„ქაოსს, რომელიც ისედაც არსებობდა კურორტებზე, დაემატება კიდევ ერთი სტრუქტურა, რომელიც რეალურად კიდევ უფრო მეტ ქაოსს შეიტანს - ლევან კობერიძე

„ქაოსს, რომელიც ისედაც არსებობდა კურორტებზე, დაემატება კიდევ ერთი სტრუქტურა, რომელიც რეალურად კიდევ უფრო მეტ ქაოსს შეიტანს - ლევან კობერიძე

access_time2020-02-06 10:00:20

„ქაოსს რომელიც ისედაც არსებობდა კურორტებზე, დაემატება კიდევ ერთი სტრუქტურა, რომელიც რეალურად კიდევ უფრო მეტ ქაოსს შეიტანს კურორტების მართვაში“, - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც იარსებებს 1 გენერალური მენეჯერი, რომელიც კურორტს სრულად წარმართავს.

 

ლევან კობერიძე აცხადებს, რომ სტრუქტურა ვერ იქნება ეფექტური და  ის სახელმწიფო ბიუჯეტის მფლანგველი კიდევ ერთი ორგანიზაცი იქნება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შეიქმნება კიდევ ერთი დამატებითი სტრუქტურა, სსიპ-ი, რომელშიც მმართველი გუნდის ერთგული ადამიანები დასაქმდებიან.

 

„განცვიფრებული ვარ ამ გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები არანაირ წარმატებულ საერთაშრისო პრაქტიკას არ შეესაბამება და რეალურად  ვერ შეძლებს ტურისტულ მიმართულებაზე არსებული პრობლემების მოგვარებას. ეს იქნება ბიუჯეტის მხარჯველი კიდევ ერთი სტრუქტურა. როდესაც პრემიერმა ინიციატივა გააჟღერა იმედი გამიჩნდა, რომ კურორტის მართვის იმ ფორმას აირჩევდნენ, რომელიც ძალიან ბვერ ევროპულ კორორტის მქონე რეგიონში არის მიღებული. ეს არის კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის ფორმატი, მათთვის ეს აპროპირებულია და ფაქტობრივად კურორტების წარმატების რეცეპტია, თავის დროზე მეც ეს ფორმატი მქონდა შეთავაზებული ეკონომიკის სამინსიტროსთვის.“,- აცხადებს ლევან კობერიძე

 

დეპუტატი „კომერსანტთან“ დეტალურად საუბრობს კურორტების მართვის იმ წარმატებულ მოდელზე, რომელიც მისი თქმით, დასავლეთმა უკვე გამოიყენა. დეპუტატი მზაობას გამოთქვამს, რომ მმართველ გუნდს მართვის სისტემის პრეზენტაცია წარუდგინოს, რათა მისი თქმით, მიღებული არასწორი გადაწყვეტილება შეცვალონ. როგორც კობერიძე აცხადებს, ქვეყანაში არსებობენ გამოცდილი ადამიანები, ვისაც აღნიშნული საკითხის სწორად წარმართვა შეუძლია.


 

„ეს არის ფორმატი, როდესაც კერძო და საჯარო სექტორები  თანამშრომლობენ, იქმნება სპეციალური სუბიექტი, რომელიც არის დაკომპლექტებული როგორც საჯარო სექტორის, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებითაც. ბიუჯეტი ყალიბდება ერთის მხრივ, სახელმწიფოს მიერ შევსებული თანხით, მეორეს მხრივ, კერძო სექტორის მიერ გადახდილი მიზნობრივი გადასახადებით.


ფორმირდება ბორდი, რომელსაც გამოაქვს სამოქმედო გეგმა თუ რა სჭირდება კურორტს განვითარებისთვის და ამ გეგმის დამტკიცების შემდეგ უკვე აღმასრულებელი სტრუქტურა აღასრულებს შემუშავებულ გეგმას. იქნება ეს ტურიზმის დეპარტამენტი თუ კერძო სექტორი, მათთვის სავალდებულო  იქნება ბორდის გადაწყვეტილების აღსრულება. მიღებებულ გადაწყვეტილებას პოლიტკური სპეკულაციები ვერ გადაწონის. როცა ხელისუფლებას უნდა კორორტზე, ხმების მიღების მიზნით, რაღაც პოპულისტური ნაბიჯის გადადგმა, კერძო სექტორი ამის საშუალებას არ მისცემს, რადგან ბორდში ისიცაა წარმოდგენილი. კერძო სექტორის მხრიდანაც ვერანაირ გადაცდომას  ვერ ექნება ადგილი, რადგან საჯარო ინტერესის დამცველად სახელმწიფოს წარმომადგენელი გვევლინება. ამ საკითხზე მაინც დაჯდეს ხელისუფლება და ოპოზიცია, ეკონომიკის კომიტეტში მობრძანდნენ, ნუ ეშინიათ, ნუ ერიდებათ პარლამენტში სიარული, რადგან მათ შორის ოპოზიციასაც საკმაოდ დიდი რესურსის მობილიზება შეუძლია ქვეყანის სწორი განვითარების ხედვის ჩამოყალიბებაში“-აღნიშნავს კობერიძე. 

 

 

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ  პრემიერმა გიორგი გახარიამ  განაცხადა, რომ ტურისტული ლოკაციებისა და ტურისტული ქალაქების მართვის კუთხით სერიოზული გამოწვევაა. მან ისაუბრა კოორდინაციის პრობლემაზე და მაგალითად, ბაკურიანში და გუდაურში ბოლოს განვითარებული მოვლენები მოიყვანა.

 


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up