„2021 წელს წარმოების 150 ტონამდე გაზრდას და საექსპორტო ქვეყნების გაფართოებას ვგეგმავთ“ - „ქარელის ხილი“

„2021 წელს წარმოების 150 ტონამდე გაზრდას და საექსპორტო ქვეყნების გაფართოებას ვგეგმავთ“ - „ქარელის ხილი“

access_time2021-03-27 16:00:51

ჩირის მწარმოებელი კომპანია „ქარელის ხილი“, რომლის პროდუქციაც ბრენდ „ჩიკორის“ ქვეშ გამოდის, მარტის ბოლოს მომხმარებლებს ახალ პროდუქტს, თხილის ასორტს წარუდგენს. მიქსის შემადგენლობაში ნიგოზი, მიწის თხილი, არაქისი და ნუში იქნება.


გაყიდვების ტენდენციებზე და კომპანიის ახალ გეგმებზე საიტი EastFruit ექსპორტის საკითხებში კომპანიის მენეჯერს ანა სოსელიას გაესაუბრა.


-რატომ გადაწყვიტა ჩირის მწარმოებელმა კომპანიამ თხილის მიქსის წარმოება და ეს პროდუქტი რომელ ბაზარზეა გათვლილი?


-100-გრამიან შეფუთვაში დაფასოებული თხილის მიქსი ჩვენი კომპანიის მიერ შემოთავაზებული კიდევ ერთი ჯანსაღი სნეკი იქნება. საქართველოში თხილი ტრადიციულად ძალიან უყვართ, ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ ახალი პროდუქცია ადგილობრივ მომხმარებლებს მოეწონება.


ამავე დროს ჩვენ ამ პროდუქტის ექსპორტზეც ვფიქრობთ.


-როგორია სადღეისოდ „ქარელის ხილის“ პროდუქციის ასორტიმენტი?


-ესაა ნესვის, საზამთროს, ქლიავის, გარგარის, ხურმის, მანდარინის და ვაშლის ჩირი, ასევე ვაშლის ჩიფსები და ჩირი შოკოლადში. თანაც ეს ყველაფერი ყოველგვარი დანამატების გარეშე. უახლოეს დღეებში, როგორც უკვე ითქვა, ამას თხილის 4 სახეობის მიქსიც დაემატება.



-როგორი იყო თქვენი კომპანიისთვის 2020 წელი, რა გავლენა მოახდინა თქვენს საქმიანობაზე პანდემიამ და როგორია თქვენი მოლოდინები 2021 წელს?


-რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა კომპანია მსოფლიოში, პანდემიამ ჩვენც დაგვაზარალა. 2020 წელს პროდუქციის წარმოება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა გაყიდვების კუთხით, იმის მიუხედავად, რომ 2019 წელთან შედარებით ზრდა გვქონდა, დაგეგმილ მაჩვენებლებზე მაინც ვერ გავედით. ალბათ იმიტომ, რომ ჩირი პირველადი დანიშნულების საქონელი არაა.


ამავე დროს საექსპორტო გეგმები, რამდენიმე თვის დაგვიანებით, მაგრამ მაინც, მთლიანად შესრულდა.


2021 წლის მოლოდინები პოზიტიური გვაქვს, რაც შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდის წინაპირობებით და საექსპორტო მოთხოვნის მატებითაა განპირობებული. შესაბამისად, ჩვენ 2021 წელს წელიწადში წარმოების 150 ტონამდე გაზრდას ვგეგმავთ.


-თქვენი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციისრა პროცენტი და რომელ ქვეყნებში ექსპორტირდება?


-ექსპორტზე ჩვენ პროდუქციის 30%-ს, ძირითადად ლიტვაში, ჩეხეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, პოლონეთში, იაპონიაში და ჩინეთში ვაგზავნით. ჩვენს პროდუქციაზე საექსპორტო მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, იმიტომ, რომ მომხმარებლები სხვადასხვა ქვეყნებში მას კარგად იცნობენ.


ჩვენ უკვე არსებულ პარტნიორებთან თანამშრომლობას ვაგრძელებთ, მათ ახალი ბაზრები ემატებიან.


1 თვის წინ ჩვენ ჩირის პირველი პარტია ისრაელში გავაგზავნეთ, აპრილში კი საცდელი პარტია ყატარში წავა.


-ყველაზე კარგად „ჩიკორის“ ბრენდის რომელი პროდუქტი იყიდება?


-ყველაზე დიდი მოთხოვნა საექსპორტო ბაზრებზე საზამთროს, ნესვის და ხურმის ჩირზეა. ადგილობრივ ბაზარზე ცალსახა ლიდერია შავი ქლიავი.


ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ქარელის ხილი“ 2015 წელს გაიხსნა. 2020 წლის იანვარში კომპანიამ სასურსათო პროდუქციის უსაფრთხოების სერტიფიკატი FSSC 22000 მიიღო.


კომპანია 30 ჰექტარის ხილის ბაღებს ფლობს. საკუთარი წარმოების და ადგილობრივი მოსახლეობისგან შესყიდული ხილისგან კომპანია ჩირის 20 სახეობას აწარმოებს.


east-fruit.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up