ქართლის ქარის ელექტროსადგური სს „საქართველოს კაპიტალმა“ 14,4 მილიონ დოლარად  იყიდა

ქართლის ქარის ელექტროსადგური სს „საქართველოს კაპიტალმა“ 14,4 მილიონ დოლარად იყიდა

access_time2019-11-15 11:30:16

ქართლის ქარის ელექტროსადგური 14.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ელექტროსადგურის მყიდველი „საქართველოს ქარის კომპანიაა”, რომლის მესაკუთრე სს „საქართველოს კაპიტალია”.ობიექტის საწყისი ფასი 14.25 მილიონი დოლარი იყო. საჯარო აუქციონი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ და „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ” გამოაცხადეს.


 გამარჯვებულ კომპანიასთან 10 დღის ვადაში გაფორმდება წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულება, წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღის განმავლობაში კი შპს „კავკასიის ქარის კომპანიას" აქვს შესაძლებობა აწარმოოს მოლაპარაკება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სესხის გადაყოლის შესახებ. თუ არ შედგება შეთანხმება, მაშინ კომპანია ვალდებულია მოახდინოს ჯერ სესხის თანხის გადაფარვა, ხოლო შემდგომ კი „გამყიდველების" მიერ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე „შეძენის ფასის" ჩარიცხვა.


სს „საქართველოს ენერგერგეტიკის განვითარების ფონდისა" და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მიერ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის" 100%–იანი წილის საჯარო აუქციონით გაყიდვის მიზნით განაცხადი 16 სექტემბერს გამოქვეყნდა და სააუქციონო დოკუმენტაცია ცხრა კომპანიამ გაიტანა. კომპანიის საბაზრო საწყისი ღირებულება 14, 250, 000 აშშ დოლარს შეადგენდა.



ქართლის ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის დეკემბერში შევიდა, მისი დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატს შეადგენს, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება კი 84,1 მილიონი კილოვატ საათია.


„კომერსანტი“




3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა
access_time2020-01-27 18:45:28
2019 წელს უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ Microsoft ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანიაში დასაქმებულებისთვის 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესდა. კვლევის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის ახალი ინიციატივის შედეგად, დასაქმებულების პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა. Microsoft-ის შემდეგ ანალოგიური სამუშაო გრაფიკი სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც დააწესეს და მათ...

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის
access_time2020-01-27 17:30:14
 „კარდინალი“ 30-მდე გამოცდილი და კვალიფიციური იურისტისგან დაკომპლექტებული იურიდიული კომპანიაა. მათი დამოუკიდებელი სამუშაო გამოცდილება საქართველოში 5-10 წლამდე ითვლის. „კარდინალის“ იურიდიული მომსახურების სფეროებს წარმოადგენს: საკონსულტაციო, სარეკომენდაციო (ზეპირსიტყვიერი) მომსახურება, იურიდიული აუდიტი, სასამართლო საარბიტრაჟო დოკუმენტაციის მომზადება და წარმომადგენლობა, კლიენტის ინტერესების შესაბამისად სახელმწიფო, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება,...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა
access_time2020-01-27 17:35:38
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის...

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-27 21:00:13
„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა 1.„ჩვენი სახელმწიფოს მიმზიდველობა, რის გამოც მსოფლიოში „დემოკრატიის შუქურად“ ვიწოდებოდით,ჩაქრა“ 2. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაქრობა მცირე ზომის ბანკებისთვის დადებითი...

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს
access_time2020-01-27 19:50:01
2019 წელს საქართველოში ჩინეთიდან 858,6 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - სულ 30,8 მლნ დოლარის...


მსგავსი სიახლეები

up