ქარტია მთავრობის ადმინისტრაციას მოუწოდებს, მედიისთვის დამატებით გასცეს სპეციალური საშვები

ქარტია მთავრობის ადმინისტრაციას მოუწოდებს, მედიისთვის დამატებით გასცეს სპეციალური საშვები

access_time2020-04-22 18:12:10

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მედიისთვის დაწესებული შეზღუდვების შესახებ განცხადებას ავრცელებს.


ქარტია მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციას, რომ გაითვალისწინოს გამკაცრებული შეზღუდვების პირობებში მედიის წინაშე წარმოშობილი პრობლემები და დამატებით გასცეს სპეციალური საშვები ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში ქარტია მიიჩნევს, რომ ეს არის მედიისთვის საქმიანობაში გამიზნულად ხელის შეშლა.


განცხადებაში აღწერილია, რატომ აფერხებს დაწესებული შეზღუდვები მედიის საქმიანობას: „2020 წლის 30 მარტის დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ ამავე წლის 31 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით კომენდანტის საათი დაწესდა და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე აიკრძალა, როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. შეზღუდვა შეეხო მედიასაც. სპეციალური საშვების მისაღებად მედიას წერილობით უნდა მიემართა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურისთვის, 30 მარტის 23:30 საათამდე, ოფიციალურ ელ.ფოსტაზე.


მედიასაშუალებების უმრავლესობამ მხოლოდ იმ თანამშრომელთა მონაცემები გააგზავნა, ვისაც კომენდანტის საათის განმავლობაში უწევდა გადაადგილება.



2020 წლის 14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ 15 აპრილის 21:00 საათის შემდეგ აიკრძალა ქ. თბილისის, ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გასვლა. მთავრობის დადგენილებაში ხაზგასმული იყო, რომ შეზღუდვა არ ეხებოდა მედიის წარმომადგენლების ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას. თუმცა მათ სჭირდებათ სპეციალური საშვი, რომელიც 31 მარტიდან აღარ გაიცემა.


2020 წლის 17 აპრილის 12:00 საათიდან აიკრძალა გადაადგილება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, გარდა მოტოციკლისა. აღნიშნული შეზღუდვა შეეხო მედიის წარმომადგენლებსაც, თუ მათ 30 მარტის 23:30 საათამდე ვერ მოასწრეს სპეციალური საშვების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციისთვის მიმართვა.


2020 წლის 21 აპრილს დაწესებული შეზღუდვები გახანგრძლივდა. შესაბამისად, მედიაორგანიზაციები პრობლემის წინაშე აღმოჩდნენ, რადგან მთავრობის ადმინისტრაცია ვადის გასვლის გამო უარს აცხადებს სპეციალური საშვების გაცემაზე, ისევე როგორც კონკრეტული პირების ჩანაცვლებაზე. არაერთი მედიასაშუალების წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ ხელი ეშლებათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.


განცხადებაში ნათქვამია, რომ ქარტია ყოველთვის მოუწოდებდა ჟურნალისტებს დაეცვათ დაწესებული შეზღუდვები, თუმცა ამ შეზღუდვების პირობებში მუშაობა შეუძლებელი ხდება. „წარმოუდგენლად მიგვაჩნია მედიას ეფიქრა, რომ ახალი შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში ვეღარ მიიღებდა სპეციალურ საშვებს”, - აღნიშნავს ქარტია.


რადიო თავისუფლება 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up