თხილის ბაზარზე განუკითხაობაა - 5–ლარიან თხილს ხალხი 3,5 ლარადაც ვერ ყიდის

თხილის ბაზარზე განუკითხაობაა - 5–ლარიან თხილს ხალხი 3,5 ლარადაც ვერ ყიდის

access_time2021-08-13 12:00:14

ჩამბარებელ პუნქტებში თხილის სტანდარტის გამო  1 ტონა თხილში მოსახლეობა, სულ მცირე, 1500 ლარს კარგავს. ამის მიზეზი თხილის ხარისხის დადგენის არასამართლიანი მეთოდია, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ცხადია, თხილის ხარისხი უნდა შემოწმდეს, მაგრამ არა იმ ფორმით, რა პირობებშის მოსახლეობის უმეტესობას პროდუქტის ჩაბარება უწევს. როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში „კომერსანტს“ განუმარტეს, ქარხნებში თხილი ლაბორატორიულად მოწმდება, თუმცა ქვედა დონეზე ამ მხრივ დიდი პრობლემაა, რაც მოსაწესრიგებელია.


გარდა იმისა, რომ სტანდარტი ძველია და თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებს კატასტროფულად ჩამორჩება, აშკარად მსხვილი კომპანიების ინტერესებზეა მორგებული, რაზეც დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ფერმერები უკვე დაუფარავად საუბრობენ.


ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გიზო ბესელია ამბობს, რომ 1 კგ. თხილის ჩაბარება, მინიმუმ, 1,5 ლარით ნაკლებ ფასში უწევს, როცა მითეთებული ღირებულება 5 ლარს შეადგენს. როგორც ფერმერი ამბობს, ამ ფასად თხილის გაყიდვა რეალურად წარმოუდგენელია და ამის გამო ხალხი დიდ ზარალს განიცდის.


„ვითხოვთ პასუხს, გაგვარკვიონ, რატომ ამტვრევენ თხილს ცალობით და რატომ მოქმედებს ასეთი ველური სტანდარტი. თითო გადამყიდველი დღეში, საშუალო 5-6 ტონა თხილს აბარებს ქარხნებში, ჩვენგან იაფად ყიდულობენ პროდუქტს და თვითონ არნახულ მოგებაზე გადიან. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ქარხანაში საექსპორტოდ გამზადებულ თხილს ვინმე ამ მეთოდით ახარისხებდეს, ხალხის გაჭირვებაზე ითბობენ ხელს, ჩვენ კი სიმწრით მოყვანილ მოსაავალს ნორმალურად ვერ ვყიდით. ამ დროს ვიღაცას ჰგონია, რომ თხილი 5 ლარი ღირს და გამდიდრდა ხალხი, ასე ნამდვილად არ არის. ვისაც მცირე მოსავალი აქვს, ხარჯსაც ვერ ფარავს ან მინიმალური მოგება რჩება, 1 ცალ უვარგის თხილში 50 თეთრს ვკარგავთ, ამას ძარცვა ჰქვია.  სტანდარტი მოსახლეობის საზიანოდ მუშაობს და როგორმე უნდა შეიცვალოს“, - უთხრა ფერმერმა „კომერსანტს“.


ხარისხის შემოწმებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემას აღიარებს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი თოდუა. მისი თქმით, გაუგებრობა ძირითადად წვრილ და საშუალო გადამყიდველებს უკავშირდება, ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, ხალხმა პროდუქტი ქარხნებსა და საშრობებში ჩააბაროს, რაც მათ დანაკარგისგან დაიცავს.



„თხილის ხარისხით წელს კმაყოფილია ყველა, ვინც მოსავალს მოუარა. ასე მასიურად არ არის და ხშირად გამოთქვამენ უსაფუძვლო პრეტენზიას. მთავარი პრობლემაა ე.წ. ქუჩის ფენომენი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს.  მსოახლეობის უმეტესობა თხილს აბარებს გადამყიდველებთან, სადაც ხარისხის ,,დადგენა“ არაცივილურად ხდება. ამიტომ ვურჩევთ ფერმერებს, რომ საშრობენში მიიტანონ თხილი, სადაც გამოსავლიანობა ლაბორატორიულად მოწმდება.  არ ვიცი, საიდან მოდის, მაგრამ ცალობით თხილის მტვრევა აპრობირებულ მეთოდად იქცა, რასაც ცხადია ვგმობთ, რადგან სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სტანდარტთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს“, - ამბობს თოდუა.


რაც შეეხება თხილის გამოსავლიანობას, ქარხნებში ეს მაჩვენებელი ლაბორატორიულად მოწმდება. კერძოდ, როგორც გიორგი თოდუა აღნიშნავს, შესამოწმებლად შეტანილ თხილს ლაბორატორიებში ამტვრევენ და თუ აღმოჩნდა, რომ 1 კგ.-დან 450 გრამი (45%) კარგია, აღნიშნული ციფრი მრავლდება იმ დროისთვის არსებული თხილის გულის ფასზე. მაგალითად, სეზონზე, როცა თხილის გული 20 ლარი ღირს, ამ სტანდარტით სარგებლობის შემთხვევაში, თხილის ფასად 9 ლარი განისაზღვრება.


ცნობისთვის, ამ ეტაპზე რეგიონებში 1 კგ. თხილის ფასი 4,50-5 ლარის ფარგლებშია.


რაც შეეხება თხილის საერთაშორისო ფასს,  ექსპორტიორების ინფორმაციით, ევროპულ ბაზარზე ფასები უკვე ფორმირდება  და  1 კგ თხილის გულზე $5,5–6,5 -ს შეადგენს.


ამ ეტაპზე საქართველოში საექსპორტო თხილის ერთეული პარტიები მზადდება, ვინაიდან, როგორც ექსპორტიორები აღნიშნავენ,  ევროპელი ტრეიდერები ჯერ არ აქტიურობენ. საექსპორტო ხარისხის თხილის გულის ფასი, ზღვით მიწოდების პირობით, 1 კგ–ზე $5,7–6–ს შეადგენს.

 

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up