“ქამრების შემოჭერის” ილუზია -

“ქამრების შემოჭერის” ილუზია - "გაზრდილი ხელფასი და პრემია დანაყრებული ქვეყნის მთავრობას უნდა ჰქონდეს"

access_time2019-08-12 20:15:43

"გაზრდილი ხელფასები და პრემიები იმ ქვეყნის ხელისუფალთ უნდა ჰქონდეთ, ვისი ქვეყანაც დანაყრებულია, მაგრამ, ჩვენთან, ვინც ხელისუფლებში მოდის, ყველას მადა ეზრდება, ხალხის გასაჭირი კი ავიწყდება"- ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგი თორაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დადებულ კვლევებს, რომელიც მთავრობაში და პარლამენტში ბიუჯეტიდან გამოყოფილ გაზრდილ სამივლინებო თანხებსა და პრემიებს ეხება.

 

"ხელისუფლების გაზრდილ მადაზე საზოგადოებაში ბევრს საუბრობენ, ყველა მთავრობის დროს გვესმის ხმამაღალი განცხადებები ქამრების შემოჭერასთან დაკავშირებით. შედეგი კი ის არის, რომ ვინც ხელისუფლებაში მოდის, ყველას მადა ეზრდება და ხალხის გასაჭირი ავიწყდება.

 

"მე არავის ბიუჯეტს არ ვითვლი, მაგრამ, ამ გაზრდილ ფასებთან ერთად მომიწევს ჩემს ბიუჯეტს კიდევ ერთხელ გადავხედო და ისე ვიცხოვრო, რის საშუალებასაც ჩემი ჯიბე მომცემს; მითუმეტეს, რომ მთავრობის, თუ პარლამენტის წევრებზე ნაკლებს არც მე ვმუშაობ.

 


"ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხანდახან 24 საათი მშიერს მილოდნია კარგი კადრი დავიჭირო. მივლინებაშიც ჩემი ფულით დავდივარ და ისეთ სასტუმროებში ვცხოვრობ, რასაც ჩემი ჯიბე გასწვდება.

 

"კი ბატონო, იარონ მივლინებებში და "იგულაონ", იფრინონ ბიზნესკლასით, იცხოვრონ 5 ვარსკვლავიან სასტმურებში, მაშინ როცა შენს ხალხს, რომელსაც ემსახურები, იმის ფული არა აქვს თვეში ერთხელ შვილს ხორცი აჭამოს, მაგრამ თავისი პრემიებით რომელსაც "თავდადებულ" შრომაში იღებენ და არა ისევ ბიუჯეტიდან გამოყაფილი დამატებითი თანხებით.

 

"მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ქამრების შემოჭერა მხოლოდ სიტყვის მასალაა და ასევე დარჩება. პარლამენტიც რომ შეამცირო, ეფექტს ვერ მიიღებ, რადგან საქმე რაოდენობაში კი არა პროფესიონალიზმშია და იმაში, ვინ მართავს პარლამენტს" - განაცხადა გოგი თორაძემ.

რეზონანსი





3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა
access_time2020-01-27 18:45:28
2019 წელს უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ Microsoft ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანიაში დასაქმებულებისთვის 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესდა. კვლევის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის ახალი ინიციატივის შედეგად, დასაქმებულების პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა. Microsoft-ის შემდეგ ანალოგიური სამუშაო გრაფიკი სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც დააწესეს და მათ...

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის
access_time2020-01-27 17:30:14
 „კარდინალი“ 30-მდე გამოცდილი და კვალიფიციური იურისტისგან დაკომპლექტებული იურიდიული კომპანიაა. მათი დამოუკიდებელი სამუშაო გამოცდილება საქართველოში 5-10 წლამდე ითვლის. „კარდინალის“ იურიდიული მომსახურების სფეროებს წარმოადგენს: საკონსულტაციო, სარეკომენდაციო (ზეპირსიტყვიერი) მომსახურება, იურიდიული აუდიტი, სასამართლო საარბიტრაჟო დოკუმენტაციის მომზადება და წარმომადგენლობა, კლიენტის ინტერესების შესაბამისად სახელმწიფო, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება,...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა
access_time2020-01-27 17:35:38
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის...

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-27 21:00:13
„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა 1.„ჩვენი სახელმწიფოს მიმზიდველობა, რის გამოც მსოფლიოში „დემოკრატიის შუქურად“ ვიწოდებოდით,ჩაქრა“ 2. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაქრობა მცირე ზომის ბანკებისთვის დადებითი...

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს
access_time2020-01-27 19:50:01
2019 წელს საქართველოში ჩინეთიდან 858,6 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - სულ 30,8 მლნ დოლარის...


მსგავსი სიახლეები

up