ქართლის ქარის ელექტროსადგური 14.25 მილიონ დოლარად იყიდება

ქართლის ქარის ელექტროსადგური 14.25 მილიონ დოლარად იყიდება

access_time2019-09-17 21:33:18

ქართლის ქარის ელექტროსადგური 14.25 მილიონ დოლარად იყიდება.

 

საჯარო აუქციონი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ და „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ” გამოაცხადეს.

 

კერძოდ, იყიდება შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის” კაპიტალის 100 პროცენტიანი წილი.

 


„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ წარმოადგენს საქართველოში განხორციელებულ, ქარის პირველი ელექტროსადგურის პროექტს, რომლის წლიური საპროგნოზო გამომუშავებული ენერგია 84 100 000 კვტ/სთ–ია. ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს მიიღეს. სადგურის სიმძლავრე 20.7 მეგავატია.

 

აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია 31 ოქტომბრის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.

 

აუქციონი 2019 წლის 15 ნოემბერს გაიმართება.


1TV




„მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა

„მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა
access_time2020-08-13 14:10:52
საქართველოს საფონდო ბირჟაზე თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის სს  „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები დაილისტა. B კლასის აქციები (ISIN GE1100003932) დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში და სავაჭრო სისტემაში. აქციებს საბირჟო კოდი (ტიკერი) - MEHBB მიენიჭა. ბირჟაზე B ჯგუფის 54,476,929 ლარის ჯამური ნომინალური ღირებულების აქცია დაილისტა, თითოს ნომინალის ფასი 1 ლარია. კომპანიას ასევე გამოშვებული აქვს A კლასის 6 052 993 აქცია,...

BAG-ის გამოკითხული წევრების 72.2% მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები, რაც ხელს უშლის მათ ბიზნეს საქმიანობას

BAG-ის გამოკითხული წევრების 72.2% მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები, რაც ხელს უშლის მათ ბიზნეს საქმიანობას
access_time2020-08-13 11:59:16
მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების 72.2% განაცხადა, რომ არსებობს მათი ბიზნეს საქმიანობისთვის ხელისშემშლელი თუნდაც ერთი ფაქტორი. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირებულია პირველი კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევასთან შედარებით, როდესაც საქმიანობისათვის ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობაზე გამოკითხულთა 86.5%  საუბრობდა. პირველი კვარტლის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, COVID პანდემიით იყო განპირობებული, რაც...

პანდემიის გამო „ვითიბი“ ბანკს „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა გაეზარდა

პანდემიის გამო „ვითიბი“ ბანკს „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა გაეზარდა
access_time2020-08-13 12:00:22
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ზარალი სესხების შესაძლოა დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 6-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 37,890,502 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 6,920,718 ლარი. 2020 წლის II კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, „ვითიბი“ ბანკის ზარალმა 26,095,611 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც...

გიორგი გახარია - ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება

გიორგი გახარია - ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება
access_time2020-08-13 11:25:08
უმჯობესი იქნება, რომ ავტომობილების განბაჟება გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა შესაბამისი დავალება მისცა ფინანსთა სამინისტროს და აღნიშნა, რომ ავტოიმპორტიორების მხრიდან რამდენჯერმე იყო შესაბამისი მომართვა და მთავრობამ აღნიშნული ნაბიჯი ერთხელ უკვე გადადგა. „კრიზისის ზემოქმედება, როგორც ჩანს და არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ...

ელემენტ კონსტრაქშენმა McDonald's-ის ახალი რესტორანი ააშენა

ელემენტ კონსტრაქშენმა McDonald's-ის ახალი რესტორანი ააშენა
access_time2020-08-13 12:30:14
ელემენტ კონსტრაქშენმა თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, ,,მაკდონალდსის” ახალი ფილიალი ააშენა. განსხვავებული დიზაინის მქონე სწრაფი კვების ობიექტზე  სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სრული ციკლი კომპანიამ საინჟინრო ნაწილის  ჩათვლით უზრუნველყო. აღსანიშნავია, პროექტის განხორციელების ვადებიც. ,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები 4 თვეში დაასრულა. აქედან ერთი თვე სამშენებლო პროცესი...


მსგავსი სიახლეები

up