიან
access_time2021-10-24 20:00:45
რუსეთის მთავრობამ მორიგი ამბიციური გეგმის თაობაზე განაცხადა: 2030 წლისთვის ქვეყანაში 500 000 ემიგრანტი უნდა დააბრუნოს. დიდი ალბათობით, ეს გეგმა ევროპაში და ამერიკაში გადახვეწილ რუსებს უკან დაბრუნების აუცილებლობაში ვერ დაარწმუნებს, სამაგიეროდ, უკიდურესად კორუმპირებული ელიტისთვი სსაბიუჯეტო თანხების მითვისების კიდევ ერთი და ძალიან სარფიანი შესაძლებლობა იქნება.   ზოგადად, ბევრი პროექტი, რომელიც, ერთი შეხედვით, ქვეყნის საკეთილდღეოდ ხორციელდება, საბოლოოდ, გრანდიოზულ კორუფციულ...

სად არის "შავი ოქროს" ყველაზე დიდი მარაგი

სად არის
access_time2021-10-24 18:00:28
საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს.   ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს.   საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების...

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
access_time2021-10-24 16:00:46
ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, თუმცა პრობლემა ამ დრომდე...

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება
access_time2021-10-23 19:00:43
ბოლო სამი წელის თბილისის მერიამ გააქტიურა მუშაობა დედაქალაქის საბაგირო გზების მიმართულებით, თუმცა თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.  2019 წელს დედაქალაქის მერმა კ. კალაძემ დაანონსა - თბილისში სამი მიმართულებით სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა საბაგირო ხაზების პროექტების განხორციელება. იმ დათქმით, რომ პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ გადაწყვეტდნენ; 2019 წელსვე  „თბილისის...


მსგავსი სიახლეები

up