ქამრების შემოჭერის ნაცვლად 2021 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულების ხელფასები 60 მლნ. ლარით იზრდება

ქამრების შემოჭერის ნაცვლად 2021 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულების ხელფასები 60 მლნ. ლარით იზრდება

access_time2020-12-14 12:40:46

საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მთლიანი სახელფასო ანაზღაურება 2021 წელს იზრდება. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის თანახმად, მომდევნო წელს საჯარო სექტორში დასაქმებულების შრომის ანაზღაურებისთვის 1,614,671.1 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც 60 მილიონი ლარით მეტია 2020 წელთან შედარებით. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მთავრობაში ქამრების შემოჭერის პოლიტიკა კვლავ არააქტუალურია.


არსებული ინფორმაციით, მომდევნო წელს საჯარო სექტორის შრომის ანაზღაურების საერთო ბიუჯეტის ზრდა ძირითადად განპირობებულია 2020 წელს პოლიციასა და ჯარში გაზრდილი შრომის ანაზღაურების სრული წლის დაფინანსებით. ასევე, ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 2021 წლის იანვრიდან, სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით.


აღსანიშნავია, რომ 2021 წელს იგეგმება საჯარო სექტორში დასაქმებულების რაოდენობის ზრდაც. კერძოდ, 2021 წელს საჯარო სექტორში 112 570 დასაქმებული იქნება რაც 2020 წელთან შედარებით, 356-ით მეტია.


გარდა ამისა, მთლიანობაში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით მთავრობის ასიგნებები 18.4 მილიარდი ლარით განისაზღვრება, რაც ბიუჯეტის რეკორდული მოცულობაა. მთავრობის ხარჯები კი 2020 წელთან შედარებით ჯამში 2.46 მილიარდი ლარით იზრდება.



გაზრდილი ხარჯების დაფინანსების მთავარი წყარო მომდევნო წელსაც ახალი საგარეო ვალის აღება იქნება, რაც 5.27 მილიარდი ლარს გულისხმობს. თუმცა, 2021 წელი ბოლო 10 წლის განმავლობაში იქნება პირველი, როდესაც მთავრობა ახალ შიდა ვალს არ აიღებს, შესაბამისად, მომდევნო წელს ჯამურად არც სახაზინო ვალდებულებების და არც ახალი სახაზინო ობლიგაციების ემისია არ მოხდება.


აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ბიუჯეტი 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე არის დაგეგმილი, ეს ეკონომიკური ზრდის პირველად პროგნოზთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ამიტომ, ზრდის შემცირების გამო, საგადასახადო შემოსავლების გეგმაც პირველად პროექტთან შედარებით შემცირებულია.


2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიმართულებები ასეთია:

  • ჯანდაცვის სამინისტრო - 5.56 მილიარდი ლარი, სამინისტროს დაფინანსება 48 მილიონით იზრდება;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 2.42 მილიარდი ლარი, სამინისტროს დაფინანსება 551 მილიონი ლარით იზრდება;
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 2020 წელთან შედარებით 264.5 მილიონი ლარით იზრდება და 1.8 მილიარდი ლარით განისაზღვრება;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 463.6 მლნ ლარს, უწყების დაფინანსება 2020 წელთან შედარებით 13 მილიონი ლარით მცირდება;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი 352 მილიონი ლარით მცირდება და ის 469.8 მილიონი ლარით განისაზღვრება.
  • ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი 88.9 მილიონ ლარამდე იზრდება, მატება 8 მილიონ ლარია.
  • იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 246.5 მლნ ლარი, რაც 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით 22 მილიონი ლარით მეტია.
  • საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 174.2 მლნ ლარი, რაც 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით 18.2 მილიონი ლარით მეტია.
  • თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 900.0 მლნ ლარი, რაც 2020 წელთან შედარებით 95 მილიონი ლარით მეტია.


2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მეათე მოწვევის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
ხელფასი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up