2017-2020 წლებში ქართლის ქარის ელექტროსადგური დაგეგმილ სიმძლავრეზე გავიდა

2017-2020 წლებში ქართლის ქარის ელექტროსადგური დაგეგმილ სიმძლავრეზე გავიდა

access_time2021-02-08 20:00:52

საქართველოში ერთადერთი ქართლის ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის დეკემბერში შევიდა. 2017-2020 წლებში სადგურმა სულ 348 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. თვეში 200 კვტ/სთ-ის მოხმარების გათვალისწინებით ეს წლიურად 36 200 ოჯახის ელექტროენერგიით სრულ დაკმაყოფილებას ნიშნავს.


ქარის ელექტროსადგურზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო და რადგან ინვესტორები ფრთხილობდნენ პროექტი საკუთარ თავზე სახელმწიფომ აიღო. მისი მშენებლობა $35 მლნ დაჯდა. თანხის უდიდესი ნაწილი სესხის სახით EBRD-მა გამოყო. დაფინანსება გაიღეს დონორებმაც.
სადგურს სულ 6 ტურბინა აქვს, თითოეულის სიმძლავრე 3.45 მგვტ-ა, რაც ჯამში 20.7 მგვტ-ს სიმძავრეს უდრის. სავარაუდო წლიურ გამომუშავებად 87 მლნ კვტ/სთ განისაზღვრა. 4 წლის საშუალო გაანგარიშებით პროგნოზი ზუსტად გამართლდა. ორჯერ დაგეგმილზე მცირედით ნაკლები გამოიმუშავა, ორჯერ კი მცირედით მეტი.


ელექტროსადგურის ტარიფი წინასწარ 10 წლის ვადით განისაზღვრა და ის კილოვატზე 6.89 ცენტს შეადგენს. მთელ ენერგიას სახელმწიფო ყიდულობს. საშუალო გამომუშავებით სადგურის შემოსავალი წლიურად $5.99 მლნ გამოდის.


2019 წლის 15 ნოემბერს ქარის ელექტროსადგური აუქციონზე $14.4 მლნ-დ „საქართველოს კაპიტალმა“ შეიძინა.


ქართლის ელექტროსადგური ამ დრომდე ერთადერთ ქარის სადგურად რჩება, რომლის წილი მთელ ელექტროგენერაციაში 0.8%-ზე ნაკლებია. არსებობდა და დღემდე არსებობს უფრო მასშტაბური პროექტები, კერძოდ: იალღუჯის ქედზე სიმძლავრე 45 მგვტ, წლიური გამომუშავება 110 მლნ კვტ/სთ, სამგორის ზეგანზე სიმძლავრე 45 მგვტ, წლიური გამომუშავება 130 მლნ კვტ/სთ, ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმძლავრე 90 მგვტ, წლიური გამომუშავება 225 მლნ კვტ/სთ, გორი-სკრას მონაკვეთზე სიმძლავრე 90 მგვტ, წლიური გამომუშავება 250 მლნ კვტ/სთ, საბუეთის მთზე სიმძლავრე 100 მგვტ, წლიური გამომუშავება 370 მლნ კვტ/სთ. პროექტები ჯერჯერობით პროექტებად რჩება და ჯერ არც ერთის მშენებლობა არ დაწყებულა.



მდგომარეობა უფრო მძიმეა მზის ელექტროსადგურების მიმართებაში, თუ არ ჩავთვლით სახურავებზე დამონტაჟებულ პანელებს რამდენიმე საპილოტე მიკროსადგურს ილიაუნისა და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელთა ჯამური წილი მთლიან გენერაციაში 0.02%-ს არ აღემატება, ამ დრომდე არც ერთი მზის ელექტროსადგური არ ფუნქციონირებს. ის პროექტები რომლებიც ამჟამად განიხილება მცირე სიმძალვრისაა 5 მგვტ-ს ფარგლებში, რაც ბალანსს არსებითად ვერ შეცვლის.


ქარისა და მზის ენერგიების ეკონომოკურად მომგებიანი პოტენციალი ამჟამად 1850 მეგავტია, 1350 ქარის, 500 მზის, რომელიც ჯამში 4 მლრდ კვტ/სთ-ის ეელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობას იძლევა. ტექნოლოგიების გაიაფებისა და მარაგულირებლიანი ჰესების აშენების შემთხვევაში პოტენციალი გაიზრდება. რადგან ქარი და მზე არასტაბილურ ენერგიების წყაროს განეკუთვნება. ქარი მუდმივად არ ქრის და მზე ღამე არ ანათებს, გამომუშავება და მოხმარება დროში ერთმანეთისგან აცდენილია, რაც მათი წილის განუსაზღვრელ ზრდას ხელს უშლის. ალტერნატივად შეიძლება ენერგიის შემნახველი ბატარეები განვიხილოთ, რაც ხარჯს და შესაბამისად საბოლოო ღირებულებას ზრდის, აგრეთვე არაეკოლოგიურია. მეორე ვარიანტი დღისით ჭარბი ენერგიის ექსპორტი და ღამით დეფიციტის იმპორტით ჩანაცვლებაა, ოღონდ ამ შემთხვევაშიც ტარიფი სხვადასხვა, ქართული მხარისთვის არახელსაყრელი იქნება.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up