მსოფლიოში ქარისა და მზის ენერგიის წილი 5 წელიწადში დომინანტი გახდება

მსოფლიოში ქარისა და მზის ენერგიის წილი 5 წელიწადში დომინანტი გახდება

access_time2020-11-22 18:00:13

ქარისა და მზის ენერგიის ათვისების ტემპი, პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებსიც მატულობს. ელქტროენერგიის წარმოებაში თუ ჯერ კიდევ 5 წლის წინ მათი ჯამური წილი 3%-ს არ აღემატებოდა, ახლა უკვე წიაღისეულ საწვავს უწევენ კონკურენციას.


ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ახალი ანგარიშის თანახმად ქარისა და მზის ელექტროსადგურების ჯამური დაგმული სიმძლავრე 2025 წლამდე 1.123 ტერავატით გაიზრდება და გაზზე მომუშავე თბოსადგურების სიმძლავრეს 2023 წელს, ხოლო ნახშირზე მომუშავე თბოსადგურების სიმძლავრეს 2024 წელს გადააჭარბებს.


იმავე კვლევის თანახმად მზის, ქარისა და ჰიდდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა, ნახშირზე მომუშავე თბოსადგურების მაჩვენებელს 2025 წლისთვის გადააჭარბებს. ელექტროსადგურების სიმზლავრე და გამომუშავება ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვევა. იმის გათვალისწინებით, რომ თბოსადგური უფრო სტაბილურია, მისი 1 მგვტ დადგმული სიმძლავრიდან უფრო მეტი ელექტროენერგია მიიღება. გარდაბნის თბოსადგურის დადგმული სიმძლავრე 230 მეგავატია და მას წლიურად 1.8 მლრდ კვტ/სთ-ს გამომუშავება შეუძლია ანუ 1 მგვტ-დან 7.83 მლნ კვტ/სთ, ქართლის ქარის ელექტროსადგურის იგივე პარამეტრები შესაბამისად 20.7 მგვტ და 88 მლნ კვტ/სთ-ა ანუ 1 მგვტ-დან 4.25 მლნ კვტ/სთ. დაბალი ეფექტიანობის მიუხედავად განახლებად ენერგიას უკეთესი კოზირი უჭირავს და გარემოს თითქმის არ აბინძურებს, ბოლო წლებში ტექნოლოგიებზე ფასების კლების შედეგად ალტერნატიული ენერგია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ძვირ სიამოვნებად მიიჩნეოდა კონკურენტუნარიანი გახდა.


ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზით უახლოეს 5 წელიწადში ახალ ელექტროსადგურებში განახლებადის წილი, იგულისხმება როგორც მზისა და ქარის, ასევე ჰესები და სხვა ალტერნატიული ენერგიები: ბიოსაწვავი, გეოთერმული ენერგია, მიქცევა-მოქცევა... 95%-მდე გაიზრდება.



ნახშირზე მომუშავე თბოსადგურების დადგმული სიმძლავრე ამჟამად 2.134 ტერავატს შეადგენს, პიკს - 2.142 ტერავატს 2022 წლისთვის მიაღწევს და 2025 წელს 2.080 ტერავატამდე შემცირდება. გაზზე მომუშავე თბოსადგურების სიმძლავრე პირიქით 1.821 ტერავატიდან 1.998 ტერავატამდე გაიზრდება. წიაღისეული საწვავიდან ბუნებრივი გაზი ყველაზე ნაკლებად დამაბინძურებელია. ნახშირის გაზით ჩანაცვლება ეკოლოგიურ მდგომარეობას აუმჯობესებს. წყალსაცავიანი ჰესი მართალია დიდ ფართობს ტბორავს, მაგრამ ნახშირორჟანგს და სხვა მავნე აირებს არ აფრქვევს, რის გამოც ის მაინც მწვანე ენერგიად ითვლება. 2020-20125 წლებში ჰესების დადგმული სიმძლავრე 1.324 ტერავატიდან 1.427 ტერავატამდე გაიზრდება. ბირთვული ენერგიის გამოყენების კუთხით დიდი ცვლლებები არაა მოსალოდნელი. რეაქტორების ჯამური სიმზლავრე უმნიშვნელოდ 416-დან 418 გიგავატამდე გაიზრდება. მრუდი ყველაზე დამრეცი ქარისა და მზის ენერგიის მიმართულებითაა. ამჟამად მათი ჯამური დადგმული სიმძლაბრე 1.398 ტერავატს შეადგენს. 2025 წლისთვის ის მინიმუმ 2.349 ტერავატამდე, ან შეიძლება 2.638 ტერავატამდეც გაიზარდოს. პროცენტებში ეს 68-89 პროცენტიანი ზრდაა. ეფექტიანობის ზრდის ხარჯზე მატება უფრო მეტი იქნება გამომუშავების ნაწილში. ენერგეტიკის სააგენტო მის გაორმაგებას ელის. განახლებადი ენერგიის გამომუშავება 5 წელიწადში 9.7 ტრლნ კვტ/სთ-ს გადააჭარბებს.

პირველი ინდუსტრიული რევოლუციიდან მოყოლებული ენერგიის მოხმარება სტაბილურად იზრდება, გამონაკლისი კრიზისებია. ამასთან ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდის ტემპი უფრო მაღალია ვიდრე გაზზე ან ნავთობზე. 1973-2013 წლებში ყველა სახის ენერგიაზე მოთხოვნა 122%-ით გაიზარდა, საკუთრივ ელექტროენერგიაზე 270%-ით. პარალელურად კრიზისების დროს მოთხოვნის კლება უფრო დაბალია. 2020 წელს ზოგადად ენერგიის მოხმარების 5%-იანი კლებაა ნავარაუდევი, ელექტროენერგიის მოხმარება კი მხოლოდ 2%-ით დაიკლებს. 


2014 წელს ელექტოენერგიის წარმოებაში ნახშირის წილი 41%-ს შეადგენდა, ქარისა და მზის წილი ერთად 3%-ს არ აღემატებოდა. 2018 წელს ნახსირის წილი 38%-მდე შემცირდა, ქარისა და მზის ერთად 7%-მდე გაიზარდა. დღეისთვის ქარის ენერგიის წილი მზისას აღემატება, ის უფრო სტაბილურია. ქარის სადგურს ელექტროენერგიის გამომუშავება ღამითაც შეუძლია, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ მზის პანელებზე ფასი უფრო სწრაფად კლებულობს ვიდრე ქარის ტურბინებზე და მზის ენერგიის პოტენციალი ბევრად აღემატება ქარისას 5 წელიწადში ან უფრო ნაკლებ დროში ბალანსი მზის ენერგიის სასარგებლოდ გადაიხრება.


გიორგი ელიზბარაშვილი


თეგები:
ენერგია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up