ქართლი ქარის ელექტროსადგურის აქციები საფონდო ბირჟაზე შესაძლოა მომავალ წელს განთავსდეს

ქართლი ქარის ელექტროსადგურის აქციები საფონდო ბირჟაზე შესაძლოა მომავალ წელს განთავსდეს

access_time2017-09-05 14:30:11

„ქართლი ქარის ელექტროსადგურის“ აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავარაუდოდ მომავალ წელს განთავსდება. როგორც „ქართლი ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილი რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, ბაზრის კვლევა საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე „ქართლი ქარის ელექტროსადგურმა“ აგვისტოს ბოლოს გამოაცხადა. მიმდინარე კვირის ბოლოს ან მომავალ კვირაში კი გამოცხადდება ოფიციალური ტენდერი შესყიდვების სააგენტოს საიტზე საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე და ამ პროცესის დასრულების შემდეგ დადგინდება აქციების განთავსებისა და სისტემის აწყობის ვადა.

 

 

„წინასწარ ზუსტი თარიღის დადგენა რთულია. ტენდერის დასრულებას ერთი თვე სჭირდება, შემდეგ მისი დაკონტრაქტება ნოემბრის დასაწყისში მოხდება. სისტემის აწყობას და აქციების გამოტანას დამატებით მინიმუმ 3-4 თვე დასჭირდება“ - აცხადებს ყაზარაშვილი

 

 

კითხვაზე დაიტოვებს თუ არა სახელმწიფო „ქართლი ქარის ელექტროსადგურის“ საკონტროლო პაკეტს? ყაზარაშვილი პასუხობს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება კონსულტაციების შემდეგ.

 

„კონსულტანტს ველოდებით და შესაბამისად, რომელიც უფრო უკეთესი ვარიანტი იქნება, მართვის და სხვა მონაცემების კუთხით ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“ - განმარტავს ყაზარაშვილი

 


 

მისივე ინფორმაციით, სექტემბერი, როგორც წესი პასიური თვეა ქარის ელექტროსადგურისთვის გამომუშავების კუთხით თუმცა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ელექტროსადგური იწყებს იმ დონეზე მუშაობას რომ კარგი გამომუშავება იყოს.

 

 

ბოლო მონაცემებით, ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ მიმდინარე წლის ივნისის თვეში წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტრო გენერაციამ 8 762 000 კილოვატ საათი შეადგინა, რაც 1 562 000 კილოვატ საათით აღემატება ივნისის თვის პროგნოზს. ამასთანავე სადგურის მიერ ჩართვის დღიდან გამომუშავებული და მიწოდებული ელექტრო ენერგია შეადგენს 53 600 000 კილოვატ საათს.

 

 

ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში გასული წლის 20 დეკემბერს შევიდა, თუმცა, ნოემბრიდან სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია უკვე სისტემას მიეწოდებოდა.

 

 

გორში მდებარე ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია 88 მლნ კვტ/საათი. პროექტის ღირებულება 34 მილიონი დოლარია.

 


საქართველოს მიერ ელექტროენერგიის წლიური მოხმარება საშუალოდ 11 მილიარდი კვტ/სთ-ია.

 

 



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-03 21:30:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ქართველი ხალხი ასეთი ბნელი და გაუნათლებელი არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა“ - ეპიდემიოლოგი     „ხალხი არ იცავს სოციალურ დისტანციას, აღარ იკეთებს ნიღაბს და არ ატარებს სადეზინფექციო საშუალებებს. შეხედეთ რა ხდება ქალაქში - 10-დან 9-ს ნიკაპზე უკეთია ნიღაბი....

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს
access_time2020-12-03 21:00:49
2020 წელს ბიტკოინის კურსის ზრდამ ბევრი ჭკვიანი ადამიანი გააოცა. გასულ კვირას მთავარი კრიპტოვალუტის ღირებულება 20 000 დოლარამდე ავარდა, რამაც ბევრ სკეპტიკოსს აზრის შეცვლა აიძულა.   2018 წელს ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ნოელ რუბინიმ ბიტკოინს „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი საპნის ბუშტი“ უწოდა, თუმცა, დღეს ვირტუალური ფულის წარმატების ფონზე, 2020 წლის ნოემბერში, ის აღიარებს, რომ კრიპტოვალუტას ზრდის პერსპექტივა აქვს.   მაშინ რა ხდება...

Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?

 Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?
access_time2020-12-03 20:00:16
2020 წელი ნავთობის და გაზის ბაზრებისთვის უნიკალური და წარმოუდგენლად რთული იყო - კორონავირუსის პანდემიამ და ოპეკ+ის შეთანხმების ჩაშლამ ნავთობზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა გამოიწვია. აპრილში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნავთობი წამგებიანი გახდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.   2020 წელმა ისტორიაში პირველად მოხმარების შოკი მოიტანა. ბოლო 50 წლის მანძილზე მსოფლიოში მიწოდების შოკი საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო - მაგალითად, 1967 წელს ისრაელის მიერ წამოწყებული 6-დღიანი ომის დროს,...

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-12-03 19:30:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3119 ლარი გახდა....

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“
access_time2020-12-03 18:30:10
რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.   „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური...


მსგავსი სიახლეები

up