ქართლოს ყორანაშვილი: საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებული ფართო ხედვის მმართველების დეფიციტია

ქართლოს ყორანაშვილი: საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებული ფართო ხედვის მმართველების დეფიციტია

access_time2019-09-13 10:00:17


“საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებული ფართო ხედვის მმართველების დეფიციტია,“ — ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში  „არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი ქართლოს ყორანაშვილი ბიზნესომბუდსმენის განცხადებას — “ქართული ბიზნესი გარკვეულწილად რეგულაციებით გადაიღალა“.


პოსტს “კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: 


ხშირად (!) რიგით მოქალაქეს მოსწონს, როცა რეგულაციებს უდგენენ იმას, ვინც მასზე აქტიური და წარმატებულია. ამ შემთხვევაში ეს მოწონება ფსიქოსოციალური მოვლენაა. და ამ შემთხვევაში რეგულაციის მიღება პოპულიზმია, სოციალიზმი.


რეგულაციას არ იღებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მმართველი. რეგულაციას იღებს იქ მომუშავე სპეციალისტი, ვინც თავისი სპეციალობისა და „მოწონების“ სივიწროვით უყურებს იმ საკითხს, რომლის დარეგულირებასაც აპირებს, მეტიც, გულწრფელად და ახსნადად სჯერა, რომ საქვეყნო საქმეს სჩადის.



რეგულირებას მაშინ აქვს აზრი, როცა ის ჩაფიქრებულ მიზანს აღწევს, ხოლო დარეგულირებულს უტოვებს ალტერნატიული, კანონიერი და შედეგებიანი მოქმედების არეალს. საილუსტრაციოდ რომ ვთქვათ, ქალაქში მშენებლობების რეგულირებას მაშინ აქვს აზრი, თუ ამის შედეგად ქალაქი მოქალაქეების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უკეთ ახერხებს, მათ შორის, ლამაზდება, ხოლო მშენებლებს აქვთ თანასწორი (კონკურენტული) პოზიციები და გასაგები ორიენტირები, რომ თუ „ეს ასე არ შეიძლება“, მაშინ „რა როგორ შეიძლება“. სწორედ „რა როგორ შეიძლებაშია“ ბიზნესის, ეკონომიკის ხელშეწყობა და არა - „ეს ასე არ შეიძლებაში“.



გავაგრძელოთ. ჰოდა, სპეციალისტმა შეიმუშავა რეგულაცია. როგორც ვთქვით, იმიტომ, რომ ვიწროდ უყურებს საკითხს, „ეს ასე არ შეიძლებათი“. ვერ იაზრებს: „ეს ასე არ შეიძლების“ გვერდით თუ უკუეფექტებს; მაშ, „რა როგორ შეიძლება“; და რამდენად შესრულებადი და რამდენად მიზანმიღწევადია „ეს ასე არ შეიძლება“. წესით, ეს უნდა გაიაზროს ამ სპეციალისტის ხელმძღვანელმა, მმართველმა, სწორედ ვისაც მოეთხოვება ფართო აზროვნება, ვინც საკითხს პოპულიზმით კი არა, არამედ მენეჯერის თვალით უყურებს.


და სწორედ აქ არის ძირეული პრობლემა: საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებული ფართო ხედვის მმართველების დეფიციტია. ისინიც რიგითი მოქალაქეები და, კარგ შემთხვევაში, „მსხვილი“ სპეციალისტები არიან. მაგრამ სპეციალისტობის მაქსიმალური „სიმსხვილეც“ კი ვერ ჩაანაცვლებს მმართველს. პირიქით, შეიძლება, „მსხვილი“ სპეციალისტი „ეს ასე არ შეიძლების“ კიდევ უფრო დიდოსტატი და კიდევ უფრო უსასრულოდ ჩახლართული ლოგიკით დამცველი გამოდგეს.


აი, ასე - დღეს სპეციალისტების ხელშია საქართველოს ბიზნესის, ეკონომიკის ხელშეწყობა და განვითარება.




ქართული ბიზნესი გარკვეულწილად გადაიღალა რეგულაციებით, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წელწადნახევრის განმავლობაში დიდი ინტენსივობით შემოდის, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ  გუშინ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.






„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up